ცივილიზაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: mwl:Cebelizaçon
ბოტის დამატება: lb:Zivilisatioun; cosmetic changes
ხაზი 1:
[[Imageფაილი:Manhattan panorama under clouds.jpg|thumb|right|250px|[[ქალაქი|ქალაქები]] ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია.]]
[[Imageფაილი:ac.parthenon5.jpg|thumb|right|250px|[[პართენონი|პართენონი]] [[ათენი|ათენში]] კლასიკური ბერძნული ცივილიზაციის ნიმუშია.]]
[[Imageფაილი:Machu-Picchu.jpg|thumbnail|250px|right|[[მაჩუ პიკჩუ|მაჩუ პიკჩუს]] ნანგრევები ინკების დაკარგული ცივილიზაციის სიმბოლოა.]]
'''ცივილიზაცია''' ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული კულტურულ-ისტორიულ კატეგორიაა, განსაკუთრებით დღეს, როცა ყურადღება ხალხებიდან და ქვეყნებიდან გადატანილ იქნა უფრო დიდ სტრუქტურებსა და პროცესებზე, რომლებიც ცივილიზაციის მასშტაბებში გაიაზრება. [[ო. ანდერლეს]] სიტყვით, კვლევის მიზნად იქცევა არა იმის გარკვევა, თუ რა ხდებოდა, არამედ როგორ ხდებოდა, ანუ პროცესების წარმმართველი კანონზომიერებების შესწავლა. დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გვეუფლება იმის გამო, რომ ვიცით “სულ უფრო მეტი სულ უფრო ნაკლების შესახებ”, საკმაოდ ვიცით რა “ხეების” შესახებ, ცოტა რამ თუ ვიცით “ტყეზე”.
 
იზრდება ინტერესი ლოკალური ცივილიზაციებისადმი, რომელთა ურთიერთობა არსებით გავლენას ახდენს მსოფლიო ისტორიულ პროცესზე. ინტერესის ზრდა დაკავშირებულია, ერთი მხრივ, [[ცივილიზაციათა შეჯახების თეორია |“ცივილიზაციათა შეჯახების”]] მოლოდინთან, მისი საფრთხის გაცნობიერებასთან, მეორე მხრივ - სწორხაზობრივი ცივილიზაციური მოდელების, მათ შორის, [[მარქსისტული ფორმაციული თეორიის]] კრიტიკასთან.
 
ამდენად, ცივილიზაციის ფენომენისადმი ინტერესის ზრდა განპირობებულია როგორც წმინდა აკადემიური, ასევე პრაქტიკული ინტერესით.
ხაზი 10:
 
== ცივილიზაციის ცნების განვითარება ==
ტერმინ “ცივილიზაციის” დამამკვიდრებლის პატივს დღემდე ერთმანეთს ეცილებიან ფრანგები და ინგლისელები. ორივე ენაში ზმნა “civiliser” – “to civilize” და ზმნიზედა “civilized” შესაბამის არსებით სახელზე ბევრად ადრე გაჩნდა.
 
იმ დროს, როცა წარმოიშვა ტერმინი “ცივილიზაცია”, ადამიანთა საზოგადოების ისტორიის შემეცნება ემყარებოდა წარმოდგენას ერთიან და ერთგვაროვან საკაცობრიო ცივილიზაციაზე, და არა რელატივისტურ თვალსაზრისს ეთნიკურ ან ისტორიულად არსებულ ცივილიზაციებზე. მის საფუძვლად და სათავედ ცხადდებოდა დაგროვილი გამოცდილება, მიწის საკუთრება, ადამიანის მიჯაჭვა მიწაზე, ვაჭრობა, სიმდიდრის დაგროვება ან რომელიმე სხვა ფაქტორი, პირველ რიგში – ადამიანის გონების სრულყოფა. ცივილიზაციის მახასიათებლებსა და სათავეებზე კამათობდნენ, ხანდახან – ცხარედაც, მაგრამ შეხედულება ცივილიზაციაზე, როგორც საერთო-საკაცობრიო ფენომენსა და კაცობრიობის საერთო მომავალზე, ეჭვს არ იწვევდა.
ხაზი 20:
მოგზაურთა, ლინგვისტთა, მეცნიერთა ერთობლივი ძალისხმევით, ცნება “ცივილიზაციის” შინაარსი გამდიდრდა და გამრავალფეროვნდა. რესტავრაციის ეპოქაში საფუძველი ჩაეყარა ცივილიზაციის მეტ-ნაკლებად მწყობრ თეორიებს.
 
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან თანდათანობით ჩამოყალიბდა ცივილიზაციის რაობის რადიკალურად განსხვავებული გაგება, რომლის თანახმად, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალის მრავალფეროვნება ადასტურებს '''ცივილიზაციის ფორმათა მრავალგვარობას'''; არ არსებობს საერთო საკაცობრიო ცივილიზაცია, როგორც განვითარების უმაღლესი საფეხური, რომელსაც კაცობრიობის ერთმა ნაწილმა მიაღწია, მეორე კი მისკენ მიემართება. კაცობრიობის სხვადასხვა ნაწილი განვითარების სხვადასხვა გზას გადის და არავითარი საერთო, საყოველთაო ხაზი აქ არ არსებობს. საფუძველი ჩაეყარა '''ლოკალურ ცივილიზაციათა თეორიებს''', რომელთა წარმომადგენლები არ იზიარებენ კაცობრიობის საერთო პროგრესის იდეას. ეს თეორიები წარმოადგენდა სავსებით ლოგიკურ რეაქციას [[ევოლუციონიზმი|ევოლუციონიზმსა]] და [[ევროპოცენტრიზმი|ევროპოცენტრიზმზე]], თუმცა ამ უკანასკნელთ, ცხადია, არსებობა არ შეუწყვეტიათ; შემდგომში ევოლუციონიზმისა და, განსაკუთრებით, ნეოევოლუციონიზმის წარმომადგენლებმა არაერთი საინტერესო არგუმენტით სცადეს თავიანთი თვალსაზრისის განმტკიცება, [[ლოკალურ ცივილიზაციათა თეორია|ლოკალურ ცივილიზაციათა თეორიების]] თანამედროვე ვერსიები კი მსოფლიოს ცივილიზაციური ხედვის სახით ჩამოყალიბდა.
 
 
ხაზი 26:
დღეს საუბარი შეიძლება ცივილიზაციის ცნების სამ ძირითად ინტერპრეტაციაზე:
 
1) [[ლოკალურ ცივილიზაციათა თეორია |ლოკალურ-ისტორიული]] ([[ნ. დანილევსკი]], [[ო. შპენგლერი]], [[არნოლდ ჯოზეფ ტოინბი|ა.ტოინბი]], [[ს.ჰანთინგტონი]] და სხვ.). დასახელებული მკვლევარები სხვადასხვა რაოდენობისა და სახელწოდების ცივილიზაციებს ითვლიან და მათი ურთიერთობაც სხვადასხვანაირად წარმოუდგენიათ, თუმცა მათ აერთიანებთ ცივილიზაციის ერთგვაროვანი გაგება.
 
2) ისტორიულ-სტადიური, რომელიც, ამა თუ იმ კრიტერიუმზე დაყრდნობით, განარჩევს სხვადასხვა ტიპის ცივილიზაციებს: ზეპირ, წერილობით, წიგნისა და ეკრანის; კოსმოგენურ, ტექნოგენურსა და ანთროპოგენურს; ტრადიციულსა და თანამედროვეს; ევოლუციურსა და ინოვაციურ ცივილიზაციებს და სხვ. გვხვდება ისეთი ტერმინებიც, როგორიცაა “შუბის ცივილიზაცია”, “მშვილდ-ისრის ცივილიზაცია” და ა.შ.
ხაზი 44:
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.wsu.edu:8080/~dee/WORLD.HTM მსოფლიო ცივილიზაციები]
* [http://www.learner.org/exhibits/collapse/ რატომ ეცემიან ცივილიზაციები?]
 
[[კატეგორია:ანთროპოლოგია]]
ხაზი 86:
[[ko:문명]]
[[la:Civilizatio]]
[[lb:Zivilisatioun]]
[[lt:Civilizacija]]
[[lv:Civilizācija]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცივილიზაცია“-დან