მიხეილ ვორონცოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: nl:Michail Vorontsov
სურათი
ხაზი 1:
{{მმ*|ვორონცოვი}}
[[სურათი:Dawe, Mikhail Vorontsov.jpg|thumb|250px|მიხეილ ვორონცოვის პორტრეტი [[ერმიტაჟი|ერმიტაჟის]] პორტრეტთა გალერეაში (1825)]]
'''მიხეილ ვორონცოვი''' (''[[რუსული ენა|რუს.]]'' Михаи́л Семёнович Воронцо́в) (*დ. [[19 მაისი]]/[[30 მაისი]], [[1782]] - გ. [[6 ნოემბერი]]/[[18 ნოემბერი]], [[1856]], [[ოდესა]]) — [[რუსები|რუსი]] თავადი და გენერალ-ფელდმარშალი, ცნობილი მისი წარმატებებით [[ნაპოლეონის ომები|ნაპოლეონის ომებში]], სახელი გაითქვა რუსეთის [[კავკასია|კავკასიის]] დაპყრობის ომების წინამძღოლობით (1844-1853).
 
გრაფი სემიონ ვორონცოვის ვაჟმა და იმპერიის კანცლერის ალექსანდრე ვორონცოვის ძმის შვილმა, ბავშვობა და სიყმაწვილე მამასთან [[ლონდონი|ლონდონში]] გაატარა, სადაც ბრწყინვალე განათლება მიიღო. 1803-1804 წლებში კავკასიაში მსახურობდა პავლე ციციანოვისა და გულიაკოვის ქვეშევრდომად, და ბედზე გადაურჩა ზაქათალაში მომხდარ უბედურ შემთხვევას (15 იანვარი, 1804). 1805-1807 წლებში ნაპოლეონის წინააღმდეგ ომებში მსახურობს; მონაწილეობს პუტლუსკისა და ფრიდლანდის ბრძოლებში. 1809-1811 წლებში მონაწილეობს რუსეთ-თურქეთის ომში და თავს იჩენს თითქმის ყველა მნიშვნელოვან ოპერაციაში.
ხაზი 7:
1812 წელს ნაპოლეონის რუსეთზე თავდასხმისას ვორონცოვი მეთაურობდა პრინცი [[ბაგრატიონი, პეტრე|პეტრე ბაგრატიონის]] გრენადირთა შენაერთს. [[ბოროდინოს ბრძოლა|ბოროდინოს ბრძოლაში]] მისი დივიზია წინა ხაზზე იმყოფებოდა და მასზე იერიში მარშალი დავუს სამ დივიზიონს მიჰქონდა. ვორონცოვმა მტერზე რამდენიმე კონტრ-იერიში მიიტანა, თუმცა საბოლოოდ ამის გამო მის დივიზიაში 4000 ჯარისკაციდან მხოლოდ 300-ღა გადარჩა. თავად ვორონცოვი დაიჭრა, თუმცა ძალ-ღონე მალევე აღიდგინა და არმიაში 1813 წელს დაბრუნდა. ამჯერად ახალი დივიზიის მეთაური დენევიცისა და ლაიპციგის ბრძოლებში იბრძოდა. 1814 წელს, კრაონთან, ის ნაპოლეონთან პირისპირ იბრძვის ერთი დღის განმავლობაში. 1815-1818 წლებში ვორონცოვი საფრანგეთის ოკუპაციის ძალთა მეთაური იყო.
 
1823 წლის 7 მაისს ვორონცოვი ახალი რუსეთის გენერალ-გუბერნატორად დანიშნეს, [[ბესარაბია|ბესარაბიის]] ნამესნიკად, იმპერიის სამხრეთ პროვინციების გამგებლად. მას შეიძლება დაერქვას [[ოდესა|ოდესის]] შემქმნელი და [[ყირიმი|ყირიმის]] ბენეფაქტორი - ორივე ადგილას მისი პრიწყინვალე რეზიდენცია არსებობს. მან პირველმა შემოიტანა [[შავი ზღვა|შავ ზღვაზე]] [[თბომავალი]] 1828 წელს. იმავე წელს დაიწყო [[რუსეთ-თურქეთის ომი (1828-1829)]], სადაც მან დაჭრილი მენშიკოვი შეცვალა [[ვარნა|ვარნის]] ალყის ძალების მეთაურად, რომელიც 28 სექტემბერს აღებულ იქნა კიდეც. მისი უდიდესი მონდომებითა და მცდელობით მოხერხდა თურქეთში გავრცელებული [[შავი ჭირი|შავი ჭირის]] ეპიდემიის კავკასიაში და რუსეთში გავრცელებისგან თავის არიდება.
 
შესაძლოა ყველაზე გახმაურებული ისტორია მის შესახებ იყოს მისი მეუღლის (გრაფინია ბრანიცკა) ურთიერთობა [[პუშკინი, ალექსანდრე პუშკინი|ალექსანდრე პუშკინთან]] ვორონცოვის ოდესაში ყოფნის პერიოდში, რამაც რუსულ ლიტერატურას ყველა დროის საუკეთესო პოემები შესძინა.
 
[[1844]]-[[1854]] წლებში კავკასიის მეფისნაცვალი და კავკასიის განსაკუთრებული კორპუსის მთავარსარდალი იყო. მისი დამსახურებისთვის [[შამილი|შამილის]] წინააღმდეგ ბრძოლასა და [[ჩეჩნეთი|ჩეჩნეთის]] გაუვალ ტყეებში გადახდენილ სიძნელეებში თავდადებისთვის მას [[პრინცი|პრინცის]] წოდება მიენიჭა. 1848 წელს მას უკვე [[დაღესტანი|დაღესტნის]] ორი-მესამედი ჰქონდა დაპრყობილი, ხოლო რუსების პოზიციები კავკასიაში კი საგრძნობლად გაუმჯობესდა. 1853 წლის დასაწყისში ვორონცოვს გადადგომის უფლება მიეცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. 1856 წელს ის ფელდმარშალი გახდა, და იმავე წელს გარდაიცვალა ოდესაში.
 
კავკასიაში მთავარმართებლობის დროს ვორონცოვი ემსახურებოდა მისი კოლონიზაციისა და იმპერიასთან სრული შერწყმის საქმეს, მაგრამ ამას აკეთებდა მოქნილად. მეთოდურად, უპირატესად კულტურული ღონისძიებებით: მის დროს აღდგა ქართული თეატრი, გაიხსნა საჯარო ბიბლიოთეკა, ადგილობრივი თავად-აზნაურთა შვილებს გზავნიდა რუსეთის სასწავლებლებში და სხვა. ვორონცოვი მეფის უერთგულესი მსახური იყო, სხვა მოხელთაგან გამოირჩეოდა გამჭრიახი გონებით, განათლებითა და გარკვეული ლიბერალიზმით. არსებობს ე. წ. "თავად„თავად ვორონცოვის არქივი"არქივი“, რომელიც შეიცავს XVIII-XIX საუკუნეების რუსეთის თვალსაჩინო პოლიტიკური მოღვაწეების საგვარეულო საბუთებს. არქივში შემონახულია XIX საუკუნის საქართველოს მდგომარეობის ამსახველი ცნობები. მასალა დაცულია მოსკოვის, [[სანქტ-პეტერბურგი]]ს, ვლადიმირის, ყირიმის, ოდესის არქივებსა და ბიბლიოთეკებში.
 
==რუსერსები ინტერნეტში==
*[http://www.vorontsovmuseum.org.ru/ ვორონცოვთა ოჯახის ინტერნეტ-მუზეუმი.]
 
{{DEFAULTSORT:ვორონცოვი, მიხეილ}}
[[კატეგორია:რუსები]]