აზნაური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ru:Азнаури
+ბმული
ხაზი 16:
რუსეთის მმართველობის დამყარების შემდეგ ქართველ აზნაურთა მდგომარეობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. მეფის ბიუროკრატიული მთავრობა ფორმალურად თითქოს იჩენდა მიდრეკილებას ქართველ [[თავადაზნაურობა]] განეხილა ისეთივე სოციალურ მოვლენად, როგორსაც ეს კლასი თვით რუსეთში წარმოადგენდა (ამას მოითხოვდა აგრეთვე 1783 წლის ტრაქტატის სათანადო მუხლი), მაგრამ არსებითად ეს საკითხი ძალთა რეალურ განლაგებასა და საერთო პოლიტიკურ მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული. ცარიზმს ახლად დაპყრობილ ქვეყანაში ეს კლასი თავის სოციალურ დასაყრდენად მიაჩნდა და ცდილობდა მის ისეთ ორგანიზებას, რომ ყველაზე საიმედო ელემენტები გამოეაშკარავებინა.
 
1803 მთავარმართებელ პ. ციციანოვის პროექტის თანახმად, ქართლ-კახეთში დაარსდა თავადაზნაურობის წარმომადგენლობით ორგანოები - სამაზრო და საგუბერნიო დეპუტატთა საკრებულოები. სათანადო "წესებში" რელიეფურად ჩანდა მოვლენის სოციალურ-ეკონომიკური ბუნება: საარჩევნო და წარმომადგენლობითი უფლება, ისე როგორც რუსეთში, საქართველოშიც სრ მისცეს იმ აზნაურებს, "რომელთაც არ ჰქონდათ არავითარი საკუთრება და არავითარი შემოსავალი". ცოტა გვიან დადგა საკითხი მსხვილ ფეოდალთაგან დამოკიდებულ აზნაურთა პირადი და სამამულო უფლებების შესახებ. საკითხი ეხებოდა საეკლესიო და სათავადო აზნაურებს. სამეფო აზნაურები მექანიკურად ჩაირიჩხნენ სახაზინო უწყებაში. 1811 წელს მთავრობამ [[საეკლესიო აზნაური|საეკლესიო აზნაურებიც]] მამულითა და ყმით სახაზინო უწყებაში გადარიცხა. ამასთან სახაზინო მიწებზე მათი გადასახლების განკარგულება გასცა.
 
ბევრად უფრო რთული იყო თავადთაგან დამოკიდებულ აზნაურთა საკითხი. მთავარმართებელ ნ. რტიშჩევია აზრით, სათავადო აზნაურები მდაბიოებად უნდა ჩათვლილიყვნენ და არ უნდა ესარგებლათ რუსეთის აზნაურთა პრივილეგიებით. 1816 რტიშჩევს უცდია კიდეც ამ შეხედულების განხორციელება. შემდეგ მთავრობამ კურსი შეცვალა. 1820 წელს მთავარმართებელ ა. ერმოლოვის წინადადებით, "საქართველოს უმაღლესი მთავრობის საზოგადო კრებამ" განიხილა სათავადო აზნაურთა საკითხი და გამოიტანა დასკვნა - თავადთა ყმა აზნაურები სამეფო აზნაურთა ტოლნი არიანო. მწვავედ დადგა ამ აზნაურთა მამულების საკითხი. 1825 "საქართველოს უმაღლესი მთავრობის საზოგადო კრებამ" ერმოლოს წარუდგინა მოსაზრებები ამის შესახებ, სახელდობრ:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აზნაური“-დან