წითელი ბრიგადები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''წითელი ბრიგადები''' ([[იტალიური ენა|იტ.]] Brigate Rosse)- იტალიური მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაცია. დაარსდა [[1970]] წელს და თითქმის 20 წელი იარსება. ამ ხნის განმავლობაში მის შემადგენლობაში ირიცხებოდა რამდენიმე ათასი ადამიანი. მის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა [[ტრენტონის უნივერსიტეტი|ტრენტონის უნივერსიტეტის]] სოციოლოგიურმა ფაკულტეტმა. ამ ფაკულტეტზე 1960–იანი წლების ბოლოს „წითელი ბრიგადების“ რამდენიმე ლიდერი სწავლობდა. ისინი მკვეთრად განსხვავდებოდნენ სხვა მეამბოხე ახალგაზრდებისგან, რომლებიც მარშირებდნენ იტალიის ქალაქის ქუჩებში და ანტისაომარ ლოზუნგებს გაიძახოდნენ. სადად ჩაცმულები,კოხტად შეკრეჭილები, ისინი სწავლისგან თავისუფალ დროს დისკუსიებსა და კითხვაში ატარებდნენ. მათი საყვარელი ავტორები იყვნენ [[კარლ მარქსი]], [[კარლ კაუცკი]], [[ჰერბერტ მარკუზე]], [[მაო ძედუნი]]. „წითელი ბრიგადების“ თეორეტიკოსი იყო [[ანტონიო ნეგრი]].
==„წითელი ბრიგადები“ მოქმედების საწყის ეტაპზე==
[[1969]] წლის [[1ნოემბერი1 ნოემბერი|1 ნოემბერს]] [[კაივარი|კაივარის]] სასტუმრო „სტელა დელ მარეში“ შედგა მემარცხენე დაჯგუფების რამდენიმე ათეული აქტივისტის საიდუმლო შეხვედრა, სადაც განიხილეს მოქმედების ტაქტიკა და სადაც ამ ორგანიზაციის ბირთვი შეიქმნა. სემინარზე გამოსვლისას [[რენატო კურჩო|რენატო კურჩომ]] შეკრებილებს „შეიარაღებულ ბრძოლაზე“ გადასვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეს იყო „კაპიტალის ბატონობისგან განთავისუფლების ერთადერთი გზა“. ერთი წლის შემდეგ, [[1970]] წლის [[20 ოქტომბერი|20 ოქტომბერს]] ერთ–ერთ მემარცხენე სააგიტაციო ფურცლებზე გაჩნდა „ოფიციალური“ შეტყობინება „წითელი ბრიგადების“ შექმნის შესახებ. ეს იყო პროლეტარული ორგანიზაცია, რომელიც აპირებდა ბრძოლას „ბატონებისა და იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც მათ ემსახურებოდა“.
ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი რაიონი იყო [[მილანი]]–[[ტურინი]]–[[გენუა|გენუას]] ზონა. მისი მებრძოლების პირველი ტერაქტი იყო საწყობების დაწვა, ფაბრიკებისა და ქარხნების გაფუჭება, აფეთქებები, მუქარით სავსე ფურცლების გავრცელება:„გეშინოდეთ პატრონების ჭუჭყიანო მსახურებო“. მალე ისინი ინდივიდუალური ტერაქტის ტაქტიკაზე გადავიდნენ. მათი მსხვერპლი ხდებიან „სისტემის მსახურები“:ინჟინრები, სასამართლოს მოხელეები, ადვოკატები, მოგვიანებით, პოლიტიკური მოღვაწეები. მოგვიანებით მათ ხელისუფლების წარმომადგენელთა გატაცების ოპერაციები დაიწყეს, ამ უკანასკნელებზე „სახალხო სასამართლოს“ ორგანიზების მიზნით. პირველი ასეთი სასამართლო პროცესი მათ [[1974]] წლის გაზაფხულზე გატაცებულ გენუის პროკურორს [[მარიო სოსსი|მარიო სოსსის]] მოუწყეს. სოსსი ბრალმდებლად გამოდიოდა ხოლმე პოლიტიკურ პროცესებზე. მათი თავისუფლებისათვის ტერორისტები ე.წ. [[22 ნოემბრის დაჯგუფება|22 ნოემბრის დაჯგუფების]] 8 დაკავებული ხელმძღვანელის განთავისუფლებას ითხოვდნენ.
წითელი ბრიგადების წევრები დიდი ყურადღებას უთმობდა კონსპირაციას. სპეციალურ სახელმძღვანელოში ეწერა, რომ ორგანიზაციის წავრთა ბინა უნდა იყოს უბრალო. მეზობლებთან თავაზიანი უნდა იყვნენ. განსაზღვრული საათის შემდეგ არ ჩართონ რადიომიმღებები და არ უსმინონ მუსიკას. არ იყო რეკომენდირებული საკუთარ რაიონში რაიმეს ყიდვა და კაფეში შესვლა.