ლუციუს სუპერბუს ტარკვინიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 42:
==ცხოვრება დამხობის შემდეგ==
 
როგორც ვთქვით, მან და მისმა ვაჟებმა თავი ეტრუსკებს შეაფარეს. მალე მათ რომში გაგზავნეს ელჩები რათა მიეღოთ იქ დარჩენილი ქონება და რესპუბლიკელების წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყოთ. შეთქმულების შესახელშესახებ კონსულად არჩეულმა ბრუტუსმა გაიგო და მიუხედავათმიუხედავად იმისა რომ შეთქმულთა შორის მისი ორი ვაჟი იყო, ყველა სიკვდილით დასაჯა, ხოლო ყოფილი მეფის ქონება ხალხს გააძარცვინა.
 
რადგან ვერაგობით ტარკვინიუსი ვერაფერს გახდა მან ეტრუსკებს სთხოვა რომზე გალაშქრება, რათა დაებრუნებინა ტახტი. ეტრუსკები დათანხვდნენდათანხმდნენ. ბრძოლაში დაიღუპა ტარკვინიუსის ვაჟი ატუნტუსი. მიუხედავად იმისა რომ რომაელებმა ბრუტუსი დაკარგეს, მათ მაინც მოიგეს ბრძოლა.
 
ამის შემდეგ ტარკვინიუსმა მიმართა პორსენუსს. ეს უკანასკნელი [[ძვ. წ. 508]] წელს რომს მიადგა დიდძალი ჯარით და პირველ ბრძოლაში კინაღამ აიღო ქალაქი. შემდეგ ალყა შემოარტყა. რომაელებმა შეძლეს პორსენუსის დარწმუნება რომ ტარკვინიუსი დამსახურებულად გააგდეს და ბოლოს დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება. ტარკვინიუსმა ამ ომითაც ვერაფერს ვერ მიაღწია.
 
[[ძვ. წ. 506]] წელს პორსენუსისგან რომში ელჩები ჩამოვიდნენ რათა კიდევ ერთხელ ეთხოვათ მეფის დაბრუნება, რომაელებმა მათ პირდაპირი პასუხი არ გასცეს, მხოლოდ ის უთრესუთხრეს, რომ უკვე გააგზავნეს სენატორები მოსალაპარაკებლად. ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ არ სურდათ ელჩებისთვის პირდაპირი უარის თქმით შეურაცხყოფა მიეყენებინათ პორსენუსისთვის. სენატორები მართლაც გაგზავნეს. სენატორები ჩავიდნენ პორსენუსთან და დელეკატურად აუხსნეს რომ რომაელი ერი ამიერიდან თავისუფალია და მეფეს უკან არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს. ამის მოსმენის შემდეგ პორსენუსმა უარი უთხრა ტარკვინიუსებს შემდგომ დახმარებაზე.
 
ამის შემდეგ ტარკვინიუსი ქალაქ ტუსკულუსში გადაეხვეწაგადაიხვეწა თავის სიძესთან ოქტავიანე მამლუსთან. [[ძვ. წ. 499]] წელს დაიწყო ომი რომაელებსა და ლათინური ქალაქების გაეთიანებას შორის. პირველი ბრძოლის წინ რომაელებმა გაიგეს რომ ტარკვინიუსიც იღებდა ამ ბრძოლაში მონაწილეობას და განსაკუთრებული სიცხარით იბრძოდნენ. ტარკვინიუსი ბეჭში დაჭრეს და გაიყვანეს ბრძოლის ველიდან. ტარკვინიუსის ვაჟი ტიტუსი რომიდან განდევნილების რაზმს ედგა სათავეში. ცოტა ხნით ბრძოლაში მათ უპირატესობა მოიპოვეს, როდესაც სხვა ლათინური რაზმები მარცხდებოდნენ. [[პუბლიკოლა|პუბლიკოლას]] ძმამ მარკუსმა დაინახა ტიტუსი და მოისურვა მისი მოკვლა, მაგრამ იგი უფრო ადრე მოკლეს ლათინებმა. რომაელებმა საბოლოოთსაბოლოოდ დაამარცხეს ლათინები და დაიკავეს მათი ბანაკი.
 
[[ძვ. წ. 495]] წელს ტარკვინიუსი მოკვდა ქალაქ კუმში.