ბოლცანოს პროვინცია: განსხვავება გადახედვებს შორის

 
Prontuario dei nomi locali dell'Alto Adige, სამხრეთ ტიროლის ადგილობრივი დასახლებების დასახელებების წიგნაკი, რომელიც [[1916]] წელს Reale Società Geografica Italiana–ში გამოქვეყნდა, რისი მიზანიც იყო, სამხრეთ ტიროლის ყველა დასახლებას გერმანული და ლადინური სახელები გადარქმეოდა, [[ლადინური ენა|ლადინურიდან]]. ეს იყო გამიზნული ქმედება [[იტალია|იტალიის]] ფაშისტური პოლიტიკისა, რომელიც ითვალისწინებდა სამხრეთი ტიროლის იტალიანიზაციას. უნდა დამტკიცებულიყო სამხრეთი ტიროლის იტალიურობა, რომ ის მხოლოდ მცირე ხნით იყო გერმანული, [[ავსტრია|ავსტრიის]] ისტორიის ნაწილი.
ეს პროცესი [[1890]] წელს დაიწყო, რომელიც [[ეტორე ტოლომეი|ეტორე ტოლომეის]] სახელს უკავშირდება. [[1916]] წელს, ერთი წლის შემდეგ, რაც იტალია [[პირველი მსოფლიო ომი|პირველი მსოფლიო ომში]] ჩაერთო, შეიქმნა სპეციალური კომისია ეტორე ტოლომეის ხელმძღვანელობით, (მასში აქტიურად მონაწილეობდნენ აგრეთვე პროფესორი [[ეტორე დე ტონი]] და ბიბლიოთეკარი [[ვიტორიო ბარონჩელი]]), რომელთაც მომავალში მიწებისათვის სახელები უნდა შეეცვალა. 40 დღის განმავლობაში კომისიამ დაახლოებით 12 000 გერმანულენოვან დასახელებას მოუძებნა იტალიური სახელები. [[1923]] წელს, მას შემდეგ, რაც იტალიამ სამხრეთ ტიროლის ანექსია მოახდინა, სამეფო ბრძანებით მოხდა იტალიური დასახელებების დაკანონება. გერმანული სახელების გამოყენება მხოლოდ [[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდეგ ჰახდა შესაძლებელი, თუმცა სამხრეთ ტიროლის დასახლებების იტალიანიზირებული სახელწოდებებით მოხსენიება დღემდე გრძელდება. <br>
 
{| border="1" align="center" style="text-align: center; background: #FFFFFF;"
|'''[[ტოპონიმიკა]] ორ ენაზე''
{{სტანდარტული ცხრილი|0}}
! style="background: #ddffdd;"|გერმანული სახელი