სამთავროს მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 67:
'''წმ. ნინოს ეკლესია''' დგას ეზოში, დიდი ტაძრის აღმოსავლეთით. იგი მცირე ზომის (6,2X3,9 მ) გუმბათოვანი ნაგებობაა. ისტორიული წყაროებით, მცხეთაში მოსული ნინო პირველი სამი წლის განმავლობაში {{ციტატა|ილოცვიდა ფარულად ადგილსა ერთსა შებურვილსა ბრძამლითა მაყუალისაჲთა... და ადგილი იგი იყო ზღუდესა გარეგან.}} ამ ადგილზე საქართველოს პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს აუგია ეკლსია, რასაც ადასტურებს ”წმ. ნინოს ცხოვრებაში” მოყვანილი მისი წერილის შინაარსი: {{ციტატა|აღვაშენე ეკლესიაჲ მაყულოვანსა მას შინაჲ ნინოსსა.}} IV საუკუნის ზემოთ მოყვანილი ცნობები სწორედ წმ. ნინოს ეკლესიის აშენების თარიღს და ადგილსამყოფელს გულისხმობს. ეკლესია არაერთხელ შეუკეთებიათ. ეკლესიის შესასვლელში მოთავსებული წარწერა გვამცნობს, რომ [[1879]] წელს ტაძარი შეაკეთებინა სამთავროს მონასტრის წინამძღვარმა დედა ნინომ (ამილახვარი). [[1981]] წელს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა რის შედეგადაც გაიწმინდა 1 მეტრ სიღრმემდე მიწაში შამჯდარი ეკლესია, აღადგინა მისი დაზიანებული [[ცოკოლი]], კედლები, [[გუმბათი]], ლავგარდანი და გადაიხურა კრამიტით.
 
ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, შეკეთებების დროს გამოყენებულია თლილი ქვა და აგური. აღმოსავლეთით ნალისებრ აფსიდში ვიწრო თაღოვანი [[სარკმელი]]ა. სარკმლის ქვეშ [[ტრაპეზი|სატრაპეზო ქვა]] დგას, ჩრდილოეთით აფსიდის[[აფსიდი]]ს კედელში კონქით[[კონქი]]თ გადახურული ნახევარწრიული ნიშია. გუმბათქვეშა სწორკუთხედიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება კუთხეებშიდადებული ზღუდარით. სატრიუმფო თაღი, კონსოლებზე დამყარებული დასავლეთის საბჯენი [[თაღი]], შესასვლელის თაღი, დასავლეთის გარეთა [[ნიში]], სარკმელები ყველგან ნახევარწრიულია. გარედან [[ეკლესია]] სწორკუთხა მოხაზულობისაა; გუმბათის რვაწახნაგა ყელი კვადრატთან მიახლოებულ სწორკუთხედზეა აღმართული. გუმბათის ყელში ოთხი სარკმელია. შიგნით კაპიტელები და კონსოლები პროფილირებულია. აღმოსავლეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადთა წვეროებში აგურით გამოყვანილია ტოლმკლავებიანი ჯვრები. გუმბათის ყელის ყრუ წახნაგებზე ნალესით სარკმლის საპირის იმიტაციაა გაკეთებული. ინტერიერი მოხატულია.
 
==გალავანი==