ვიქტორ გოგლიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
929931 ცვლილების გაუქმება Drobny2010-ის მიერ (განხილვა)
No edit summary
ხაზი 5:
[[File:Victor_1935.jpg|thumb|]]პირველი ქართველი ოსტატი (1930), პირველი საერთაშორისო ოსტატი (1950), სპორტის დამსახურებული ოსტატი (1941), საკავშირო კატეგორიის მსაჯი (1949), ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1957), საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (1936–1953). პროფესიით მშენებელი – დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
 
1922 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ტაშკენტის გიმნაზია და ჩააბარა გამოცდები ტაშკენტის კონსერვატორიაში სადირიჟორო ფაკულტეტზე. 20–ან წლებში გახდა უზბეკისტანის ერთ–ერთი უძლიერესი მოჭადრაკე. 1925 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა თბილისში. 1928 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი და იმავე წელს გაიმარჯვა ამიერკავკასიის ჩემპიონატში. 1928 წელს წააგო საკვალიფიკაციო მატჩი ნიკოლაი გრიგორიევთან (4.5/5.5), მაგრამ 1930 წელს მოუგო მატჩი ვლადიმერ ნანაროკოვთან (8/5) და გახდა საქართველოს პირველი ოსტატი ჭადრაკში. 1933 წელს გაიმარჯვა სსრ კავშირის ოსტატთა ტურნირში, 1934 წელს აიღო პირველი ადგილი თბილისის ტურნირში ცნობილი ავსტრიელი ოსტატის ჰანს კმოხის მონაწილეობით. მოსკოვის (1935 – +4–4=11) და მოსკოვი–ლენინგრადის(1939 – +4–5=8) საერთაშორისო ტურნირების მონაწილე. სამგზის სსრ კავშირის ჩემპიონატების მონაწილე (საუკეთესო შედეგი 5–7 ადგილი,1937 – +5–2=12). ვიქტორ გოგლიძეს შეხვედრია ემანუილ ლასკერს[http://en.wikipedia.org/wiki/Emanuil_lasker], ხოსე რაულ კაპაბლანკას[http://en.wikipedia.org/wiki/capablanca], სალომონ ფლორს, [[http://en.wikipedia.org/wiki/Salomon_Flohr],პაულ კერესი|პაულ კერესს{http://en.wikipedia.org/wiki/Paul_Keres]], [[სამუილ რეშევსკი]]ს, [[ანდრე ლილიენტალ]]ს, [[მიხეილ ბოტვინიკ]]ს, [[ვასილ სმისლოვ]]ს და სხვა კორიფეებს. როცა კაპაბლანკასთან პარტია ყაიმით დასრულდა (1935 წლის მოსკოვის საერთაშორისო ტურნირი), კაპაბლანკას უთქვამს : ბედნიერია ის ქვეყანა, რომელსაც ასეთი მოჭადრაკე ჰყავს.
1940 წლიდან ვიქტორ გოგლიძე გადავიდა სახელმწიფო სამსახურში. 1954 წელს უბრუნდება ჭადრაკს და 1957 წელს გიორგი მერკვილაძესთან ერთად ხსნის საჭადრაკო სკოლას. მომდევნო წლებში სკოლაში გაიზარდნენ საქართველოს წამყვანი მოჭადრაკეები (ზ.აზმაიფარაშვილი, ე.უბილივა, ნ.იოსელიანი და ბევრი სხვა).
22 სექტემბერს 17.30 ვიქტორ არსენის ძე გოგლიძე – პირველი ოსტატი ჭადრაკში გარდაიცვალა გულის შეტევით. დაკრძალვის დღეს 26 სექტემბერს იგი ცენტრალურ საჭადრაკო კლუბში გადმოასვენეს. მოვიდა უამრავი ხალხი – გატაკეტეს რუსთაველის გამზირი. სამგლოვიარო მიტინგზე გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვეს ქართული სპორტის ამაგდარმა, სპორტის დამსახურებული ოსტატი გიორგი მერკვილაძემ და ვიქტორის უახლოესმა მეგობარმა საშა ფალანდიშვილმა. გიორგი მერკვილაძემ თავის გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაამთავრა : "საქართველოში ჭადრაკის განვითარებაში ვიქტორ გოგლიძეს უაღრესად დიდი როლი მიუძღვის, მრავალი საჭადრაკო ტერნნირის მონაწილემ, შესანიშნავმა მოჭადრაკემ თავისი პერტიების მდიდარი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მუდამ კეთილი, გულისხმიერი, უაღრესად თავაზიანი და კარგი მეგობარი – ასეთი იყო სახელოვანი მოჭადრაკე, ასეთი დარჩება იგი ჩვენს ხსოვნაში".
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვიქტორ_გოგლიძე“-დან