ევდემონ I: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ კატეგორია შეიცვალა |
თარგი |
||
ხაზი 1:
'''ევდემონ I''' (ჩხეტიძე) (გ. [[1578]]), დასავლეთ საქართველოს [[კათოლიკოს-პატრიარქი]] [[1557]]-[[1578]] წლებში. იმერეთის მეფეების [[ბაგრატ III, ალექსანდრე II-ის ძე|ბაგრატ III-ისა]] ([[1510]]-[[1565]]) და [[გიორგი II, იმერეთის მეფე|გიორგი II-ის]] ([[1565]]-[[1583]]) აქტიური თანამოაზრე დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებისა და კულტურულ-ეკონომიკური აღმშენებლობის საქმეში. ევდემონ I-ის სახელს უკავშირდება ბიჭვინთიდან [[აფხაზეთის საკათალიკოსო| საკათოლიკოსო რეზიდენციის]] გელათში გადატანა. აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ [[მალაქია| მალაქიასთან]] ერთად ხელმძღვანელობდა [[კათოლიკოსთა სამართალი|საეკლესიო კრებას]], რომელმაც სიკვდილით დასჯა დაუწესა ტყვეთა გამყიდველებს და მოაწესრიგა საეკლესიო მმართველობის დარღვეული წესები. ევდემონ I-მა მოახატვინა გელათის წმინდა გიორგის ტაძრის ნაწილი; შეაკეთა და მოახატვინა მოქვისა და ბიჭვინთის მონასტრების ნაწილი, რომელთა წარწერებში მოხსენებულია თვით ევდემონ I; [[1568]] წელს მოაჭედვინა ბიჭვინთის ღვთისმშობლის ოქროს ხატი. ცნობილია ევდემონ I-ის დაკვეთით გადაწერილი გელათის ხელნაწერები. ბიჭვინთის საკათოლიკოსო მამულს საკუთარი ხარჯით შეუძინა ახალი მამულები და ძვირფასი ინვენტარი. დასაფლავებულია გელათის წმინდა გიორგის ეკლესიაში.
{{საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები}}
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსები]]
|