პირველი პუნიკური ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: el:Α' Ρωμαιο-Καρχηδονιακός Πόλεμος
ბოტის შეცვლა: vi:Chiến tranh Punic lần thứ nhất; cosmetic changes
ხაზი 2:
|კონფლიქტი=პირველი პუნიკური ომი
|ნაწილი=პუნიკური ომების
|სურათი=[[სურათიფაილი:Karfagen map 05.jpg|300px]]
|სათაური=რომი და კართაგენი პირველი და მეორე პუნიკური ომებისას
|თარიღი=[[ძვ. წ. 264]]-[[ძვ. წ. 241]]
ხაზი 10:
|მხარე1=[[რომის რესპუბლიკა]]
|მხარე2=[[კართაგენი]]
|მეთაური1=[[მარკუს ატილიუს რეგულუსი]]<br />[[გაიუს ლუტაციუს კატულუსი]]
|მეთაური2=[[ჰამილკარ ბარკა]]<br />[[ჰანო დიდი]]<br />[[ჰასდრუბალი]]<br />[[ქსანთიპოსი]]
}}
{{პუნიკური ომები}}
ხაზი 17:
'''პირველი პუნიკური ომი''' — [[ძვ. წ. 264]]-[[ძვ. წ. 241]] წლებში [[რომის რესპუბლიკა|რომაელებსა]] და [[კართაგენი|კართაგენს შორის]] დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ბატონობისთვის განხორციელებულ ბრძოლათა სერია. ისტორიაში პუნიკური ომების სახელით შევიდა რომაელებსა და კართაგენელებს შორის მომხდარი [[ძვ. წ. III საუკუნე|ძვ. წ. III]] - [[ძვ. წ. II საუკუნე|ძვ. წ. II]] საუკუნეებში სამი ომი. რომლებშიც რომაელებმა მოიპოვეს გამარჯვება, ხოლო [[მესამე პუნიკური ომი|მესამე პუნიკური ომის]] შედეგად კართაგენი სრულიად განადგურდა და მისი ტერიტორიები რომს ერგო.
 
== წინაისტორია ==
[[ძვ. წ. III საუკუნე|III საუკუნისთვის]] [[რომის რესპუბლიკა|რომაელებმა]] უკვე მთლიანად დაიმორჩილეს [[აპენინის ნახევარკუნძული|აპენინებზე]] მცხოვრები ერები, [[გალები]]ს გარდა. ამ პერიოდისთვის მათ უკვე მოგერიებული ჰყავდათ იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი [[პიროსი ეპიროსიდან]]. ამ ეტაპზე მათი ინტერესების სფეროში არა მხოლოდ ნახევარკუნძული, არამედ სამხრეთით მდებარე კუნძული [[სიცილია]] მოექცა.
 
სიცილიას აკონტროლებდა რომის მოკავშირე სახელმწიფო [[კართაგენი]], რომელთანაც რომს ოდითგანვე მეგობრობა აკავშირებდა. კართაგენი ამ პერიოდისთვის სიძლიერით არ ჩამოუვარდებოდა რომს. მისი ჰეგემონია ვრცელდებოდა ჩრდილო-დასავლეთ [[აფრიკა]]ზე, ძლიერი ფლოტი კი აკონტროლებდა დასავლეთ [[ხმელთაშუა ზღვა]]ს და მათ უკვე ჰქონდათ კოლონიები სიცილიაზე, [[სარდინია]]ზე, [[კორსიკა]]ზე და [[პირენეის ნახევარკუნძული|პირენეის ნახევარკუნძულზე]].
 
[[სურათიფაილი:Carthage 264BC.png|thumb|250px|left|კართაგენი და მისი კოლონიები ომამდე]]
ამ დროისთვის რომს ჰყავდა კარგად გაწვრთნილი არმია და შედარებით სუსტი ფლოტი. ეს ომი არ გამოირჩეოდა დიდი ბრძოლებით. უმეტესად ხდებოდა ქალაქების ხანგძლივი ალყა, კომუნიკაციებისთვის ბრძოლა და უპრეცენდენტო მაშტაბების საზღვაო ბრძოლები. ომის მსვლელობისას რომაელებმა ისწავლეს ახალი ტიპის გემების მშვენებლობა, როგორიცაა [[კვინკვერემა|კვინკერემები]], [[გეკსერი|გეკსერები]] და [[გეპტერი|გეპტერები]]. ასევე შეიმუშავეს [[ყვავი (აბორდაჟი)|ყვავებით]] გემების [[აბორდაჟი|აბორდაჟზე]] აღება.
 
ხაზი 29:
მესინაში გამაგრებული კამპანიელების წინააღმდეგ კი სირაკუზების ახალი ტირანი [[გიერონი]] იბრძოდა. როდესაც კამპენიელები დამარცხების პირას იყვნენ, მათმა ნაწილმა დახმარება კართაგენს სთხოვა, ნაწილმა კი რომს. რომაელები თავდაპირველად ორჭოფობდნენ, ვინაიდან არ ამართლებდნენ კამპანიელებს, მაგრამ მათი არ დახმარება ნიშნავდა კუნძულზე კართაგენის ჰეგემონიას. ამიტომ [[ძვ. წ. 264]] წელს რომაელები დათანხმდნენ დახმარების აღმოჩენაზე, მიუხედავათ იმისა, რომ ამით მათ დაარღვიეს [[ძვ. წ. 306]] წლის შეთანხმება, რომლის თანახმად მათ ჯარებს არ უნდა დაედგათ ფეხი სიცილიაზე.
 
== ომის დაწყება ==
[[სურათიფაილი:Romanarrival გე.JPG|thumb|300px|საომარი მოქმედებები 264 წელს]]
=== მესინა ===
{{მთავარი|მესინას ბრძოლა}}
ძვ. წ. 264 წელს როდესაც კამპანიელებმა დახმარებისთვის კართაგენელებს მიმართეს, მათ დაუყონებლივ ჩააყენეს თავისი ჯარები [[ჰანონი]]ს მეთაურობით მესინაში. . რომაელებმა, კამპანიელთა ნაწილის დახმარებით ჩაიგდო ქალაქი ხელში, ჰანონი კი ტყვედ აიყვანეს და აიძულეს ებრძანა კართაგენელი ჯარისკაცებისთვის დაეტოვებინა ქალაქი. ამის შემდეგ გათავისუფლებული ჰანონი პუნებმა სიკვდილით დასაჯეს, ხოლო მის ადგილას ჰანონი, ჰანიბალის ძე გამოაგზავნეს. მან განამტკიცა კავშირები სიცილიის ქალაქებთან, ახალი ხელშეკრულება დადო სირაკუზების მეფე გიერონთან და ამის შემდეგ დაიწყო მესინას ალყა. კართაგენელები ქალაქის ჩრდილოეთით გამაგრდნენ, ხოლო სირაკუზელები სამხრეთით, კართაგენული ფლოტი კი სიცილიის ჩრდილო სანაპიროსთან განლაგდა.
ხაზი 39:
მესინასთვის ბრძოლის შესახებ ცნობები ძალიან არეულია და არ ემთხვევა ერთმანეთს. [[პოლიბიუსი]]ს ვერსიით, აპიუს კლავდიუსი ჯერ ცდილობდა მოლაპარაკებებით მოეგვარებინა საქმე, ხოლო როდესაც მისმა მცდელობებმა წარუმატებლობას განიცადა, დაიწყო ბრძოლა სირაკუზელებთან. ხანგძლივი ბრძოლის შემდეგ სირაკუზელები დამარცხდნენ და დატოვეს ალყა. მეორე დღესვე კლავდიუსმა კართაგენელებს შეუტია და დაამარცხა. ამის შემდეგ სირაკუზებამდე ვერავინ ბედავდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
 
=== შემდეგი საბრძოლო მოქმედებები სიცილიაში ===
 
მესინასთვის ბრძოლების შემდეგ მოვლენების ზუსტი აღდგენა შეუძლებელია, ვინაიდან იმ დროინდელი ისტორიკოსების მონაყოლები ერთმანეთს არ ემთხვევა. ვარაუდობენ რომ რომაელებმა სცადეს ქალაქ [[ეხტელა]]ს აღება, ასევე სირაკუზებსაც შემოარტყეს ალყა, თუმცა მათი მოქმედებები აღარ იყო უწინდებურად წარმატებული. აპიუს კლავდიუსი კინაღამ ბერძენთა ტყვეობაში მოხვდა და სავარაუდოთ რეგიიში დაბრუნება მოუწია.
ხაზი 47:
გიერონთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადბის შემდეგ სიცილიაში 4 ლეგიონის ნაცვლად მხოლოდ 2 დარჩა, ხოლო კართაგენელთა სამხედრო კონტიკენტი სიცილიაზე პირიქით - გაიზარდა. თავის ფორპოსტად მათ ქალაქი [[აგრიგენტუმი]] აირჩიეს. დასავლეთ სიცილიაში რომაელებსა და კართაგენელებს შორის მიმდინარეობდა ბრძოლები ცალკეული ქალაქებისთვის. დიოდორეს ცნობებით, რომაელები ხანგძლივად და უშედეგოდ ცდილობდნენ [[მაკელა]]ს აღებას. [[ეგესტა]] და [[ალიკა]] თავისი ნებით გადავიდნენ რომაელთა მხარეს. [[ილარი]], [[ტირიტი]] და [[ასკელი]] კი რომაელებმა ძალის გამოყენებით აიღეს.
 
=== აგრიგენტუმის ალყა ===
{{მთავარი|აგრიგენტუმის ბრძოლა}}
[[ძვ. წ. 262]] წელს რომაელების ყურადღების კონცენტრაცია სწორედ ამ ქალაქზე მოხდა, რომელშიც კართაგენელები იყვნენ გამაგრებულნი. ახალი კონსულები ოთხივე ლეგიონით ქალაქისკენ გაემართნენ და დაახლოვებით 1,5 კმ-ში დაბანაკდნენ. რომაელი ჯარისკაცები მიმოიფანტნენ მინდვრების საძარცვათ, კართაგენელებმა ეს რომ დაინახეს, გამოვიდნენ ქალაქიდან და თასვს დაესხნენ მიმოფანტულ ჯარისკაცებს და უკუაქციეს ისინი. შემდეგ ბანაკს დაესხნენ თავს, მაგრამ რომაული დისციპლინის წყალობით, მათ შეძლეს ბანაკის შენარჩუნება და საბოლოოდ უკუ აქციეს კართაგენელები. ამის შემდეგ კართაგენელები ერიდებოდნენ დიდი ბრძოლების გამართვას. ამის გამო რომაელებმა ბანაკი ორად გაყვეს და ქალაქის სხვადასხვა მხარეს განალაგეს, ხოლო ბანაკებს შოტრის მანძილი მათ თხრილებით გაამაგრეს. ამრიგად ქალაქი სრულ ალყაში აღმოჩნდა.
ხაზი 55:
კიდევ ორი თვე გავიდა. ქალაქში შიმშილი გაუსაძლისი გახდა. რომაელებისთვისაც გაუსაძლისი გახდა ალყა, ამიტომ ორივე მხარეს აწყობდა [[აგრიგენტუმის ბრძოლა|ბრძოლის]] დაწყება. მხარეები ბანაკენის წინ დაეწყვნენ და ბრძოლა დაიწყო. წომაელებმა მოახერხეს კართაგენელთა წინა ფლანგის გარღვევა და არეულობა შეიტანეს მათ მწყობრში. ფინიკიელთა უმეტესობა განადგურებულ იქნა, უმცირესობამ თავი ჰერაკლიუმს შეაფარა. კართაგენელთა დანაკარგების შესახებ სხვადასხვა ავტორები სხვადასხვანაერად წერენ, თუმცა ერთი რაც ცხადია, მათ ძალიან მძიმე დანაკარგი განიცადეს. იმავე ღამეს, ჰანიბალი ქალაქში მყოფი ჯარებით ჩუმად გავიდა ქალაქიდან. რომაელებმა გვიან აღმოაჩიონეს ეს და უკანა რიგებს დაესხნენ თავს. შემდეგ კი უბრძოლველად აიღეს ქალაქი. აგრიგენტუმის აღების შემდეგ რომში დაბრუნებულმა კონსულებმა [[ტრიუმფი]] გადაიხადეს.
 
== ზღვაზე საომარი მოქმედებები ==
{{მთავარი|ლიპარის კუნძულებთან ბრძოლა}}
{{მთავარი|მილაის ბრძოლა}}
ხაზი 68:
ჰანიბალი კი დარჩენილი ფლოტით დაბრუნდა კართაგენში, საიდანაც უფრო მრავალრიცხოვანი ჯარით [[სარდინია]]ში გადავიდა ([[ძვ. წ. 258]]). სარდინიაზე ჰანიბალი რომაელებმა დაამარცხეს, და ამ უკანასკნელმა ფლოტის დაკარგვის შემდეგ თავი კართაგენს შეაფარა, სადაც იგი სიკვდილით დასაჯეს. ხოლო დუილიუსი პირველი მხედართმთავარი გახდა, ვინც ტრიუმფი საზღვაო ბრძოლისთვის მოიპოვა. მას პატივისცემის ნიშნით რომაელებმა მეჩირაღდნე და მესალამურე მიუჩინეს, რომლებიც ქეიფის შემდეგ სახლში აცილებდნენ.
 
== საბრძოლო მოქმედებები სიცილიაში ==
[[სურათიფაილი:Hamilcarattackგე.JPG|thumb|300px|სიცილიაში საბრძოლო მოქმედებები 260-259 წლებში]]
 
ზღვაზე გამარჯვებამ რომაელები კიდევ უფრო შეაგულიანა. მათ [[ეგესტო]] ალყისგან გაათავისუფლეს და აიღეს [[მაკელა]]. რომაელებსა და მათ მოკავშირეებს შორის დავა მოხდა, თუ ვისი დამსახურება იყო მილთან გამარჯვება. ამ დავის გამო მათ ცალცალკე გაშალეს ბანაკები პაროპსა და ტერმას შორის. ჰამილკარი, კართაგენული სახმელეთო ჯარების მხედართმთავარი, მათ მოულოდნელად დაესხა თავს ბანაკის გაშლისას და სხვადასხვა ცნობებით რომაელთა დანაკარგები 4000-დან 6000-მდე იყო.
ხაზი 76:
 
შემდეგ [[ძვ. წ. 258]] წელს რომაელებმა ახალი კონსულების, [[ალულუს ატილუს კალატინუსი]]სა და [[გაიუს სულპიციუს პატერკულუსი]]ს მეთაურობით, შეუტიეს [[პანორმა]]ს, სადაც კართაგენელთა ბაზა იყო. კართაგანელებმა ბრძოლა არ მიიღეს, რომაელებს კი არ სურდათ ქალაქის ალყა, ისინი ქალაქ გიპანისკენ გაემართნენ და აიღეს იგი. მათ ასევე ქალაქები [[მიტისტატი]], [[კამარინა]] და [[ენა]] აიღეს და ლიპარების აღება სცადეს, მაგრამ ჰამილკარმარმა დაასწრო მათ.
[[სურათიფაილი:Romanadvanceგე.JPG|thumb|300px|სიცილიაში რომაელთა წარმატების განვითარება]]
 
ამასობაში კონსული სულპიციუსი სარდინიაში მოქმედებდა. მას აფრიკაში გადასვლა უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. კართაგენელებმა კუნძულზე ჰანონი გააგზავნეს, მან დაამარცხა რომაელები, და მათ სარდინიაზე დროებით უკან დახევა მოუწიათ.
ხაზი 83:
შემდეგ წელს, რომაულ ფლოტს კონსული [[გაიუს ატილიუს რეგულუსი]] მეთაურობდა. იგი სიცილიის ჩრდილოეთ სანაპირო ქალაქ [[ტინდარისი|ტინდარისთან]] იდგა. მისი ბაზის გასწვრივ კართაგენული ფლოტი მიემართებოდა. კონსულმა ბრძანა სასწრაფოდ დადევნებოდნენ წინა გემებს. კართაგენელებმა დაინახეს რომ 10 გემი მათ დაედევნა, როდესაც ძირითადი ძალები პორტიდან არ იყვნნ გამოსული. მათ შემოატრიალეს ფლოტი და ბრძოლა გამართეს. რომაელებმა ფიასკო განიცადეს, კონსულის გემიც კინაღამ მტრის ხელში აღმოჩნდა. ამასობაში დანარჩენი რომაული ფლოტიც მოვიდა შემთხვევის ადგილზე. მათ 10 კართაგენული გემი ჩაძირეს და 8 ხელში ჩაიგდეს. კართაგენელებმა დაიხიეს [[ლიპარის კუნძულები]]სკენ. ამ ბრძოლაში გამარჯვებას ორივე მხარე ისაკუთრებდა.
 
== ომის აფრიკაში გადატანა ==
ამ რიგად, წინა წლების საბრძოლო მოქმედებების შედეგად, რომაელთა უპირატესობა სიცილიაზე ცხადი გახდა. რომაელთა შემდეგი მიზანი უკვე [[ლივია]] იყო. კართაგენელებისთვის ცხადი იყო, რომ, თუ რომაელები ლივიაში გადმოსხდომას შეძლებდნენ, მაშინ ადგილობრივი მოსახლეობა მათ წინააღმდეგობას არ გაუწევდა, ამიტომ კართაგენელებმა მთელი ყურადღება ზღვაზე გადაიტანეს, რათა რომაელთა აფრიკაში გადმოსვლა არ დაეშვათ.
 
=== ეკნომის კონცხთან ბრძოლა ===
{{მთავარი|კაპე ეკნომუსის ბრძოლა}}
[[ძვ. წ. 256]] წელს სიცილიის სამხრეთ ნაპირებთან, [[ეკნომის კონცხთან ბრძოლა|ეკნომის კონცხთან]] შეხვდნნ რომაული და კართაგენული ფლოტები. რომაელთა ფლოტში 330 გემი იყო, და მათ კონსულები [[მარკუს ატილიუს რეგულუსი]] და [[ლუციუს მანლიუს ვულსონი]] ხელმძღვანელობდნენ. კართაგენელთა 350 გემიან ფლოტს კი ჰანონი და ჰამილკარი მეთაურობდნენ.
ხაზი 92:
კართაგენული ფლოტი ერთ ხაზად დაეწყო, ხოლო რომაული სოლისებრად. ბრძოლა რომაელებმა დაიწყეს. კართაგენული ცენტრი დაიშალა, რომაელებმა მათ დევნა დაუწყეს, რამაც ფლოტის გაყოფა გამოიწვია. როდესაც რომაული ფლოტის ნაწილებს შორის მანძილი გაიზარდა, ჰამილკარმა კართაგენელებს სიგნალი მისცა და კართაგენული ფლოტი თავს დაესხა წინ მყოფ რომაულ გემებს. კართაგენული ფლოტის მეორე ნაწილმა კი ჰანონის მეთაურობით, შეუტია უკან დარჩენილ რომაულ გემებს. მიუხედავად ამ მდგომარეობისა, რომაელებმა ჯერ ჰამილკარის ფლოტი სძლიეს, ხოლო შემდეგ ჰანონის. ბრძოლის შედეგად რომაელებმა 24 გემი დაკარგეს, ხოლო კართაგენელებმა 30-ზე მეტი, და რომაელებმა 64 გემი ჩაიგდეს ხელში.
 
=== ლივიაში გადასვლა ===
[[სურათიფაილი:Africainvasionგე.JPG|thumb|300px|აფრიკული ექსპედიცია]]
{{მთავარი|ადისის ბრძოლა}}
ბრძოლის შედეგად დაზიანებული გემების შეკეთების შემდეგ, რომაელები ლივიისკენ გაეშურნენ და ქალაქ [[ასპიდომ]]სთან გადმოსხდნენ. ალყის შედეგად ქალაქი რომაელთა ხელში გადავიდა. რომიდან მოსული ბრძანების თანახმად ლუციუს მანლიუსი ფლოტით და ნადავლით დაბუნდა რომში. აფრიკაში რომაელთა და კართაგენელთა პირველი შეხვედრა ქალაქ [[ადისის ბრძოლა|ადისთან მოხდა]]. რომაელები კართაგენელთა ბანაკს ორი მხრიდან დაესხნენ. რელიეფის გამო კართაგენელებმა მხედრები და სპილოები სათანადოდ ვერ გამოიყენეს. რომაულმა პირველმა ლეგიონმა უკან დაიხია და კართაგენელები დაედევნენ, მაგრამ მდევრებს უკნიდან მეორე ლეგიონმა შეუტია და სასტიკად დამარცხა. კართაგენელებმა 18 000 მოკლულით და 5 000 ტყვეებით დაკარგეს. რომაელებმა გაძარცვეს კართაგენელთა ბანაკი. ამის შემდეგ რაღაც პერიოდი კართაგენელები ვეღარ უწევდნენ რომაელებს წინააღმდეგობას. სხვადასხვა ცნობებით რეგულისმა 74-დან 200-მდე ქალაქი ჩაიგდო ხელში.
ხაზი 108:
ასე დასრულდა რეგულუსის აფრიკული ექსპედიცია. კართაგენელბმა სასტიკად დასაჯეს რომაელთა მხარეს გადასული ადგილობრივი მოსახლეობა. რომაელებმა გადარჩენილი ჯარისკაცების დასახსნელად ფლოტი გაუშვეს ასპიდისკენ და გადარჩენილი ჯარისკაცებითურთ დაბრუნდნენ სიცილიაში.
 
[[სურათიფაილი:CarthagerespiteGE.JPG|thumb|right|300px|კართაგენის პოზიციები]]
 
== დაპირისპირება ისევ სიცილიაში ==
კართაგენული ფლოტი ჰასდრუბალის მეთაურობით დაბანაკდა [[ლილიბეუმი|ლილიბეუმთან]]. კართაგენიდან წამოსული რომაული ფლოტი კი სიცილიის ნაპირებთან ქარიშხალში მოყვა და თითქმის მთლიანად განადგურდა. რომაელებმა 3 თვეში 200 გემი ააშენეს და კონსულების [[ალულუს ატილუს კალატინუსი]]ს და [[გნეუს კორნელიუს სციპიონ ასინა]]ს მეთაურობით სიცილიისგენ გააგზავნეს. ამ ფლოტს ქარიშხალში გადარჩენილებიც შეუერთდნენ და პანორმისკენ გაემართნენ, პანორმა ამ დროისთვის კუნძულზე კართაგენელთა უდიდესი ქალაქი იყო. ალყის და ხანგძლივი ბრძოლის შედეგად რომაელებმა აიღეს ქალაქი. კართაგენელთა ხელში კუნძულის მხოლოდ დასავლეთი ნაწილი დარჩა.
[[სურათიფაილი:AttacksrenewedGE.JPG|thumb|300px|საბრძოლო მოქმედებები 250ან წლებში]]
 
[[ძვ. წ. 253]] - [[ძვ. წ. 252]] წლებში რომაელებმა ისევ სცადეს აფრიკაში გადასხდომა, მაგერამ უშედეგოდ. საბოლოოდ მათი ფლოტი ისევ ქარიშხალმა იმსხვერპლა და მათ დროებით საზღვაო უპირატესობისთვის ბრძოლაზე უარის თქმა მოუწიათ. ამასობაში კი სიცილიაში რომაელები საკმაოდ წარმატებულად იბრძოდნენ.
ხაზი 119:
[[ძვ. წ. 251]] წელს ჰასდრუბალმა ისევ შეუტია [[პანორმუსის ბრძოლა|პანორმას]], სადაც კონსული [[ლუციუს ცეცილიუს მეტელუსი]] იყო გამაგრებული. რომაელები ისრებს ესროდნენ სპილოებს, სპილოები უკან გაიქცნენ და არიეს კართაგენელთა რიგები. მხოლოდ ამის შემდეგ შეუტიეს რომაელებმა და ალყაში მოაქციეს კართაგენელთა არმია. კართაგენელთა დანაკარგები სხვადასხვა ავტორებთან სხვადასხვაა. ცეცილიუს მეტელუსი რომში ტრიუმფით დაბრუნდა.
 
=== რომაელთა წარუმატებლობა ზღვაზე ===
{{მთავარი|ლილიბეუმის ბრძოლა}}
ამ გამარჯვებამ რომაელები გაათამამა და მათ თავიდან აღჭურვეს ფლოტი და [[ძვ. წ. 250]] წელს [[ლილიბეუმის ბრძოლა|ლილიბეუმის]] ალყა დაიწყეს. რომაელებს მეთაურობდნენ კონსულები [[გაიუს ატილიუს რეგულუსი]] და ლუციუს მანლიუს ვულსონი. რომაელები ორ ბანაკად დაბანაკდნენ. დრო და დრო რომაელთა და კართაგენელთა შორის პატარა ბრძოლები იმართებოდა. ქალაქი კინაღამ ჩააბარეს შეთქმულმა დაქირავებულმა ჯარებმა, მაგრამ კართაგენელებმა დროულად შეიტყვეს შეთქმულების შესახებ და აღკვეთეს იგი. კართაგენულმა ფლოტმა [[ატარბალი]]ს მეთაურობით გაარღვიეს ალყა და ქალაქში შეიტანეს სურსათი და ფული, თან არმიას ჯარისკაცები შეემატნენ. რომაელები პერმანენტულად ცდილობდნენ ლილიბეუმის ბუხტის გამაგრებას, მაგრამ კართაგენელები დრო და დრო ახერხებდნენ ბლოკადის გაერღვევას.
ხაზი 125:
რომაელებმა ქალაქის კედლის აღებაც სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ქარიშხლით ისარგებლეს კართაგენელებმა და ცეცხლი წაუკიდეს რომაულ ციხეების დასანგრევ მანქანებს. მთელი ტექნიკა განადგურდა. დრეპანიდან კართაგენული მხედრები ხელს უშლიდნენ რომაელებს მოეპოვებინათ საკვები. ბოლო ბოლო შიმშილისგან რომაელები გიერონმა იხსნა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი და რომაელებს ბოლო ბოლო მოუწიათ ალყის მოხსნა.
 
[[სურათიფაილი:Attacksrenewed2გე.JPG|thumb|300px|საბრძოლო მოქმედებები 249 წელს]]
{{მთავარი|დრეპანას ბრძოლა}}
ლილიბეუმის ალყის წარუმატებლობის გამო, რომაელებმა გადაწყვიტეს იერიში კართაგენელთა სხვა ფორპოსტზე - [[დრეპანას ბრძოლა|დრეპანაზე]] მიეტანათ. რომაულ ფლოტს [[პუბლიუს კლავდიუს პულქერი]] მეთაურობდა. რომაელები 123<ref>პოლიბიუსის ცნობებით. [[დიოდორი]]ს ცნობით 210 გემი იყო</ref> გემით მიადგნენ დრეპანას. პუბლიუსს უნდოდა კართაგენელებს უეცრად დასხმოდა თავს, მაგრამ არ გამოუვიდა, ატარბალმა მოასწრო ფლოტის გამზადება და ბუხტიდან გამოყვანა. კართაგენელებმა რომაელები ნაპირისკენ შეავიწროვეს და დაამარცხეს. რომაული ფლოტიდან მხოლოდ 30 გემი გადარჩა. 93 გემი დაიღუპა. რომაელებმა 8 000 დაკარგეს დაღუპულებით და 20 000 ტყვედ ჩავარდა.
ხაზი 139:
ჰამილკარ ბარკა კი თავს ესხმოდა იტალიის სანაპიროებს. პანორმასთან კი აწუხებდა რომაელ ლეგიონერებს. მთა [[მთა ერიქსთან ბრძოლა|ერკტესთან]] ხდებოდა პერიოდულად შეტაკებები, სამი წლის მანძილზე აქ რომაელები და კართაგენელები თითქმის ყოველ დღე მართავდნენ შეტაკებებს, მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლამდე საქმე არ მისულა.
 
=== სახმელეთო ოპერაციები სიცილიაში ===
{{მთავარი|მთა ერიქსთან ბრძოლა}}
ამ პერიოდში უკვე ოროვე სახელმწიფო გამოიფიტა ომისგან, ფინანსური პრობლემები უფრო სახიფათო იყო კართაგენისთვის, ვინაიდან ის დაქირავებულ ჯარებს ეყრდნობოდა. ამრიგად, რომაელთა იმედი რომ ომს სახმელეთო ჯარებით მოიგებენ, არ გამართლდა. კართაგენელებმა სცადეს ეგვიპტისგან აეღოთ სესხი. პტოლომეუსმა ფულის მიცემაზე უარი თქვა, მან სცადა შუამავლობა, სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად, მაგრამ უშედეგოდ. ფინანსური სირთულეების გამო კართაგენული ფლოტის აქტივობა საგრძნობლად შემცირდა.
ხაზი 145:
ჰამილკარ ბარკამ აიღო ქალაქი ერექსი. რომაული ჯარი მთაზე იყო განლაგებული, ბარკან მთის მისადგომები გაამაგრა. პირველ ბრძოლაში რომაელებმა სძლიეს, მაგრამ მეორე ბრძოლაში დამარცხდნენ. ამ ბრძოლებში რომაელებმა გადმოიბირეს გალი დაქირავებული ჯარისკაცები, აქამდე რომაულ არმიაში არ იყო დაქირავების პრაქტიკა.
 
== საზღვაო ომის განახლება და რომის გამარჯვება ==
[[სურათიფაილი:RomeWinsGe.jpg|thumb|300px|რომის გამარჯვება]]
სახმელეთო ოპერაციების წარუმატებლობის გამო [[ძვ. წ. 242]] წელს რომში იმ დასკვნამდე მივიდნენ რომ ფლოტის გარეშე გამარჯვება შეუძლებელია. ახალი ფლოტის ასაშენებლად რომის სახელმწიფოს არ ჰქონდა ფული, ამიტომ სენატმა დაავალა მდიდარ მოქალაქეებს საკუთარი ხარჯებით აეშენებინათ ფლოტი, ანაზღაურებას მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში დაპირდნენ. რომაელებმა ისარგებლეს იმით რომ კართაგენელთა ფლოტი აღარ იდგა ლილიბეუმთან და დრეპანთან, და ზღვიდან ჩაკეტეს ისინი. თუმცა დრეპანის აღება ამჯერადაც ვერ მოახერხეს.
 
ხაზი 158:
დამარცხების შემდეგ კართაგენელებს აღაარ შეეძლოთ სიცილიაში მყოფი არმიის შენახვა, ამიტომ ბარკას განუსაზღვრელი ძალაუფლება მიანიჭეს. ბარკას კი აღარც მატერიალური აღარც ადამიანური რესურსები არ ჰქონდა რათა გაეგრძელებინა ბრძოლა, ამიტომ ლუტაციუსს გაუგზავნა ელჩები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. რომიც უკვე ძალიან გამოფიტული იყო, და დათანხვდა მოლაპარაკებებზე.
 
== სამშვიდობო ხელშეკრულება ==
ლუტაციუსი და ჰამილკარი შემდეგ პირობებზე შეთანხმდნენ: კართაგენელები უნდა წასულიყვნენ სიცილიიდან, გამოსასყიდის გარეშე გაეთავისუფლებინათ ტყვეები, არ უნდა ეომათ სირაკუზებთან და რომის სხვა მოკავშირეებთან, ამასთან ერთად 20 წლის მანძილზე უნდა გადაეხადათ 2200 ტალანტი ვერცხლი.
 
ხაზი 172:
== გამოყენებული ლიტერატურა ==
{{Commonscat|First Punic War}}
* [http://ancientrome.ru/antlitr/livi/periohae.htm#16 ტიტუს ლივიუსი პერიოქები 16-19] ([[რუს.]])
* [http://ancientrome.ru/antlitr/polybios/kn01-f.htm პოლიბიუსი, საყოველთაო ისტორია. 1 წიგნი] (რუს.)
* [http://ancientrome.ru/antlitr/appian/hist-f05.htm აპიანე, რომის ისტორია, ომი სიცილიაში და სხვა კუნძულებზე] (რუს.)
* [http://historiwars.narod.ru/Index/Drev/1PW.htm დიმიტრი შკრაბო - პირველი პუნიკური ომი] (რუს.)
* [http://www.livius.org/ps-pz/punic_war/1pw00.html პოლიბიუსი, პირველი პუნიკური ომის შესახებ. ინგლისურად] ([[ინგლ.]])
 
{{ძველი რომის ომები}}
ხაზი 222:
[[sv:Första puniska kriget]]
[[uk:Перша Пунічна війна]]
[[vi:Chiến tranh Punic lần Ithứ nhất]]
[[zh:第一次布匿战争]]