სავეზირო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''სავეზირო''', ''სავაზირო'', [[ვეზირი|ვეზირთა]] საბჭო — [[მეფე]]სთან არსებული სათათბირო და მმართველ-განმკარგულებელი ორგანო სათანადო სამოხელეო აპარატითურთ, მთავრობა გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში.
 
სახელმწიფო მმართველობის ცენტრალურმა აპარატმა, ვიდრე იგი სავეზიროს სახეს მიიღებდა, განვითარების დიდი გზა განვლო. XII საუკუნის დასაწყისში სავეზირო, როგორც მთავრობა, არ არსებობდა. მხოლოდ ერთი ვაზირის — [[მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი]]ს სახელია[[სახელო]]ა ამ დროს წყაროებში ფიქსირებული. მთავრობის ფუნქციას ასრულებდნენ „დარბაზის რიგის“ მაღალი თანამდებობის პირები მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის მეთაურობით. [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] დროს ცენტრალური სამეფო ხელისუფლების შედარებით მწყობრი და დახვეწილი აპარატი შეიქმნა, რომელიც XIII საუკუნის პირველ მეოთხედში სავეზიროს სახით ჩამოყალიბდა.
 
სავეზიროს წარმოშობამდე ვაზირი პირადად მეფეს მოახსენებდა მის საგანმგებლო უწყებაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ვაზირთა რაოდენობის ზრდასთან ერთად გაჩნდა მოთხოვნილება ვაზირთა შეთანხმებული მუშობისა, ერთიანი პოლიტიკის გატარებისა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სავეზირო, რომელიც უზრუნველყოფდა მეფისათვის ვაზირთა კოლექტიურ მოხსენებას და მეფის უმაღლესი განკარგულების თანახმად ვაზირთა მხრივ ქვეყნის შეთანხმებულ მართვას. სავეზიროში წინასწარ განიხილავდნენ იმ საკითხებს, რომლებიც სხვადასხვა უწყებას ეხებოდა და შეიმუშავებდნენ ერთიან პოლიტიკის ხაზს.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სავეზირო“-დან