მაქს ფრიში: განსხვავება გადახედვებს შორის

ბოტის დამატება: vi:Max Frisch; cosmetic changes
(ბოტის დამატება: da:Max Frisch)
(ბოტის დამატება: vi:Max Frisch; cosmetic changes)
'''მაქს ფრიში''' (Max Frisch; დ. [[15 მაისი]], [[1911]], [[ციურიხი]] — გ. [[4 აპრილი]], [[1991]], იქვე) შვეიცარიელი არქიტექტორი, დრამატურგი და ნოველისტი, [[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდეგ გერმანულენოვანი ლიტერატურის აღიარებული წარმომადგენელია. თავის შემოქმედებაში ფრიშმა ადამიანის პიროვნების, ინდივიდუალიზმის, პასუხისმგებლობის, ზნეობისა და პოლიტიკური მიმართულების პრობლემები დააყენა. ომის შემდგომ გამოცემებს მისი ირონიული შტრიხი გადასდევს. ფრიში [[ოლტენის ჯგუფი]]ს წევრი იყო.
 
== ბიოგრაფია ==
მაქს რუდოლფ ფრიში 1911 წელს ციურიხში არქიტექტორ ფრანც ბრუნო ფრიშისა და კაროლინა ბეტინა ვილდერმუთის ოჯახში დაიბადა. გიმნაზიის დასრულებისთანავე 1930 წელს მან [[ციურიხის უნივერსიტეტი|ციურიხის უნივერსიტეტში]] ჩააბარა და გერმანული ლიტერატურის შესწავლას შეუდგა, თუმცა ორ წელიწადში მამამისის გარდაცვალებით გამოწვეული უსახსრობის გამო სწავლისთვის თავის დანებება მოუწია. სამაგიეროდ, მან შვეიცარიაში ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს გამოცემა [[Neue Zürcher Zeitung]]-ში დაიწყო ჟურნალისტად და მესვეტედ მუშაობა. 1933 წელს მან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში იმოგზაურა, 1935 წელს პირველად ეწვია [[გერმანია]]ს.
 
1936-41 წლებში ფრიში [[არქიტექტურა]]ს სწავლობდა. მისი პირველი და აქამდე ცნობილი პროექტი 1942 წელს გახორციელდა ციურიხის ცენტრში საზოგადოებრივი აბანოს სახით.
1947 წელს ციურიხში ის [[ბერტოლტ ბრეხტი|ბერტოლტ ბრეხტს]] შეხვდა. 1951 წელს ფრიში როქფელერის ნდობით დაჯილდოვდა და ერთი წელიწადი [[აშშ]]-ში გაატარა. 1955 წლის შემდეგ ის მხოლოდ არასაშტატო ავტორად მუშაობდა. თავისი გამოცდილება ომისშემდგომი ევროპის შესახებ ფრიშმა 1946-49 წლებით დათარიღებულ დღიურში საკმაოდ ხატოვნად აღწერა. დღიური შემდგომი რომანების წინასწარ მონახაზებსაც მოიცავს.
 
1950-60-იან წლებში ფრიშმა ისეთი ნაწარმოებები შექმნა, რომელთაც სულ მალე მსოფლიო აღიარება ხვდათ წილად. ნაწარმოებებში ფრიშს თანამედროვე საზოგადოებაში არსებული გაუცხოებისა და პოიროვნული თვითშეცნობის პრობლემა გამოაქვს პირველ პლანზე. ესენია: „მე სტილერი არ ვარ“ (1954 წ.), „Homo Faber“ (1957 წ.) და „ ვიქნები თუნდაც განტენბაინი“ (1964 წ.). დამატებით, მან რამდენიმე მაღალინტელექტუალური პოლიტიკური დრამაც დაწერა : „ანდორა და ფაიერაიზერები“. ფრიში პერიოდულად განაგრძობდა თავისი დღიურიდან ნაწყვეტების გამოქვეყნებას. ნაწყვეტები მედია-რეპორტაჟებს და პარადოქსულ კითხვარებს შეიცავდა, როგორიცაა მაგალითად: „პიროვნული რეფლექცია და რეპორტაჟი“. 1969 წელს მას შეუყვარდა ქალი, სახელად ანტონია ქუიქი .
 
მაქს ფრიში 1991 წელს ციურიხში კიბოთი გარდაიცვალა. [[ფრიდრიხ დიურენმატი|ფრიდრიხ დიურენმატთან]] ერთად მაქს ფრიში XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან შვეიცარიელ მწერლად სახელდება. ფრიში საპატიო მეცნიერის წოდებით დაჯილდოებულია 1962 წელს [[მარბურგის უნივერსიტეტი]]ს მიერ, გერმანია, [[ბირმინგჰემის უნივერსიტეტი]]ს მიერ 1980 წელს და 1987 წელს [[ბერლინის უნივერსიტეტი]]ს მიერ. ფრიშს ბევრი ლიტერატურული ჯილდო აქვს მიღებული: Georg-Büchner-Preis 1958 წელს, Friedenspreis des Deutschen Buchhandels 1976 წელს და Heinrich-Heine-Preis 1989 წელს. 1965 წელს მას იერუსალიმის ჯილდო ერგო საზოგადოებაში ინდივიდის თავისუფლების წამოწევისათვის.
 
{{DEFAULTSORT:ფრიში, მაქს}}
[[tr:Max Frisch]]
[[uk:Макс Фріш]]
[[vi:Max Frisch]]
[[zh:馬克斯·弗里施]]
77,408

რედაქტირება