პეტრე I (კათოლიკოსი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ახალი გვერდი: '''წმინდა პეტრე I''' - იყო ქართლის პირველი კათოლიკოსი. ქართული [[მა...
ხაზი 1:
'''წმინდა პეტრე I''' - იყო ქართლის პირველი კათოლიკოსი. ქართული [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]] ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით [[30 ნოემბერი]], ახალი სტილით - [[13 დეკემბერი]]. იგი [[467]]-[[474]] წწ. განგებდა [[საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია|საქართველოს სამოციქულო ეკლესიას]]. ღვთის განგებით მან სათავე დაუდო საქართველოში კათოლიკოსთა დინასტიას.
'''პეტრე''', ქართლის პირველი [[კათოლიკოსი]] დაახლოებით V საუკუნის 60-70-იან წლებში, ეროვნებით [[ბერძნები|ბერძენი]]. [[ჯუანშერი|ჯუანშერის]] (XI საუკუნე) ცნობით, პეტრე წინათ ქ. ნაზიანში იყო მღვდლად. ბიზანტიის წინააღმდეგ ირან-საქართველოს ომის დროს [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასალმა]] საიდუმლოდ გაგზავნა მოციქულად ბიზანტიაში.
 
წმინდა მეფის [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]] ცხოვრების აღმწერელი ჯუანშერი მოგვითხრობს, რომ ვახტანგ მეფემ [[ბიზანტია]]ში ლაშქრობის დროს გაიცნო და დაიახლოვა „პეტრე მღვდელი მოწაფეთაგან გრიგოლ ღვთისმეტყველისათა“ და მონაზონი სამოელი. წმინდა მეფისა და წმინდა მამების სულიერმა სიახლოვემ და შემდგომში მათმა ბრძნულმა და შეთანხმებულმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოსა და ბიზანტიას შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებასა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას.
პეტრემ ხელი შეუწყო ბიზანტიასა და საქართველოს შორის მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობის დამყარებას. კათოლიკოსად დანიშნა ვახტანგ გორგასალმა, აკურთხეს საბერძნეთში.
 
ლაშქრობის შემდეგ ქართლში მომავალმა ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში „წარავლინა მოციქული წარმოყვანებად ცოლისა მისისა და პეტრესთვის კათალიკოსისა და სამოელ ეპისკოპოსისა“ და თან შეუთვალა, რომ „კათოლიკოსი და თორმეტნი ეპისკოპოსნი სწრაფვით წარმოავლინენ“. კონსტანტინეპოლის პატრიარქი დათანხმდა ქართლში კათოლიკოსის დადგენას და რადგანაც იმ პერიოდისთვის ქართლის წმიდა ეკლესია ანტიოქიის საპატრიარქოს ეკუთვნოდა, წმიდა პეტრე და წმიდა სამუელი ანტიოქიაში წარავლინა, რათა თვითონ ანტიოქიის პატრიარქს ეკურთხებინა პეტრე კათალიკოსად და სამოელი ეპისკოპოსად. ხელდასხმის შემდეგ კათოლიკოსი და ეპისკოპოსები ქართლში ჩამოვიდნენ და ამ პერიოდიდან იწყება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის თვითმმართველობა (ავტოკეფალია).
 
წმიდა პეტრე კათოლიკოსმა ავტოკეფალური ეკლესიის პრინციპით მოაწყო ეკლესიის მართვა-გამგეობა და ჩამოაყალიბა თვითმმართველობის ის ფორმა, რომელმაც შემდგომში კიდევ უფრო განამტკიცა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიებს შორის. წმიდა კათოლიკოსისა და წმიდა მეფის ურთიერთპატივისცემამ და შეთანხმებული ქმედებებით სარწმუნოებრივ-ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვამ საფუძველი დაუდო საერო და სასულიერო ხელისუფლების ჰარმონიული ურთიერთობების ისეთ ფორმას, რომელიც განსაზღვრავს ეკლესიის ავტორიტეტს ქვეყანაში და ხალხის მიერ ღვთივკურთხეული საერო ხელისუფლების სიყვარულსა და ერთგულებას.
[[კატეგორია:ბერძნები]]
 
წმიდა პეტრე, წმიდა ვახტანგ გორგასალთან ერთად იყო სპარსელებთან ომის დროს. როცა ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილმა ვახტანგ მეფემ „შეიტყო სიკვდილი თავისა თვისისა, მოუწოდა კათოლიკოსსა, ცოლსა თვისსა და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა“. წმიდა პეტრემ მიიღო წმიდა მეფის ბოლო აღსარება, მეფედ აკურთხა წმიდა ვახტანგ გორგასლის შვილი დაჩი და სიცოცხლის ბოლომდე ბრძნულად განაგებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას.
 
==ლიტერატურა==
 
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.