პუბლიუს ვალერიუს პუბლიკოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: hu:Publius Valerius Publicola
ბოტის შეცვლა: hu:Publius Valerius Publicola (Kr. e. 509); cosmetic changes
ხაზი 1:
'''პუბლიუს ვალერიუს ვოლუსი პუბლიკოლა''' (P. Valerius Volusi f. Publicola, ასევე Poplicola - ხალხის მეგობარი) (* ? ― [[ძვ. წ. 503]]), [[რომის რესპუბლიკა|რომის]] [[კონსული]] [[ძვ. წ. 509]] - [[ძვ. წ. 507]] და [[ძვ. წ. 504]] წლებში.

== მეფის დამხობა და ბრუტუსის კონსულობა ==

პუბლიუს ვალერიუსი სწორედ იმ ვალერიუსის ჩამომავლად ითვლება, რომელმაც [[რომულუსი]] და ტატიუსი შეარიგა და ორი ერის გაერთიანებას შეუწყო ხელი.<ref>იხილეთ [[რომულუსი]]</ref>
ხაზი 11:
როდესაც რომში ტარკვინიუსის ელჩები ჩამოვიდნენ და სცადეს რესპუბლიკელების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა<ref> ამის შესახებ დაწვრილებით [[ლუციუს იუნიუს ბრუტუსი|ბრუტუსის]] ბიოგრაფიაში იხილეთ.</ref>, პუბლიკოლამ მოღალატეთა მხილებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. ამ მოვლენებმა მას რომაელი ხალხის სიყვარული და ნდობა მოუტანა. ტარკვინიუს კოლატინუსის<ref>პლუტრქეს და ტიტუს ლივიუს ეს ამბები ცოტა სხვადასხვანაერად აქვთ აღწერილი. ლივიუსის მიხედვით კოლატინუსს რომი ტარკვინიუსის ელჩების ჩამოსვლამდე დაატოვებინეს, მხოლოდ იმიტომ, ტომ მასაც ტარკვინიუსი ერქვა. ხოლო პლუტარქეს მიხედვით ამ შეთქმულების დროს იგი ჯერ კიდევ კონსული იყო, მაგრამ სულიერი სისუსტე გამოიჩინა, რადგან შეთქმულთა რიცხში მისი ნათესავებიც იყვნენ და ამის შემდეგ მოუწია რომიდან წასვლა.</ref> გადადგომის და განდევნის შემდეგ კი იგი ბრუტუსთან ერთად მეორე კონსული გახდა.

== პირველი კონსულობა ==

ტარკვინიუსმა კი, რადგან შეთქმულებით ვერაფერს ვერ მიაღწია, დაარწმუნა ეტრუსკები გამოსულიყვნენ რომაელების წინააღმდეგ. ბრძლაში დაიღუპა ბრუტუსიც და ტარკვინიუსის ვაჟი ატუნტუსიც. ისინი ბრძოლის დაწყების თანავე ეძგერნენ ერთმანეთს და შუბებით განგმირეს ერთმანეთი. ბრძოლა ძალიან სასტიკი იყო, მაგრამ რომაელებმა გაიმარჯვეს. პუბლიკოლა კი ტრიუმფით დაბრუნდა რომში.
ხაზი 17:
მალე კი პუბლიკოლას პოპულარობა ისევ უნდობლობით შეიცვალა. ამბობდნენ თითქოს კონსულს გამეფება უნდა, რომ იგი ტარკვინიუსზე უფრო მდიდარ სახლში ცხოვრობს ველიას ბორცვზე. როდესაც მან გაიგო თუ რას ამბობდა მასზე ხალხო, დაიქირავა მუშები და ერთ ღამეში დაანგრევინა სახლი თვითონ კი მეგობრებთან გადასახლდა. მოგვიანებით რომაელებმა მას უბოძეს მიწის ნაკვეთი სადაც აუშენეს სახლი<ref>ლივიუსის მიხედვით მან თვითონ აიშენა სახლი.</ref>.

== კანონები ==

ხალხის გულის მოსაგებად და დემოკრატიის გასაძლიერებლად მან [[ლიქტორები|ლიქტორების]] [[ფასცები|ფასცებიდან]] ბრძანა ამოეღოთ ნაჯახები და სახალხო კრებებზე უნდა დაეშვათ. ამან გაამართლა და კონსულის პოპულარობა კვლავ გაიზარდა, თან მას პუბლიკოლა შეარქვეს ([[ლათინური ენა|ლათ.]] poplicola - ხალხის მეგობარი).
ხაზი 25:
პუბლიკოლას არ სურდა თვითონ ემართა ფინანსური საკითხები და პასუხი ეგებინა სახელმწიფო ხაზინაზე, ამიტომ მან დააწესა რომ ხაზინა [[სატურნი (ღმერთი)|სატურნის]] ტაძარში ყოფილიყო, ხოლო მისი მმართველობა არჩევით [[კვესტორი|კვესტორებს]] ევალებოდათ. ამ ღონისძიებების ჩატარების შემდეგ მან კონსულის არჩევნები მოაწყო სადაც ლუკრეციუსმა გაიმარჯვა, მაგრამ ეს უკანასკნელი რამოდენიმე დღეში მოკვდა და არჩევნები ხელმეორედ ჩატარდა და მარკუს ჰორაციუსმა გაიმარჯვა.

== მეორე კონსულობა და ეტრუსკებთან ომი ==

[[ძვ. წ. 508]] წელს პუბლიკოლა კიდევ ერთხელ აირჩიეს კონსულად, და მასთან ერთად ტიტუს ლუკრეციუსი. ტარკვინიუსი კი იმ ბრძოლის შემდეგ, სადაც მან ვაჟი დაკარგა, მივიდა ლარსუს პორსენუსთან და დახმარება სთხოვა. პორსენუსის ჯარი რომს მიადგა. მათ მალე დაიკავეს ტიბროსის მარჯვენა ნაპირვე გამაგრებული ბორცვი იანიკულუსი. მდინარის პირზე გაიმართა გაცხარებული ბრძოლა, სადაც ორივე კონსული მძიმედ დაიჭრა. ამის გამო რომაელები მორალურად დაეცნენ და უკან დაიხიეს. მტრების ჯარი ტიბროსზე ხიდს მოადგა, როლის შემდეგაც იწყებოდა რომი, მაგრამ ჰორაციუს კოკლესმა<ref>ეს ეპიზოლი ტიტუს ლივიუსს აქვს დაწვრილებით აღწერილი. რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან II წიგნი. 10</ref>, გერმანიუსმა და ლარციუსმა შეაჩერეს მტერი, სანამ დანარჩენმა ჯარისკაცებმა მოასწრეს ხიდის დანგრევა. კოკლესის გმირობით აღფრთოვანებულმა პოპლიკომან ბრძანა გამოეწოთ მისთვის იმდენი მიწა, რამდენის მოხვნასაც იგი ერთ დღეში შეძლებდა და ყველა რომაელს მოუწოდა ქონების ნაწილი მიეცათ მისთვის, ხოლო მოგვიანებით მას ქანდაკება დაუდგეს.
ხაზი 33:
რომაელების გულადობით აღფრთოვანებულმა პორსენუსმა დაიწყო პუბლიკოლასთან სამშვიდობო მოლაპარკება. რომაელებმა ეტრუსკებს მძევლად 10 ლატრიციუსი და 10 ქალი გადასცეს, მათ შორის პუბლიკოლას ქალიშვილი ვალერია. მალე ეტრუსკებმა დატოვეს თავისი ბანაკი და რაც კი ჰონება იყო იქ, რომაელებს დაუტოვეს.

== საბინელებთან ომი და მეოთხე კონსულობა ==

[[ძვ. წ. 505]] წელს როდესაც კონსული პუბლიკოლას ძმა მარკუსი იყო, რომის მიწებს საბინელები შემოესივნენ. მარკუსმა ისინი ორივე ბრძოლაში ბრწყინვალეთ დაამარცხა, რისთვისაც ხალხმა მადლობის ნიშნად პალატინზე სახლი აუგო. [[ძვ. წ. 504]] წელს პუბლიკოლა კიდევ ერთხელ აირჩიეს კონსულად. საბინელებმა და ლათინებმა განიძრახეს რომთან ახალი ომის დაწყება, მაგრამ საბინელებს შორის სერიოზული უთანხმოება დაიწყო, ვინმე აპიუს კლავზუსი, მდიდარი და გავლენიანი ადამიანი, არწმუნებდა თანამემამულეებს რომთან ომის უსარგებლობაში. მის წინააღმდეგ დიდი მოძრაობა დაიწყო, რამაც საბინელებს ომის დაწყებაში ხელი შეუშალა. პუბლიკოლამ იცოდა ამ ამბის შესახებ და გაუგზავნა კლავზუსს წერილი, რომლითაც მას რომში გადმოსახლება ურჩია. კლავზუსმა ყველაფერი კარგად აწონდაწონა და თავის მეგობრებთან და მომხრეებთან ერთად რომში წავიდა. აქ პუბლიკოლა მათ გარგად შეხვდა, ჩამოსული საბინელები რომის მოქალაქეებად მიიღეს და მიწები დაურიგეს, კლავზუსი კი სენატორი გახდა. ითვლება რომ იგი კლავდიუსების წინაპარი იყო.
ხაზი 43:
შემდეგ [[ძვ. წ. 503]] წელს მან აღარ წარმოადგინა საკუთარი კანდიდატურა კონსულების არჩევნებზე და მალევე გარდაიცვალა. იგი დიდი პატივით დაკრძალეს, ხოლო რომაელი ქალები მთელი მომდევნო წელი მის საპატივცემლოდ ძაძებს ატარებდნენ.

== რესურსები ინტერნეტში ==

* [http://www.ancientrome.ru/antlitr/plutarch/sgo/poplicola-f.htm პლუტარქე "პარალელური ბიოგრაფიები", პუბლიკოლას ცხოვრება]]
ხაზი 49:

== სქოლიო ==
{{სქოლიოს სია}}
ხაზი 55:

{{დაიწყე დაფა}}
{{მემკვიდრეობის დაფა | წინამორბედი= [[ლუციუს იუნიუს ბრუტუსი]], [[ლუციუს ტარკვინიუს კოლატინუსი]]| ტიტული=[[რომის რესპუბლიკის კონსულთა სია|კონსული]] | წლები=[[ძვ. წ. 509]] ('''245''')

[[პუბლიუს ლუკრეციუს ტრიციპიტინუსი]] ''suff.'' [[მარკუს ჰორაციუს პულვილუსი]]| შემდეგი=[[პუბლიუს ლუკრეციუს ტრიციპიტინუსი]], [[პუბლიკოლა]]}}
{{დაასრულე დაფა}}

{{დაიწყე დაფა}}
{{მემკვიდრეობის დაფა | წინამორბედი = [[პუბლიკოლა]], [[პუბლიუს ლუკრეციუს ტრიციპიტინუსი]] ''suff.'' [[მარკუს ჰორაციუს პულვილუსი]] |ტიტული=[[რომის რესპუბლიკის კონსულთა სია|კონსული]] | წლები=[[ძვ. წ. 508]] ('''246''')

[[პუბლიუს ლუკრეციუს ტრიციპიტინუსი]]| შემდეგი=[[პუბლიკოლა]], [[მარკუს ჰორაციუს პულნუსი]]}}
{{დაასრულე დაფა}}

{{დაიწყე დაფა}}
{{მემკვიდრეობის დაფა | წინამორბედი = [[პუბლიკოლა]], [[პუბლიუს ლუკრეციუს ტრიციპიტინუსი]]| ტიტული=[[რომის რესპუბლიკის კონსულთა სია|კონსული]] |წლები=[[ძვ. წ. 507]] ('''247''')

[[მარკუს ჰორაციუს პულნუსი]]| შემდეგი=[[სპურიუს ლარციუს რუსფუსი]], [[ტიტუს ჰერმინიუს აკილინუსი]]}}
{{დაასრულე დაფა}}

{{დაიწყე დაფა}}
{{მემკვიდრეობის დაფა | წინამორბედი = [[მარკუს ვალერიუსი ვოლუსი]], [[პუბლუის პოსტუმიკოს ტიბერიუსი]]| ტიტული=[[რომის რესპუბლიკის კონსულთა სია|კონსული]] | წლები=[[ძვ. წ. 504]] ('''250''')

[[ტიტუს ტრიციპიტინუსი]]| შემდეგი=[[მემენიუს აგრიპა]], [[პუბლუის პოსტუმიკოსი ტიბერიუსი]]}}
{{დაასრულე დაფა}}

ხაზი 86:
[[fa:پوبلیوس والریوس پوبلیکولا]]
[[fr:Publius Valerius Publicola (consul en -509)]]
[[hu:Publius Valerius Publicola (Kr. e. 509)]]
[[it:Publio Valerio Publicola]]
[[ja:プブリウス・ウァレリウス・プブリコラ]]