ლუციუს პრისკუს ტარკვინიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 12:
 
[[სურათი:Circo.jpg|thumb|დიდი ცირკი დღეს]]
ტარკვინიუსმა სენატი ახალი სენატორებით შეავსო. პირველი ომი მას ლათინებთან ჰქონდა, რომში იგი დიდძალი ნადავლით დაბრუნდა და აქამდე არნახული სიმდიხრისსიმდიდრის თამაშები მოაწყო. ცირკისთვის მან გამოყო ადგილი, რომელზეც მოგვიანებით [[დიდი ცირკი]] აშენდა. დღეს ეს გრანდიოზული ნაგებობა არაა შემორჩენილი, მაგრამ იმ ადგილზე კარგად ჩანს ცირკის კონტურები. ამ დროიდან რომსირომში შემოვიდა ყოველწლიური თამაშების ჩატარების ტრადიცია, ამ თამაშებს რომაული ანუ დიდი ეწოდა.
 
ტარკვინიუსს ამის გარდა სურდა ქალაქის გარშემო ქვის გალავნის აგება, მაგრამ მას საბინელებთან გაჩაღებულმა ომმა შეუშალა ხელი. ომი იმდენად უეცრად დაიწყო, რომ რომაელებმა სათანადოდ მომზადება ვერც კი მოახერხეს. პირველ ბრძოლაში ორივე მხარემ დიდი დანაკარგები განიცადა, მაგრამ უპირატესობა ვერცერთმა ვერ მოიპოვა. ტარკვინიუსმა განსაზღვრა რომ რომაულ ჯარს აკლდა კარგი მხედრები, ამიტომ არსებულ სამ ცენტურიას მან მხედრები მიამატა.
ხაზი 18:
მეორე ბრძოლა მდინარე ანიენის პირას გაიმართა. ჯარის გაძლიერებასთან ერთად რომაელებმა გამოიყენეს ეშმაკობაც: წინასწარ გაგზავნეს ხალხი, რომლებმაც მდინარის პირას მიმოფანტულ მორებს ცეცხლი წაუკიდეს და ტივებით წყალში გაუშვეს, ქარმა გააღვივა ცეცხლი, ტივები კი ხიდის ბურჯებში გაიჩხირა. ხიდს ცეცხლი წაეკიდა. ამან შეაშინა საბინელები და გაქცევაში ხელი შეუშალა. მდინარეში ჩაძირული საბინებელის აღჭურვილობა დინებამ რომთან გამოიტანა, ამრიგად ქალაქში გამარჯვების შესახებ უფრო ადრე შეიტყვეს ვიდრე ლაშქარი დაბრუნდა. თვითონ ბრძოლაში კი მხედრებმა გამოიჩინეს თავი.
 
ამ ომის შედეგად რომაელებმა საბინელებს კოლაცია (რომიდან 7-8კმ აღმოსავლეთით) წაართვეს. საბინელებთან ომის შემდეგ, ტარკვინიუსი ტრიუმფით დაბრუნდა რომში. ამის შემდეგ მან ძველი ლათინების წინააღმდეგ გაილაშქრა. ამ ომში დიდი ბრძოლები არ მოხდამოხმხდარა, მეფემ სათითაოდ აიღო ლათინების ქალაქები და ასე დაიპყრო მთელი ერი.
 
ომების დასრულების შემდეგ მან ააშენა ქალაქის გარშემო ქვის გალავანი, დააშრო ფორუმის გარშემო დაბალიადილებიდაბალი ადგილები და ააშენა დრენაჟების სისტემა, რათა ტიბრის ადიდებისას წყალდიდობები აეცილებინა თავიდან აეცილებინა. [[კაპიტოლიუმი|კაპიტოლიუმზე]] მან [[იუპიტერი კაპიტოლიუმზე|იუპიტერის ტაძრის]] მშენებლობა დაიწყო.
 
ტარკვინიუსმა დაიახლოვა და აღზარდა როგორც საკუთარი შვილი, მის სახლში მცხოვრები მონაქალისმონა-ქალის ვაჟი [[სერვიუს ტულიუსი]]. მოგიანებით კი მან თავისი ქალიშვილი გაათხოვა შვილობილზე. ანკუს მარციუსის ვაჟები თვლიდნენ რომ ტარკვინიუსმა მათ მამის ტახტი უკანონოდ წაართვა, ხოლო ის რომ მისი მემკვიდრე მონად დაბადებული შეიძლებოდა გამხდარიყო, მათ აღმაშფოთებლად მიაჩნდათ. ამიტომ მათ განიძრახესგანიზრახეს მეფის მოკვლა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება.
 
ამ მიზნისთვის მათ ორი თავზეხელაღებული მწყემსი აირჩიეს. მწყემსებმა სასახლის წინ საშინელი აყალმაყალი ატეხეს და მეფეს მოუხმობდნენ. როდესაც მეფემ ეს გაიგო, მან ბრძანა შემოეშვათ მწყემსები. მათ მეფის წინაშეც განაგრძეს წივილ კივილი, ლიქტორებმა ისინი დააშოშმინა და უბრძანა რიგრიგობით ელაპარაკათ. პირველმა მწყემსმა წინასწარ გამზადებული ისტორიის მოყოლა დაიწყო, სანამ მეფე მას ყურადღებით უსმენდა, მეორე მწყემსმა ნაჯახი ამოიღო და ტარკვინიუსს თავში ჩაარტყა.
 
მწყემსები იქვე შეიპყრეს, მაგრამ მეფე სასიკვდილოდ იყო დაჭრილი. ტანაკვილმა ბრძანა ჩაეკეტათ სასახლე და არავინ არ შემოეშვებინათშემოეშვათ. როდესაც იგი დარწმუნდა რომ ქმარი კვდება, მან მიმართა სერვიუსს ტულუსს, რათა მეფის სიკვდილი არ დარჩენილიყო დაუსჯელი. ტარანკვილმა ყველაფერი იღონა, რათა სიძე გამხდარიყო მეფე, და მხოლოდ ამის შემდეგ ამცნო ხალხს ტარკვინიუსის გარდაცვალების შესახებ.
 
==რესურსები ინტერნეტში==