განხილვა:ზვიად გამსახურდია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გადამუშავება
ხაზი 17:
* ბატონებო: '''პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაიღუპა საქართველოს კანონიერ, ლეგიტიმურ პრეზიდენტად 1993 წლის დეკემბერში''' - არავითარი ლეგიტიმური და კანონიერი საფუძველი ან დოკუმენტი იმის სამტკიცებლად, რომ დაღუპვის მომენტისათვის იგი არ იყო საქართველოს პრეზიდენტი არ არსებობს! ამდენად 1992 წლის მითითება მისი პრეზიდენტობის ბოლო თარიღად ნიშნავს მხოლოდ-და-მხოლოდ ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური სამხედრო გადატრიალების მესვეურთა მონაჭორებიათვის დაჯერებას და მხარდაჭერას.
--[[მომხმარებელი:Bpg|ბპგ]] 16:09, 13 სექტემბერი 2005 (UTC)
 
== გადამუშავება ==
 
სტატია საჭიროებს დამუშავებას. ვეცადე ყველა ზეცართავები როგორიცაა "ეროვნული, ანტიეროვნული, კანონიერი, ლეგიტიმური" და ა.შ. სადაც არ იყო საჭირო ამომეღო და ნამეტანი ოდიოზური ფრაზები მომეშთო. ბატონო ბესარიონ, დიდ პატყივს გცემთ ქართული ინტერნეტის და შრიფტების განვითარებაში ღვაწლისთვის, მაგრამ ვიკიპედია პოლიტიკური პროპაგანდის არენა არ არის.
 
საჭიროა სტატია შეივსოს სამაჩაბლოს ომით, (რატომღაც ბატონ ბესარიონს დაავიწყდა ამ ომის ხსენებაც კი), ეკონომიკური კრიზისით, რუსეთს ბლოკადა რომ გამოუცხადა გამსახურდიამ, სუფთა ძაღლი ყეფს ქარავანი მიდისო ეგ იყო. ეთნიკური უმცირესობების უფლებების შეზღუდვებით, მოკლედ უნდა აიხსნას თუ რატომ მოხდა ქვეყანაში მისი პოპულარობის მწვავე ვარდნა 91 წლის 31 მარტიდან 2 სექტემბრამდე და 2 სექტემბრიდან თბილისის ომის დაწყებამდე არაერთი ოპოზიციური მიტინგი იყო დარბეული.
 
მე იმ პერიოდში საკმაოდ მცირეწლოვანი ვიყავი და ყველაფერი კარგად არ მახსოვს, ამიტომ ვერ დავწერ. ანალიზი კი საერთოდ არაა საჭირო, ეს საქმე მომავალი თაობის ისტორიკოსებს მივანდოთ.
--[[მომხმარებელი:Trulala|ტრულალა]] ([[მომხმარებელი განხილვა:Trulala|გ]]) 21:15, 13 სექტემბერი 2006 (UTC)
გვერდ „ზვიად გამსახურდია“-ზე დაბრუნება.