გალაკტიონ ტაბიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
92.54.221.160-ის რედაქტირება გაუქმდა; აღდგა ბოლოს BRUTE-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|გალაკტიონი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
[[სურათი:Galaktioni2.jpg|thumb|200px|right|გალაკტიონ ტაბიძე]]
 
'''გალაკტიონ ტაბიძე''' (დ. [[17 ნოემბერი]], [[1891]], [[ვანის რაიონი|ვანის რაიონის]] [[ჭყვიში (ვანის მუნიციპალიტეტი)|სოფ. ჭყვიში]] ― გ. [[17 მარტი]], [[1959]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] [[პოეტი]] და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი ([[1933]]), [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] აკადემიკოსი ([[1944]]), [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] [[ქართული პოეზია|ქართული პოეზიის]] ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.
 
==ბიოგრაფია==
{{ ესეისტური }}
გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა სოფელ ჭყვიშში. პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. [[1900]] წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. [[1908]] წლიდან სწავლა განაგრძო [[თბილისის სასულიერო სემინარია]]ში. [[1910]]–[[1911]] წლებში მუშაობდა მასწავლებლად. [[1917]]–[[1918]] წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 გამოცემულმა „არტისტულმა ყვავილებმა“ ავტორს „''გენიალური გალაკტიონისა''“ და „''პოეტების მეფის''“ სახელი მოუტანეს. [[1919]] წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. [[1922]]-[[1923]] წლებში გამოსცემდა [[გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი|„გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს“]]. [[1924]] წელს იგი იყო ჟურნალის „მნათობი“ ერთ-ერთი ფუძემდებელი. [[1935]] წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში.
 
გალაკტიონ ტაბიძე სიცოცხლეშივე იქნა აღიარებული „ქართული პოეზიის მეფედ“. მისი პოეზიის უთვალსაჩინოესი ნიმუშებია: „ლურჯა ცხენები“, „გობელენი“, „შერიგება“, „მთაწმინდის მთვარე“, „ალვები თოვლში“, „ოფორტი“, „შიშველი“, „მარმარილო“, „ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი“, „დგება თეთრი დღეები...“, „მგლოვიარე სერაფიმები“, „ყორანი“, „Voiles“, „სიშორით შენით“, „ვინ არის ეს ქალი?“, „სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში“, „შემოდგომა "უმანკო ჩასახების" მამათა სავანეში“, „ქარი, მსოფლიო ომის მაუწყებელი“, „ეფემერა“, „ისევ ეფემერა“, „მშობლიური ეფემერა“, „არდაბრუნება“, „იმ ვარდისფერ ატმებს...“, „სასაფლაონი“, „სროლის ხმა მთაში“, „ყანები“, „თოვლი“, „ავდრის მოლოდინი“, „ქარი ქრის“, „ქარი მოგონებათა“, „ქარი დაცხრა სიბობოქრის...“, „რაოდენ ფიქრს და ოცნებას იტევ...“, „სანამ წვიმა გადივლიდეს...“, „მუხებს ჩოხათ საქილეში...“, „კუმისი“, „სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა“, „რამდენი დარჩა გაუგებრობა“ და სხვა.
 
მიუხედავად მრავალი მცდელობისა, იმხანად გაბატონებულმა კომუნისტურმა რეჟიმმა ვერ შეძლო დიდი პოეტის საკუთარ სამსახურში ჩაყენება და მისი ნიჭის ექსპლუატაცია. ამის ნათელი დასტურია, თუნდაც, გალაკტიონის პოემა „მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა“ ([[1924]]), რომელიც 1924 წლის ეროვნულ ამბოხებას მიეძღვნა. პოეტი ვერ ეგუებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვას.
 
უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც,რომელმაც პოეზიას ახალი სიციცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქმნილება შესძინა.
უდიდესი პოპულარობისა და თის მონოგრაფიაში ქართული ლიტერატურის ისტორიაზე, რომელიც [[2000]] წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა ლონდონში.
 
გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. „პოეტების მეფემ“ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო ოფიციოზის მისდამი გულგრილი დამოკიდებულებით{{ფაქტი}}.
 
გალაკტიონ ტაბიძე და მისი დიდებული შემოქმედება მუდამ იყო მოქცეული დასავლეთის ლიტერატურათმცოდნეთა ყურადღების ცენტრში. მისი ლექსების და პოემების თარგმანები სისტემატურად ქვეყნდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ არაერთი თარგმანი გამოქვეყნდა ქართული ემიგრანტული პრესის ფურცლებზე (ჟურნალები „კავკასიონი“, [[ბედი ქართლისა (ჟურნალი)|„ბედი ქართლისა“]] და ა. შ.). [[1991]] წელს გალაკტიონის ერთტომეული გამოიცა ბერლინში, გერმანულ ენაზე. მისი შემოქმედების შესახებ შტეფი იუნგერ-ხოტივარის მიერ მომზადებული სტატია შესულია „მსოფლიო ლიტერატურის ენციკლოპედიურ ლექსიკონში“, რომელიც შტუტგარტში, გერმანულ ენაზე გამოიცა [[2004]] წელს. [[1992]] წელს საერთაშორისო ქართველოლოგიური ჟურნალის [[გეორგიკა (იენა)გეორგიკა]] ([[იენა]]) მე-15 ტომში გამოქვეყნდა ქრისტიან ლიჰტენფელდის ვრცელი სტატია პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. გალაკტიონის შემოქმედების განხილვას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პროფ. დონალდ რაიფილდის მონოგრაფიაში ქართული ლიტერატურის ისტორიაზე, რომელიც [[2000]] წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა ლონდონში.
 
==იხილეთ აგრეთვე==