რევოლუციური ორგანიზაცია 17 ნოემბერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''რევოლუციური ორგანიზაცია 17 ნოემბერი'''([[ბერძნული ენა|ბერძნულ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''რევოლუციური ორგანიზაცია 17 ნოემბერი''' ([[ბერძნული ენა|ბერძნულად]] Επαναστατική Οργάνωση 17 Νοέμβρη)–ბერძნული ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც [[1975]] წელს შეიქმნა. სახელწოდება დაკავშირებულია სამხედრო რეჟიმის ე.წ. [[შავი პოლკოვნიკები|შავი პოლკოვნიკების]] წინააღმდეგ [[1973]] წელს მოწყობილი სტუდენტური გამოსვლის თარიღთან. ეს ორგანიზაცია, პირველ რიგში, [[გლობალიზაცია|გლობალიზაციის]] წინააღმდეგ არის მიმართული, რაც დამოუკიდებლობის დაკარგვად და საკუთარ ქვეყანაში მტრის თარეშად აღიქმება. მისი წევრები ძირითადად [[საბერძნეთი|საბერძნეთში]] განლაგებული [[აშშ]]–ის წარმომადგენლობების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ისინი გამოდიოდნენ [[კვიპროსი|კვიპროსზე]] სამხედრო ძალის არსებობის, ასევე საბერძნეთის [[ნატო|ნატოსა]] და [[ევროკავშირი|ევროკავშირთან]] ყოველგვარი კავშირის წინააღმდეგ.
აქტიური მოღვაწეობის პერიოდში ორგანიზაციას არ ჰყავდა დიდი რაოდენობით წევრები და ძირითადად მოქმედებდა [[ათენი|ათენისა]] და მის გარშემო არეალში. ამ ორგანიზაციის ყველაზე ცნობილი ტერაქტი მოეწყო [[1999]] წელს და საბერძნეთში [[დიდი ბრიტანეთი|ბრიტანეთის]] ატაშეს [[სტივენ საუნდერსის]] მკვლელობით დასრულდა. ეს მკვლელობა ჩაიდინეს [[კოსოვო|კოსოვოში]] ნატოს სამხედრო ოპერაციის გამო პროტესტის ნიშნად.
მიუხედავად ბოლო წლებში ამ ორგანიზაციის გამოაშკარავებაში მიღწეული წარმატებებისა, მასზე მაინც მწირი ცნობებია, რაც აქტივისტების მცირერიცხოვნობით და კარგად ორგანიზებულობით არის გამოწვეული.