ბართლომე მოციქული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
'''ბართლომე მოციქული''' ({{lang-he|'''תולמי‎‎‎‎‎-בר‎‎'''}}, {{lang-el|''Βαρθολομαίος''}}, {{lang-la|''Bartholomaeus''}}) - [[ქრისტეს თორმეტი მოციქული|ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი]] წარმოშობით კანას გალილეიდან იყო. ხსენების დღე - 11(24) ივნისი.
==ცხოვრება==
სახელი ბართლომე არამეულია (תולמי‎‎‎‎‎-בר‎‎) და წარმოადგენს - (отчество) '''bar talmai''' თალმაის ძე ანუ თალომეს ძე - პტოლიმეელი ([[პეტრე მოციქული]]ც ამ სახით არის ნახსენები სახარებაში უფლის მიერ - ”ბარ იონა” ანუ იონას ძეო). ბართლომე მოციქულზე ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება (მათ.10:3; მარ .3:18; ლუკ.6:14; საქ.1:13), ამიტომ ინფორმაციის დეფიციტი ივსება წარმოდგენებით და მოსაზრებებით. მაგალითად ეგზეგეტი ფარრარი ბართლომეს აიგივებს ნათანიელთან, რომელზეც უფალმა თქვა {{ციტირება|იხილა რაჲ იესუ ნათანაელ, მომავალი მისა, და თქუა მისთჳს: აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს.}} (იოან.1:47). თუმცარა ამის მტკიცებულება არსად არის. საერთოდ როგორც წესი ძველად ებრაელებს ჩვევად ჰქონდათ მეტსახელის მიმატება, მაგრამ ამ დროს თავად სახელი უცვლელი რჩებოდა. ხოლო ბართლომე და ნათანიელი კი სხვადასხვა სახელებია. რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს რომ ეს ორი სხვადასხვა პიროვნებებია. ასევე შესაძლებელია რომ წმ. ბართლომეს სახელი ყოფილიყო ”ნათანიელი ბარ თალმაი” ანუ ”ნათანიელი თალმაის ძე”.
===ქადაგება===
[[სულთმოფენობა|სულიწმიდის გარდამოსვლის]] შემდეგ მას და [[ფილიპე მოციქული|ფილიპე მოციქულს]] (ხს. 14 ნოემბერს) წილად ხვდათ სახარების ქადაგება [[სირია]]სა და [[მცირე აზია]]ში. გზად ქადაგებისას წმინდა ფილიპეს თან ახლდა და, [[წმ. ფილიპეს და მარიამი|მარიამი]].