ვეზირი: განსხვავება გადახედვებს შორის

4 436 ბაიტი დაემატა ,  11 წლის წინ
დამატება
(ახალი გვერდი: '''ვეზირი''', ''ვაზირი'' (არაბ., ვაზირუნ — ვეზირი, მინისტრი), მინისტ...)
 
(დამატება)
'''ვეზირი''', ''ვაზირი'' ([[არაბ.]], ვაზირუნ — ვეზირი, მინისტრი), მინისტრებისა და დიდმოხელეთა ტიტული მრავალ მუსლიმანურ სახელმწიფოში. ვეზირის სახელო პირველად გვხვდება [[სასანიანები|სასანიანთა]] სპარსეთის სახელმწიფო წყობილებაში, საიდანაც იგი გადაიღეს [[აბასიანები|აბასიანთა]] დინასტიის არაბმა ხალიფებმა. ვეზირს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მნიშვნელობა და ფუნქციები ჰქონდა. ზოგ ქვეყანაში რამდენიმე ვეზირი იყო, ზოგან კი — ერთი (სახალიფოში, სელჩუკთა სამეფოში). ზოგჯერ ვეზირად რომელიმე პროვინციის გამგებელიც იწოდებოდა. ოსმალეთის იმპერიაში დიდი ვეზირი სათავეში ედგა მთავრობას, სულთნის სახელით გამოსცემდა ფირმანებს, ხელ აწერდა [[საზავო ხელშეკრულება]]ს.
 
გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში ვეზირი ხელმძღვანელობდა ცენტრალური სახელმწიფოს მმართველობის ერთ-ერთ უწყებას (სამხედრო, საპოლიციო, საფინანსო-სამეურნეო და სხვა). სულ ექვსი ვეზირი იყო: [[მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი]], [[ათაბაგი]], [[ამირსპასალარი]], [[მანდატურთუხუცესი]], [[მეჭურჭლეთუხუცესი]] და [[მსახურთუხუცესი]]. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო უფროსი ვეზირი - [[სავეზირო]]ს თავმჯდომარე. პირველი პირი მეფის შემდეგ. დანარჩენები იყოფოდნენ „სამთა ვაზირთა“ (ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი) და „ორთა ვაზირთა“ (მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესი) ჯგუფებად. პირველი ჯგუფი დიდი [[დარბაზობა|დარბაზობის]], ვაზირობისა და პურობის დროს მეტი უპირატესობით სარგებლობდა, ვიდრე მეორე. ვეზირთა ინსტიტუტის არსებობდა დამოწმებულია [[ძეგლის დადება მეფეთ-მეფის გიორგის მიერ|გიორგი V-ის სამართალში]].
 
XVI საუკუნიდან ტერმინი „ვეზირი“ ორგვარი მნიშვნელობით იხმარება. „ვეზირი“ ეწოდება მმართველობის ცენტრალური აპარატის ყველა მოხელეს; ამასთან, საქართველოს სამეფო-სამთავროებში მეფისა თუ მთავრის კარზე დაწესდა თანამდებობა ერთი ვეზირისა, რომელიც მეფის პირველი მოხელე იყო. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ვეზირი, [[ვახტანგ VI|ვახტანგ მეფის]] [[დასტურლამალი]]ს მიხედვით, ირანის საოკუპაციო ხელისუფლების მოხელეა ქართლის სამეფო კარზე. XVIII საუკუნეში, ქართლ-კახეთის გაერთიანების შემდეგ, ვეზირის [[სახელო]]მ თანდათანობით დაკარგა მნიშვნელობა და იგი მოისპო.
==ლიტერატურა==
*''გაბაშვილი ვ.,'' დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, «ენიმკის მოამბე», 1942, ტ. 13, გვ. 195-198;
*''მისივე,'' სახელმწიფო წყობილების საკითხისათვის გვიანფეოდალურ საქართველოში, «მიმომხილველი», 1951, ტ. 2, გვ. 131-136;
*''სურგულაძე ი.,'' საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952, გვ. 361-379;
*''ჯავახიშვილი ივ.'', წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928, გვ. 116-124;
*''სურგულაძე ი.'', [[ქსე]], ტ. 4, გვ. 345, თბ., 1979
 
[[ast:Visir]]