სამთავროს მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 64:
===ფასადი===
==მცირე ტაძარი==
[[ფაილი:Samtavros (eklesia) ezo.jpg|thumb|წმ. ნინოს ეკლესია, და მაყვლის ბუჩქი, - ადგილი სადაც წმინდაწმ. ნინო ლოცულობდა]]
'''წმ. ნინოს ეკლესია''' დგას ეზოში, დიდი ტაძრის აღმოსავლეთით. იგი მცირე ზომის (6,2X3,9 მ) გუმბათოვანი ნაგებობაა. ისტორიული წყაროებით, მცხეთაში მოსული ნინო პირველი სამი წლის განმავლობაში {{ციტატა|ილოცვიდა ფარულად ადგილსა ერთსა შებურვილსა ბრძამლითა მაყუალისაითამაყუალისაჲთა... და ადგილი იგი იყო ზღუდესა გარეგან.}} ამ ადგილზე საქართველოს პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს აუგია ეკლსია, რასაც ადასტურებს ”წმ. ნინოს ცხოვრებაში” მოყვანილი მისი წერილის შინაარსი: {{ციტატა|აღვაშენე ეკლესიაჲ მაყულოვანსა მას შინაჲ ნინოსსა.}} IV საუკუნის ზემოთ მოყვანილი ცნობები სწორედ წმ. ნინოს ეკლესიის აშენების თარიღს და ადგილსამყოფელს გულისხმობს. ეკლესია არაერთხელ შეუკეთებიათ. ეკლესიის შესასვლელში მოთავსებული წარწერა გვამცნობს, რომ [[1879]] წელს ტაძარი შეაკეთებინა სამთავროს მონასტრის წინამძღვარმა დედა ნინომ (ამილახვარი). [[1981]] წელს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა რის შედეგადაც გაიწმინდა 1 მეტრ სიღრმემდე მიწაში შამჯდარი ეკლესია, აღადგინა მისი დაზიანებული [[ცოკოლი]], კედლები, [[გუმბათი]], ლავგარდანი და გადაიხურა კრამიტით.
 
ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, შეკეთებების დროს გამოყენებულია თლილი ქვა და აგური. აღმოსავლეთით ნალისებრ აფსიდში ვიწრო თაღოვანი [[სარკმელი]]ა. სარკმლის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას, ჩრდილოეთით აფსიდის კედელში კონქით გადახურული ნახევარწრიული ნიშია.
 
==გალავანი==