კოლუმბიის უნივერსიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: az:Kolumbiya Universiteti
ბოტის დამატება: sw:Chuo Kikuu cha Columbia; cosmetic changes
ხაზი 1:
{{ინფოდაფა უნივერსიტეტი
|სახელი= კოლუმბიის უნივერსიტეტი
|მშობლიური_სახელი= Columbia University <br />in the City of New York
|ლოგო=[[სურათიფაილი:Cu-shield.png|100px]]
|ტიპი = კერძო
|დაფუძნდა= [[1754]]
ხაზი 16:
უნივერსიტეტი [[აივი ლიგა|აივი ლიგის]] წევრია. მისი იურიდიული სახელია ''კოლუმბიის უნივერსიტეტი ქალაქ ნიუ-იორკში''. უნივერსიტეტის საბაკალავრო სკოლებია: [[კოლუმბიის კოლეჯი]], ფუს ფონდის საინჟინრო და ტექნიკური მეცნიერების სკოლა, საერთო სწავლების სკოლა. უნივერსიტეტს საფილიალო კავშირები აქვს [[ბარნარდის კოლეჯი|ბარნარდის კოლეჯთან]] (საბაკალავრო ლიბერალურ ხელოვნებათა კოლეჯი ქალთათვის), [[ტიჩერსის კოლეჯი|ტიჩერსის კოლეჯთან]], ებრაულ თეოლოგიურ სემინარიასთან და გაერთიანებულ თეოლოგიურ სემინარიასთან. შეთანხმებით ბარნარდისა და ტიჩერსის კოლეჯების კურსდამთავრებულებს დიპლომსა და ხარისხს კოლუმბიის უნივერსიტეტი ანიჭებს.
 
== კამპუსი ==
[[Imageფაილი:Nyc_columbia.jpg|thumb|300px|right|ბატლერის ბიბლიოთეკა (ივნისი 2003)]]
[[Imageფაილი:Columbia_College_Walk.jpg|thumb|300px|"კოლეჯ უოლკი" შემაერთებელი ბილიკია [[ბროდვეი (ნიუ-იორკი)|ბროდვეისა]] და ამსტერდამის ავენიუს შორის.]]
კოლუმბიის საბაკალავრო და სამაგისტრო სკოლათა უმრავლესობა განლაგებულია მის მორნინგსაიდ ჰეიტსის გვიანდელი მე-19 საუკუნის კამპუსზე. ამ კამპუსის დიზაინი ეკუთვნის გამოჩენილ არქიტექტორებს მაკკიმს, მიდსა და უაითს და მოიაზრება მათ ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად.
 
ხაზი 29:
ამ ბიბლიოთეკის კოლექციის ანარიცხები შეყვანილია, ე.წ. ”ევერის ინდექსში”, რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტით მთელი მსოფლიოდან, და რაც ინფორმაციის მოძიების საშუალებას იძლევა არქიტექტურულ პერიოდულ გამოცემებში.
 
== ისტორია ==
კოლუმბია უძველესი უმაღლესი სასწავლებელია ნიუ-იორკის შტატში. დაარსებული და ქარტიამინიჭებული 1754 წელს როგორც კინგს კოლეჯი, კოლუმბია დაარსების თარიღით მეექვსია, ხოლო ქარტიის მინიჭების თარიღით კი სიძველით მეხუთე უმაღლესი სასწავლებელია. ამერიკის რევოლუციური ომის შემდეგ კინგს კოლეჯს კოლუმბიის კოლეჯი დაარქვეს 1784 წელს, ხოლო 1896 წელს ის უკვე კოლუმბიის უნივერსიტეტი გახდა. დროთა განმავლობაში კოლუმბია გაიზარდა და ამჟამად ოც სკოლასა და ასოცირებულ ინსტიტუტს მოიცავს.
 
=== კინგს კოლეჯი: 1754-76 ===
[[სურათიფაილი:Columbiatrinity.jpg|thumb|300px|სამების ეკლესიის სასკოლო ეზო, უნივერსიტეტის პირველი ბინა.]]
ნიუ-იორკში კოლეჯის დაარსების შესახებ განხილვა 1704 წლიდან დაიწყო, თუმცა სერიოზულად ამაზე 1750-აინ წლებამდე არ უფიქრიათ, როცა იელის ადგილობრივი კურსდამთავრებულები და სამების ეკლესიის (იმჟამად ინგლისის ეკლესია, ამჟამად ეპისკოპალური) წევრები შეაშფოთა ნიუ-ჯერსის კოლეჯის დაარსებამ (ამჟამად [[პრინსტონის უნივერსიტეტი]]); იმიტომ, რომ ის ევანგელისტი "დიდი გამოფხიზლების" ზეგავლენით "ახალი სინათლის" პრესბიტერიანელებმა დააფუძნეს და ასევე იმიტომ, რომ ის მდ. ჰუძონის გადაღმა პროვინციაში მდებარეობდა, და ასევე იმიტომაც, რომ ეს ნიუ-იორკს კულტურულად და ინტელექტუალურად ჩამორჩენილი ქალაქის იმიჯს შეუქმნიდა. სწორედ ამიტომ მათ დააარსეს საკუთარი "მოპაექრე" დაწესებულება "კინგის კოლეჯი" და პირველ პრეზიდენტად [[სემუელ ჯონსონი]] აირჩიეს. კლასები 1754 წლის 17 ივლისს დაიწყო და ერთადერთი მასწავლებელი ჯონსონი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ 1754 წლის 31 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის მეფე [[ჯორჯ II]]-მ კოლეჯს ოფიციალურად გადასცა სამეფო ქარტია. 1760 წელს კინგის კოლეჯი გადავიდა ახალ შენობაში პარკ პლეისში, დღევანდელი მერიის შენობის შორიახლოს, და 1767 წელს ის პირველი ამერიკული სამედიცინო სკოლა გახდა, რომელმაც მედიცინის დოქტორის ხარისხი გასცა.
 
[[სურათიფაილი:Johnson2.JPG|thumb|left|სემუელ ჯონსონი, კოლეჯის პირველი პრეზიდენტი]]
ნიუ-იორკში ახალი კოლეჯის დაარსებას საკმაო წინააღმდეგობა შეხვდა, ვინაიდან იგი სრულიად ინგლისის ეკლესიის დაწესებულება იყო, რომელსაც სამეფო გვირგვინის ოფიციალური პირები მფარველობდნენ, მათ შორის კენტერბერის არქიეპისკოპოსი და პლანტაციებისა და კოლონიების სამეფო მდივანი. თუმცა იმის შიში, რომ კინგის კოლეჯის მეშვეობით ამერიკაში ინგლისური საეპისკოპოსა და გვირგვინის გავლენა დამყარდებოდა მიიჩქმალა მისი უსაზღვრო სიმდიდრით, რომელიც ბევრად აღემატებოდა ყველა სხვა კოლონიური კოლეჯისას ამ პერიოდში.
 
ხაზი 45:
კინგს კოლეჯის ყველაზე განთქმული ალუმი უდაოდ ალექსანდერ ჰამილტონია. ჰამილტონის პირველი შეხება სამხედრო საქმეთან 1775 წლის ზაფხულში სტუდენტობის დროს იყო, ბოსტონთან ბრძოლის დაწყების შემდეგ. ნიკოლას ფიშთან, რობერტ ტრუპთან და კინგსის სხვა სტედენტთა ჯგუფთან ერთად ის მოხალისედ შეუერთდა შეიარაღებული მილიციის კომპანიას, რომელსაც "მუხის გული" (Hearts of Oak) ერქვა, სადაც ჰამილტონმა ლეიტენანტის რანგი მიიღო. ჯგუფს გამორჩეული უნიფორმა ჰქონდა, რომელსაც კეპზე ამშვენებდა წარწერა "თავისუფლება ან სიკვდილი" და ყოფილი ბრიტანეთის ოფიცრის მეთაურობით სენტ პოლის კაპელის სასაფლაოს მორიგეობდა. 1775 წლის აგვისტოში ბრიტანეთის სამხედრო ხომალდის "აზია" ცეცხლის ქვეშ მუხის გულები (ასევე "კორსიკელები") წარმატებით ახერხებენ მოწინააღმდეგეებისგან ტყვიამფქვრევის წართმევას, რის შემდეგაც არტილერიული ნაწილი ხდებიან. ირონიულია, რომ 1776 წელს კაპიტანი ჰამილტონი მონაწილეობდა ბრძოლაში ჰარლემ ჰაიტსზე, რომელიც სწორედ იმ ადგილას გაიმართა სადაც ერთი საუკუნის შემდეგ მისი ალმა მატერი დაიდებს ბინას.
 
=== ადრეული კოლუმბიის კოლეჯი: 1784-1857 ===
[[სურათიფაილი:Dewitt.jpg|thumb|დევიტ კლინტონი, კოლუმბიაში გადმოსული პრინსტონიდან.]]
მიუხედავად იმისა, რომ კოლეჯი მისი ომამდელი ლოიალისტური დამოკიდებულის გამო დისკრედიტირებული იყო, შტატში დარჩენილი კურსდამთავრებულები, მათ შორის ჰამილტონი, ჯეი და განსაკუთრებით კინგის კოლეჯის მმართველობის მაძიებლები, დიდი ენთუზიაზმით ბჭობდნენ მისი ხელახლა გახსნის შესახებ. თუმცა, ეს სავარაუდოდ შესაძლებელი გახდა მხოლოდ ერთი ფაქტის გამო — ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორ ჯორჯ კლინტონს საკუთარი ძმისშვილის [[დევიტ კლინტონი|დევიტისთვის]] კოლეჯის განათლების მისაცემად შტატის გარეთ გაგზავნა მოუწია (ნიუ-ჯერსის კოლეჯში) — ადგილობრივი საზოგადოება დადებითად განეწყო ქალაქში კოლეჯის არსებობაზე, ხოლო განახლებული კინგსი, რომელსაც თავისუფალდ შეეძლო საჭირო დაწესებულებების უზრუნველყოფა, ლოგიკური არჩევანი იყო.
 
ხაზი 60:
მიუხედავად იმისა, რომ კოლეჯმა საბოლოოდ შეძლო სტრუქტურული სიტლანქის გამო მისი სამარცხვინო რეპუტაციის შეფერთხვა კოლეჯ ჰოლისთვის რამდენიმე ფრთის დამატებით იმჟამად მოდურ ბერძნული აღორძინების სტილში, ამ მცდელობამ ვერ შეძლო კოლუმბიის ხანგრძლივი დაღმასვლის პროცესის შეჩერება და ის მალე დაჩრდილა 1854 წლის გიბსის საქმემ, რომელშიც განთქმულ ქიმიის პროფესორ ოლივერ ვოლკოტ გიბსს კოლეჯში, რომელიც მან დაამთავრა, პროფესორის სტატუსი არ მისცეს, მისი უნიტარული ასოციაციის გამო. ეს შემთხვევა ბევრისთვის ამ ორგანიზაციის ვიწრო მფოსლმხედველობას მიანიშნებდა. 1854 წლის ივლისში [[ბოსტონი]]ს "ქრისჩიან ეგზემაინერი" სტატიაში "ბოლოდროინდელი სიძნელეები კოლუმბიის კოლეჯში", აღნიშავდა, რომ სკოლა "ძლიერი იყო კლასიკაში", თუმცა "სუსტი მეცნიერებაში" და "ძალიან ცოტა გამორჩეული კურსდამთავრებული ჰყავდა".
 
=== ექსპანსია და გადასვლა მედისონ ავენიუზე ===
[[სურათიფაილი:Columbia law madison.gif|thumb|left|200px|გოტიკური აღორძინების სტილის იურფაკის შენობა]]
1857 წელს კოლეჯი პარკ პლეისიდან [[გოთური არქიტექტურა|გოთური]] აღორძინების სტილის კამპუსზე გადავიდა 49-ე ქუჩასა და მედისონ ავენიუზე, სადაც ის მომდევნო 50 წელს დარჩა. ეს გადასვლა დაემთხვა კოლეჯის ახალ გარდასახვას; იმ წლის დასაწყისში კოლეჯის პრეზიდენტმა ჩარლზ კინგმა კოლუმბია [[უნივერსიტეტი|უნივერსიტეტად]] გამოაცხადა. მე-19 საუკუნის ბოლო ნახევარი პრეზიდენტ ფ. ბარნარდის ხელმძღვანელობით ორგანიზაცია სწრაფად იძენს ნამდვილი თანამედროვე უნივერსიტეტის სახელს. კოლუმბიის იურიდიული სკოლა 1858 წელს დაარსდა, ხოლო 1864 წელს ნაღმების სკოლა, რაც პირველი ასეთი სახის დაწესებულება იყო და წინამორბედი გახდა დღევანდელი ფუს ფონდის საინჟინრო და გამოყენებით მეცნიერების სკოლის. ბარნარდის ქალთა კოლეჯი კოლუმბიის პრეზიდენტმა დააარსა 1889 წელს; კოლუმბიის უნივერსიტეტის ექიმებისა და ქირურგების კოლეჯი უნივერსიტეტის ნაწილი გახდა 1891 წელს, მას მოჰყვა ტიჩერსის კოლეჯი 1893 წელს. პოსტსაბაკალავრო ფაკულტეტებმა პოლიტიკურ მეცნიერებაში, ფილოსოფიაში და წმინდა მეცნიერებაში პირველი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი გასცეს 1875 წელს. ეს პერიოდი გახდა მოწმე კოლუმბიის კოლეჯთაშორის სპორტში მონაწილეობის ინაუგურაციის, 1867 წელს [[ბეისბოლი]]ს გუნდის შექმნით, 1870 წელს [[ფეხბურთი]]ს გუნდის ორგანიზაციით და 1873 წელს ნიჩბოსანთა გუნდის ჩამოყალიბებით. კოლუმბიის პირველი კოლეჯთაშორისი საფეხბურთო მატჩი რატგერსთან ჩატარდა ანგარიშით 6-3 (წაგება). გაზეთი "Columbia Daily Spectator" ამავე პერიოდში იწყებს გამოცემას (1877).
 
=== მორნინგსაიდ ჰაიტსი ===
[[Imageფაილი:ColumbiaUNYC1915.jpg|frame|მორნინგსაიდ ჰაიტსის კამპუსის განაშენიანება 1915 წელს]]
1896 წელს უნივერსიტეტის რწმუნებულებმა ახალი სახელის "კოლუმბიის უნივერსიტეტი" გამოყენებაზე ოფიციალური ნებართვა გასცეს და ამჟამად ეს დაწესებულება ოფიციალურად ცნობილია როგორც "Columbia University in the City of New York" (კოლუმბიის უნივერსიტეტი ქალაქ ნიუ-იორკში). ამასთან, საინჟინრო ფაკულტეტს დაარქვეს "School of Mines, Engineering and Chemistry" (მაღაროების, ინჟინერიისა და ქიმიის სკოლა). ამ პერიოდში უნივერსიტეტის პრეზიდენტი სეთ ლოუს გადაწყვეტილებით კამპუსი ისევ გადაიტანეს, ამჯერად 49-ე ქუჩიდან მის თანამედროვე ადგილსამყოფელზე, რომელიც გაცილებით ვრცელი (და იმ პერიოდში უფრო სოფლის ტიპის) კამპუსი იყო ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი [[მორნინგსაიდ ჰაიტსი]]ს უბანში. ამ ადგილას უნივერისტეტის გადმოსვლამდე ბლუმინგდეილის ფსიქიურად ავადმყოფთა თავშესაფარი მდებარეობდა. თავშესაფრის ერთ-ერთი შენობა, ზედამხედველთა კოტეჯი (ამჟამად ცნობილი როგორც ბუელის ჰოლი), დღესაც არსებობს.
 
შენობა, რომელსაც ხშირად უნივერსიტეტის ემბლების სახით გამოსახავენ, არის მორნინგსაიდ ჰაიტსის კამპუსის ცენტრში — ლოუს მემორიალური ბიბლიოთეკა. 1895 წელს აგებულ შენობას დღესაც ლოუს ბიბლიოთეკას უწოდებენ, თუმცა მან ამ დანიშნულებით ფუნქციონირება შეწყვიტა 1934 წელს. მასში ამჟამად განლაგებულია პრეზიდენტისა და პროვოსტის ოფისები, დამთვალიერებელთა ცენტრი, წრმუნებულთა დარბაზი და კოლუმბიის უსაფრთხოების განყოფილება. პართენონისა და პანთეონის მაგალითზე აგებულ შენობას უდიდესი გრანიტით ნაგები გუმბათი აქვს აშშ-ში.<ref>{{cite web|date=2002-07-30 | url = http://www.gs.columbia.edu/kevinmap/lowmemorial.htm | title = Low Memorial Library | accessdate = 2006-08-10}}</ref>
 
[[Imageფაილი:Columbia low plaza 3old.jpg|thumb|left|[[ლოუს მემორიალური ბიბლიოთეკა|კიბეები ლოუს ბიბლიოთეკის წინ]], დაახ. 1900 ]]
 
ლოუს შემდეგი პრეზიდენტი [[ნიკოლას მიურეი ბატლერი]]ს ხელმძღვანელობით კოლუმბია სწრაფად გახდა ქვეყნის წამყვანი კვლევითი დაწესებულება. მის მიერ დანერგილი "მულტივერსტიტეტის" მოდელს შემდგომში მრავალი უნივერსიტეტი ნერგავს. მორნინგსაიდ ჰაიტსის კამპუსზე კოლუმბიამ თავი მოუყარა კოლეჯს, იურიდიულ ფაკულტეტს, სამაგისტრო ფაკულტეტებს, მაღაროების სკოლას (მოგვიანებით საინჟინრო ფაკულტეტი) და ექიმთა და ქირურგთა კოლეჯს. ბატლერს კოლუმბიის პრეზიდენტის პოსტი ოთხ ათწლეულს ეკავა და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა ამერიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაში (როგორც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი და ნობელის ლაურეატი). მისი დანერგილია მრავალი ინოვაცია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პრაქტიკაში, მათ შორის ცენტრალიზებული აკადემიური ურთიერთობები, რეგისტრარების, დეკანების, პროვოსტებისა და მდივნების პირდაპირი დანიშვნა, ასევე პროფესიონალიზებული საუნივერსიტეტო ბიუროკრატიის ჩამოყალიბება, რასაც იმ პერიოდის უნივერსიტეტებში პრეცენდენტი არ მოეპოვებოდა.
ხაზი 76:
1893 წელს დაარსდა კოლუმბიის უნივერსიტეტის სტამბა "ეკონომიკური, ისტორიული, ლიტერატურული, სამეცნიერო და სხვა დარგების შესწავლის წახალისებისთვის; და ამ დარგებში ორიგინალური კვლევების მომცველი სამეცნიერო ნამუშევრების პუბლიკაციების წასახალისებლად." სტამბის პუბლიკაციათა შორისაა "კოლუმბიის ენციკლოპედია" (1935).
 
== განათლება ==
 
== სქოლიო ==
{{სქოლიოს სია}}
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.columbia.edu/ კოლუმბიის მთავარი ვებ-გვერდი]
* [http://www.arch.columbia.edu/ კოლუმბიის არქიტექტურის, დაგეგმარებისა და პრეზერვაციის სკოლა]
 
{{განათლება}}
ხაზი 132:
[[sk:Columbijská univerzita]]
[[sv:Columbia University]]
[[sw:Chuo Kikuu cha Columbia]]
[[ta:கொலம்பியா பல்கலைக்கழகம்]]
[[th:มหาวิทยาลัยโคลัมเบีย]]