ლუციუს სუპერბუს ტარკვინიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 14:
==მმართველობა==
 
თავისი მმართველობის დასაწყისშივე მან დახოცა სერვიუსის მომხრე სენატორები. რადგან მან თვითონ შექმნა ძალით ხელისუფლების მოპოვების პრეცენდენტი, მას ეშინოდა რომ მის მოწინააღმდეგეებსაც იგივე არ გაეკეთებინათ და პირად მცველთა რაზმი შემოირტყა გარს. ხალხის კიდევ უფრო მეტად დასაშინებლად მან დამატებით რეპრესიებს მიმართა. მისი რეპრესიებისგან შეთხელებულ სენატს იგი ანგარიშს არაფერში არ უწევდა. მან განიძრახაგანიზრახა ლათინებთან დაახლოვება, რათა მათი მხარდაჭერით განემტკიცებინა საკუთარ ხალხში მდგომარეობა. ამისთვის მან თავისი ქალიშვილი ლათინების მმართველს ოქტავიანე მემილიუს ტუსკულას მიათხოვა.
 
ომში იგი ისეთივე ვერაგი იყო, როგორც მშვიდობიანობისას უსამართლო. პირველი ომი მას ბოლსკებთან ჰქნდა. უცნობია თუ საიდან გადმოსახლდა ეს ერი, რომაელები მათ ორასი წლის მანძილზე ებრძოდნენ, სადამსანამ არ დაიმორჩილეს და არ გაარომაელეს.
 
შემდეგ დაიწყო ომი ქალაქ გაბიუმთან. პირველ ბრძოლაში რომაელები დამარცხდნენ, ამიტომ ლუციუსმა გადაწყვირაგადაწყვიტა არარომაულად, ვერაგობით ემოქმედა. მან მოაჩვენა ყველას, ვითომ აღარ სურს ომი და დაიწყო ტაძრის მშენებობამშენებლობა. ამასობაში მისი ვაჟი სექსტუსი გაიქცა გაბიაში და სთხოვა იქაურ მმართველს თავსესაფარითავშესაფარი, მან მოიგონა თითქოს მამის სისასტიკეს გამოექცა. მისი მონაყოლი დაიჯერეს და გაბიუმელებმა იგი კარგად მიიღეს.
 
აქ სექსტმა არა ღიად, არამედ ჩუმჩუმად დაარწმუნა გაბიუმელი უხუცესები ომის განახლების საჭიროებაში. მცირე რაცმებითრაზმებით იგი ძარცვავდა რომის მიდამოებს და შეტაკებებში ყოველთვის იმარჯვებდა, ამან მას გაბიუმელების ნდობა მოუპოვა. ამის გარდა მან ინტრიგებით გადაკიდა ერთამეთზე უხუცესები. ბევრი მათგანი თვითონ მოსპო და ბრალად სხვადასხვა დანაშაულებები დასდო. ამგვარად დასუსტებული გაბიუმი ტარკვინიუსმა ადვილად ჩაიგდო ხელში.
 
ამ ამბების შემდეგ მან დაასრულა [[იუპიტერის ტაძარი კაპიტოლიუმზე|კაპიტოლიუმზე იუპიტერის ტაძრის]] მშენებლობა, რომელიც პირველმა ტარკვინიუსმა დაიწყო. დაახლოვებითდაახლოებით ამ დროს, როგორც ისტორიკოდიისტორიკოსი ტიტუს ლივიუსი გვამცნობს, სასახლის სვეტიდან გამოძვრა გველი. ეს სიკვდილის ამღნიშნავი იყო. ამ ამბის განსამარტად მან [[დელფის ორაკული|დელფის ორაკულთან]] გაგზავნა თავისი ვაჟები ტიტუსი და არუნტუსი და მათთან ერთად თავისი დისშვილი [[ლუციუს იუნიუს ბრუტუსი]].
 
ორაკულმა ჩასულებს ამცნო რომ რომში ძალაუფლება გადაუვა მას, ვინც პირველი აკოცებს დედას. ტარკვინიუსის ვაჟებმა ეს პირდაპირ გაიგეს, ხოლო ბრუტუსი მიხვდა წინასწარმეტყველების ნამდვილ შინაარს და აკოცა მიწას - ყველას საეთოსაერთო დედას.
 
რომაელები ამ დროს რუტულების ქალაქ არდეუმთან ომობდენ. ეს იმ დროისთვის ერთერთიერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი იყო, ტარკვინიუსის ფინანსური მდგომარეობა კი არასახარბიელო იყო,. სწორედ ეს გახდა ომის მიზეზიც. პირველი შეტევა წარუმატებლად დასრულდა და რომაელებმა ქალაქს ალყა შემოარტყეს. ბანაკში სექსტ ტარკვინიუსი არისტოკრატ ახალგაზრდებთან ერთად ქეიფობდა. მათ შორის ტარკვინიუსის ნათესავი ტარკვინიუს კოლატინუსიც იყო. საუბარი შეეხო ცოლებსაც, კოლატინუსი ყველას არწმუნებდა რომ მისი ცოლი ლუკრეცია ყველაზე ღირსეული ქალი იყო. ყველამ ჩათვალა რომ რომში ჩასვლით და იმის ნახვით თუ როგორ შეეგებებოდნენ ცოლები უეცრად დაბრუნებულ ქმრებს, ყველაზე კარგად ასახავდა მათ მორალურ თვისებებს.
 
რომში გვიან ღამით ჩავიდნენ და კოლატინუსის სახლს მიადგნენ, მეფის რძლებისგან განსხვავებით ლუკრეცია სახლში იყო და შალს რთავდა. ამრიგად ცოლების "შეჯიბრში" ლუკრეციამ გაიმარჯვა. სექსტუს ტარკვინიუსს ნათესავის მეუღლე ძალიან მოეწონა. რამდენიმე დღის მერე სექსტუსი მარტო მივიდა ლუკრეციას სახლში. იქ მას კარგად გაუმასპინძლდნენ და სტუმრების ოთახში შესთავაზეს დაძინება. როდესაც სახლში ყველამ დაიძინა, სექსტუსი ლუკრეციას საძინებელში შეიპარა და დაემუქრა, რომ თუ იგი არ დანებდებოდა, იგი მას მაინც გააუპატიურებდა, მოკლავდა და მკვდარ მონას მიუწვენდა. ამ მუქარამ გაჭრა და ლუკრეცია დანებდა. როდესაც სექსტუსი წავიდა, ლუკრეციამ შიკრიკები გაუგზავნა ქმარს და მამას, ამცნო რომ ცუდი ამბავი მოხდა და რომ იცინიისინი ერთგულ მეგობრებთან ერთად მოსულიყვნენ.
 
კოლატინუსსთან ერთად ლუციუს ბრუტუსიც ჩამოვიდა. ლუკრეციამ უამბო ქმარს და მამას თუ რაც შეემთხვა, დააფიცა ისინი რომ შურს იძიებდნენ და თავი მოიკლა. ბრუტუსმა მკვრადმკვდარ ლუკრეციასთან დაიფიცა რომ შურს იძიებსიძიებდა არა მარტო სექსტზე, არამედ ლუციუსზეც.
 
==დამხობა და რომიდან გაძევება==