აბაშიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: pl:Abaszydze
+ბმული
ხაზი 1:
'''აბაშიძეები''', ფეოდალური საგვარეულო იმერეთში, ქართლსა და კახეთში. პირველი დოკუმენტური ცნობა ამ საგვარეულოს შესახებ XV საუკუნის II ნახევარს ეკუთვნის. აბაშიძეები განსაკუთრებით დაწინაურდნენ [[იმერეთის სამეფო|იმერეთის სამეფოში]]. XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ზემო იმერეთში ჩამოყალიბდა აბაშიძეების [[სათავადო]], რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა XVII საუკუნის მიწურულსა და XVIII საუკუნის I ნახევარში. ამ დროს აბაშიძეების სახლი ფლობდა 78 სოფელს, რამდენიმე ეკლესია-მონასტერს, 1500 კომლ ყმას, ჩხერის, სვერის, ნავარძეთის, კაცხისა და სხვა ციხესიმაგრეებს. აბაშიძეები იყვნენ იმერეთის მეფის უძლიერესი ვასალები. ხშირად მათი ნებისამებრ წყდებოდა იმერეთის მეფეთა ტახტზე ასვლა-დარჩენის საკითხი. [[აბაშიძე, გიორგი-მალაქია|აბაშიძე გიორგი-მალაქია]] 1701-1707 წლებში იმერეთის ფაქტობრივი მმართველი იყო. 1774 [[ერეკლე II|ერეკლე II-მ]] თავის სიმამრს ზაალ აბაშიძესა და მის შვილებს კახეთში უბოძა ყმა-მამული. კახეთის აბაშიძეები მათგან მომდინარეობენ. იმერელი აბაშიძეების განაყოფად მიიჩნევენ ქართლის აბაშიძეებსაც. XIII საუკუნის I ნახევარში იმერელი აზნაური აბაშიძეები ბათუმის მხარეში ჩასახლდნენ, გმაჰმადიანდნენ და ოსმალეთის მთავრობისაგან სანჯაყ-ბეგობა მიიღეს.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აბაშიძეები“-დან