ჯეიმზ ბიუკენენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დამატება
+Commons
ხაზი 54:
 
მან რამდენჯერმე წარუმატებლად სცადა [[დემოკრატიული პარტია (აშშ)|დემოკრატთა]] ნომინაციით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. ბიუკენენის ნომინირება [[აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1856)|1856 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში]] იყო კომპრომისი ორ მხარეს შორის მონათმფლობელობის საკითხზე. მისი გამარჯვება არჩევნებში დიდ წილად განაპირობა ოპოზიციის ხმების ორ კანდიდატს შორის გაყოფამ. ბიუკენენი იყო ჩრდილოეთის შტატიდან, თუმცა სიმპათია სამხრეთელების მიმართ ჰქონდა. პრეზიდენტის რანგში მისმა მცდელობამ შეენარჩუნებინა მშვიდობა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, უფრო დააშორა მხარეები. [[აშშ-ის სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომის]] წინა პერიოდში სამხრეთის შტატებმა უნიონიდან გამოყოფის შესახებ განაცხადეს. ბიუკენენის აზრით, გამოყოფა უკანონო იყო, თუმცა მას ომის დაწყება ამის შესაჩერებლად ასევე უკანონოდ მიაჩნდა. ამიტომ მას მათთვის დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია. იმ დროს როდესაც იგი პრეზიდენტის პოსტს ტოვებდა, საზოგადოებრივი აზრი მის მიმართ უარყოფითი იყო, ხოლო დემოკრატიული პარტია ორად იყო გაყოფილი. მისი საქმიანობის გამო, რაც წინ უძღვოდა სამოქალაქო ომს, იგი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პრეზიდენტად აშშ-ის ისტორიაში.
 
{{Commons|James Buchanan|ჯეიმზ ბიუკენენი}}
 
{{პოლიტიკოსი}}