კასპის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტის დამატება: ru:Каспский муниципалитет; cosmetic changes
ხაზი 12:
'''კასპის მუნიციპალიტეტი''' არის ადმინისტრაციული რაიონი [[შიდა ქართლის მხარე]]ში. რაიონის ტერიტორია [[1917]] წლამდე [[ტფილისის გუბერნია|ტფილისის გუბერნიის]] [[გორის მაზრა]]ში შედიოდა, 1917–30 წლებში — გორის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. რაიონული ცენტრია ქალაქი [[კასპი]].
 
== ბუნება ==
მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მტკვრის ორივე მხარეს. ტერიტორია - 802 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 360 კვ.კმ. ჩრდილოეთითი მას აკრავს კავკასიონის სამხრეთი განშტოებანი, სამხრეთით — [[თრიალეთის ქედი]]. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები [[მტკვარი]], [[ქსანი]], [[ლეხურა]], [[კავთურა]], [[თეძამი]].
 
== მოსახლეობა ==
მოსახლეობის რიცხოვნობა — 48 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 61 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 72 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 71 სოფელი.
 
== მმართველობა ==
რაიონის წარმომადგენლობითი ორგანოა რაიონის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო — გამგეობა. რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
 
* ''ქალაქის საკრებულო'' — 1: [[კასპი]] ([[მიქელწყარო]], [[მირიანი]]);
* ''თემის საკრებულო'' — 16: [[აღაიანი]]ს ([[საქადაგიანო]], [[ხიდისყური (კასპის რაიონი)|ხიდისყური]]), [[ახალქალაქი (კასპის მუნიციპალიტეტი)|ახალქალაქის]] ([[ახალსოფელი (კასპის მუნიციპალიტეტი)|ახალსოფელი]], [[გარიყულა]], [[გოსტიბე]], [[ერთაწმინდა (კასპის მუნიციპალიტეტი)|ერთაწმინდა]], [[ზემო ჩოჩეთი]], [[თეძმისხევი]], [[კაპრაშიანი]], [[ჩაჩუბეთი]]), [[ახალციხე (კასპის მუნიციპალიტეტი)|ახალციხის]] ([[მთიულთუბანი]], [[ნოსტე]], [[ცხავერი]]), [[გომი (კასპის მუნიციპალიტეტი)|გომის]] ([[ნიაბი]]), [[დოესი]]ს ([[გრაკალი]]), [[ზემო ხანდაკი]]ს, ([[ზენადრისი]], [[ფაშიანი]], [[ჭყოპიანი]]), [[თელიანი]]ს ([[სასირეთი (კასპის მუნიციპალიტეტი)|სასირეთი]]), [[კავთისხევი]]ს ([[გუდალეთი]], [[ეზატი]], [[თვალადი]], [[ქებაანი]], [[ქვემო ჩოჩეთი]], [[ქვემო ხანდაკი]]), [[კოდისწყარო (კასპის მუნიციპალიტეტი)|კოდისწყარო]]ს ([[ზადიანთკარი]], [[ზემო რენე]], [[ნიგოზა]], [[სარიბარი]], [[ქვემო რენე]], [[ყარაფილა]], [[ჩობალაური]]), [[ლამისყანა|ლამისყანის]] ([[თვაურები]], [[ხვითი (კასპის მუნიციპალიტეტი)|ხვითი]]), [[მეტეხი (კასპის მუნიციპალიტეტი)|მეტეხის]] ([[ბარნაბიანთკარი]]), [[ოკამი (კასპის მუნიციპალიტეტი)|ოკამის]] ([[თეზი]], [[იგოეთი]], [[მრგვალი ჭალა]], [[ფერმა (კასპის მუნიციპალიტეტი)|ფერმა]], [[ჩანგილარი]]), [[სამთავისი (კასპის მუნიციპალიტეტი)|სამთავისი]]ს ([[ბოჟამი]], [[თოგოიანთკარი]]), [[ქვემო ჭალა|ქვემო ჭალის]] ([[ახალშენი (კასპის მუნიციპალიტეტი)|ახალშენი]], [[გამდლისწყარო]], [[გორაკა]], [[ვაკე (კასპის მუნიციპალიტეტი)|ვაკე]], [[პანტიანი (კასპის მუნიციპალიტეტი)|პანტიანი]], [[საკორინთლო]]), [[წინარეხი]]ს ([[გომისჯვარი]], [[თელათგორი]], [[იდლეთი (კასპის მუნიციპალიტეტი)|იდლეთი]], [[ლავრისხევი]]), [[ხოვლე]]ს.
 
== ეკონომიკა ==
რაიონში შემდეგი სამრეწველო საწარმოები იყო: [[კასპის ცემენტის ქარხანა]], მეტეხის საშენ მასალათა კომბინატი, აგრეთვე კვების მრეწველობის საწარმოები, ღვინის და საკონსერვო ქარხნები. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია: მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, სარძევე მეცხოველეობა. მოჰყავთ მარცვლეული. რაიონს კვეთს ქვეყნის მთავარი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები.
 
== კულტურა ==
რაიონში 49 სახელმწიფო და 2 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 2 საშუალო პროფესიული და 1 უმაღლესი სასწავლებელი, 43 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 2 მუზეუმი. (მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ი.ჯავახიშვილის სახ. მუზეუმი ხოვლეში).
 
== ღირსშესანიშნაობანი ==
რაიონში არქიტექტურის და კულტურის მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლია: [[რკონი|რკონის კომპლექსი]], [[სამთავისი (ტაძარი)|სამთავისის ტაძარი]], [[სხვილოს ციხე|სხვილოს ციხე-დარბაზის კომპლექსი]], [[ქვათახევი|ქვათახევის]], მეტეხის, ახალქალაქის კომპლექსები და სხვა.
 
ხაზი 43:
[[he:נפת קאספי]]
[[nl:Kaspi (district)]]
[[ru:Каспский муниципалитет]]
[[war:Kaspi (distrito)]]