არაგვის კარი (კარიბჭე): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Mcxeta galavani.jpg|thumb|არაგვის კარი (ფრაგმენტი)]]
'''არაგვის კარი''', გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის [[მცხეთა|მცხეთის]] ზღუდე-გალავანში დატანებული ერთ-ერთი ძირითადი [[კარიბჭე]], ჩვენი წინაპრების სამშენებლო ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუში (არაგვის კარი ეწოდა იმიტომ, რომ იგი ქალაქს არაგვის მიმართულებით ჩრდილოეთის მხარესთან აკავშირებს). გამოვლინდა [[1965]] წელს მცხეთაში ფართოეკრანიანი [[კინოთეატრი]]ს მშენებლობის დროს (შესულია ამავე კინოთეატრის მოცულობაში). ალიზით ნაგები 6 მ სისქის ქალაქის ზღიდეში ჩაშენებული კარიბჭის გვერდის კედლები თლილი ჭვიტაა ამოყვანილი. კედლებს შორის გზისთვის დატოვებული ღიობი 4,8 მ სიგანისაა. გზა მოკირწყლული იყო და ჰქონდა ბორდიურით გამოყოფილი ფეხით სავალი ვიწრო ბილიკი. კარიბჭე ორივე მხრიდან ალიზითვე ნაგები კოშკებით იყო გამაგრებული. კარი ასაწევი უნდა ყოფილიყო და მძიმედ შეჭედილი. დიდ კარს, ხსნიდნენჰ ალბათ ქარავნების გასატარებლა, მგზავრებისათვის კი კარიბჭეში მცირე ზომის შესასვლელი იქნებოდა გაჭრილი.
 
ანონიმური მომხმარებელი