მუხრანბატონები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მუხრანბატონები''', ფეოდალური საგვარეულო XVI-XIX საუკუნეებში [[საქ...
 
+ბმულები
ხაზი 1:
'''მუხრანბატონები''', ფეოდალური საგვარეულო XVI-XIX საუკუნეებში [[საქართველო]]ში, ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს ერთი შტო. გვარის ფუძემდებელია [[ბაგრატ მუხრანბატონი]], რომელსაც საუფლისწულოდ გადაეცა სამუხრანო ბაგრატი დაინიშნა [[შიდა ქართლი]]ს სადროშოს[[სადროშო]]ს სარდლად. ამიერიდან სარდლობა, მუხრანბატონების სახლის სამემკვიდრეო თანამდებობად იქცა.
 
მუხრანბატონების სამფლობელო, სამუხრანბატონო ანუ სამუხრანო, ძირითადად მუხრანის ველს მოიცავდა. სამუხრანოში შედიოდა 60-მდე სოფელი, რომელშიც დაახლოებით 1500-მდე კომლი გლეხი ცხოვრობდა. მუხრანბატონებს ჰყავდათ 13 გვარის რამდენიმე ათეული ვასალი აზნაური. სამფლობელოს ცენტრი იყო მუხრანი, სადაც მუხრანბატონებს ჰქონდათ სასახლე, ციხე, კარის ეკლესია და სხვა. [[სათავადო]] სახლის უფროსს ეწოდებოდა მუხრანბატონები სახლისკაცებს კი — მუხრანბატონიშვილი. XVI—XVII საუკუნეებში მუხრანბატონები ქართლის 5 დიდებულ თავადთა რიცხვში შედიოდნენ და დიდ როლს ასრულებდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. სხვადასხვა დროს ქართლის გამგებლები იყვნენ მუხრანბატონები [[ვახტანგ მუხრანბატონი|ვახტანგ ბაგრატის ძე]], [[ქაიხოსრო მუხრანბატონი|ქაიხოსრო ვახტანგის ძე]], [[ვახტანგ თეიმურაზის ძე]]; ქართლის მეფე გახდა ვახტანგ მუხრანბატონები ([[ვახტანგ V]]). 1724 წლამდე ქართლის ტახტს განაგებდა ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტო, რომელმაც მრავალი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი და მეცნიერი მოგვცა ([[გიორგი XI]], [[ვახტანგ VI]], [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი]] და სხვა). XVIII საუკუნის II ნახევარში მუხრანბატონები მხარში ედგნენ [[ერეკლე II]]-ს და ენერგიულად იბრძოდნენ [[ლეკიანობა|ლეკიანობისა]] და სხვა გარეშე მტრების წინააღმდეგ.
==ლიტერატურა==
*''გვრიტიშვილი დ.,'' ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
*''ჯამბურია გ.'', [[ქსე]], ტ. 7, გვ. 230, თბ., 1984
 
[[კატეგორია:საქართველოს ფეოდალური საგვარეულოები]]