სათავადო: განსხვავება გადახედვებს შორის

დამატება
(დამატება)
სათავადო ფეოდალური სახლების გარკვეული პრინციპით გაერთიანების (გაუყრელობა, შეყრილობა, ფიცით გაერთიანება...) საფუძველზე აღმოცენდა. სათავადოში გაერთიანებულმა მსხვილმა ფეოდალებმა მიიტაცეს ყოფილი სამეფო-სახასო ან მათთვის საგამგებლოდ ([[საერისთავო]], [[საციხისთავო]] და ა. შ.) გადაცემული მიწები, დაიქვემდებარეს [[აზნაური|აზნაურები]] და სახელმწიფო-სახასო ყმა გლეხები, შექმნეს მმართველობისა და ყმა გლეხთა ექსპლუატაციის უზრუნველყოფის საკუთარი აპარატი (მოხელეები, მხლებელ-მოლაშქრენი) და ამით დაუპირისპირდნენ ცენტრალური მმართველობის სისტემას, სამეფო ხელისუფლებას.
 
ერთიან საქართველოში (XI-XIII საუკუნის I ნახევარი), ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური წინსვლის, მეფის ხელისუფლების ძლიერების პირობებში, ასეთი ფეოდალური ინსტიტუტის არსებობისათვის საფუძველი არ არსებობდა. სათავადო სამფლობელო-მამული ხანგრძლივი, რთული პროცესის შედეგად იყო შექმნილი. მასში შედიოდა ნაწყალობევი, ნაჯილდოები, ნამზითვი, მინატაცები („ხმლით ნაშოები“) და სხვა სახის ყმა-მამული. სათავადოს მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა ყოფილი სახელმწიფო-სახასო მამულები, რომლებიც ადრე ამა თუ იმ ფეოდალს ჰქონდა გადაცემული სამფლობელოდ ან საგამგებლოდ. ნაწილი სათავადოებისა ყოფილი საერისთავოების ბაზაზე ჩამოყალიბდა ([[ქსნის საერისთავი|ქსნის]], [[არაგვის საერისთავო|არაგვის]], [[რაჭის საერისთავო|რაჭის]] და სხვა „საერისთავო“-სათავადოები). აქაც ამ ყოფილმა მოხელე-ფეოდალებმა სახელმწიფო-სახასო მიწები მიისაკუთრეს.
 
სათავადოში მიწისმფლობელობის 3 ძირითადი ფორმა არსებობდა:
*სახასო ან საერთო მამული,
* საუფლისწულო
*სათავისთაო
 
სახასო ეწოდებოდა სათავადოს სამფლობელოს ნაწილს, რომელიც სათავადოში შემავალი ოჯახების საერთო მფლობელობაში იყო. სახასი მამულს განაგებდა თავადი სხვა სახლიკაცებთან შეთანხმებით. აქედან მიღებული შემოსავლიდან აძლევდნენ ისინი „სახელმწიფო ხარჯს“, დანარჩენს კი ოჯახებს შორის იყოფდნენ. თავადს სახასო შემოსავლიდან შემოსავლის 2 წილი ეკუთვნოდა („საუფროსო“), დანარჩენ ოჯახებს — თითო წილი („საუმცროსო“).
==ლიტერატურა==