ვიქტორ გოგლიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
 
პირველი ქართველი ოსტატი (1930), პირველი საერთაშორისო ოსტატი (1950), სპორტის დამსახურებული ოსტატი (1941), საკავშირო კატეგორიის მსაჯი (1949), ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1957), საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (1936–1953). პროფესიით მშენებელი – დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
[[File:Victor1935Victor_1935.jpg|thumb|]]
1922 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ტაშკენტის გიმნაზია და ჩააბარა გამოცდები ტაშკენტის კონსერვატორიაში სადირიჟორო ფაკულტეტზე. 20–ან წლებში გახდა უზბეკისტანის ერთ–ერთი უძლიერესი მოჭადრაკე. 1925 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა თბილისში. 1928 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი და იმავე წელს გაიმარჯვა ამიერკავკასიის ჩემპიონატში. 1928 წელს წააგო საკვალიფიკაციო მატჩი ნიკოლაი გრიგორიევთან (4.5/5.5), მაგრამ 1930 წელს მოუგო მატჩი ვლადიმერ ნანაროკოვთან (8/5) და გახდა საქართველოს პირველი ოსტატი ჭადრაკში. 1933 წელს გაიმარჯვა სსრ კავშირის ოსტატთა ტურნირში, 1934 წელს აიღო პირველი ადგილი თბილისის ტურნირში ცნობილი ავსტრიელი ოსტატის ჰანს კმოხის მონაწილეობით. მოსკოვის (1935 – +4–4=11) და მოსკოვი–ლენინგრადის(1939 – +4–5=8) საერთაშორისო ტურნირების მონაწილე. სამგზის სსრ კავშირის ჩემპიონატების მონაწილე (საუკეთესო შედეგი 5–7 ადგილი,1937 – +5–2=12). ვიქტორ გოგლიძეს შეხვედრია [[ემანუილ ლასკერ]]ს, ხოსე რაულ [[კაპაბლანკა]]ს, სალომონ [[ფლორ]]ს, [[პაულ კერეს]]ს, [[სამუილ რეშევსკი]]ს, [[ანდრე ლილიენტალ]]ს, [[მიხეილ ბოტვინიკ]]ს, [[ვასილ სმისლოვ]]ს და სხვა კორიფეებს. როცა კაპაბლანკასთან პარტია ყაიმით დასრულდა (1935 წლის მოსკოვის საერთაშორისო ტურნირი), კაპაბლანკას უთქვამს : ბედნიერია ის ქვეყანა, რომელსაც ასეთი მოჭადრაკე ჰყავს.
1940 წლიდან ვიქტორ გოგლიძე გადავიდა სახელმწიფო სამსახურში. 1954 წელს უბრუნდება ჭადრაკს და 1957 წელს გიორგი მერკვილაძესთან ერთად ხსნის საჭადრაკო სკოლას. მომდევნო წლებში სკოლაში გაიზარდნენ საქართველოს წამყვანი მოჭადრაკეები (ზ.აზმაიფარაშვილი, ე.უბილივა, ნ.იოსელიანი და ბევრი სხვა).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვიქტორ_გოგლიძე“-დან