1 205
რედაქტირება
გრანდიოზული და რთული გეგმარებისაა აბულის ციხე, რომელიც [[პატარა აბული|მცირე აბულის მთის]] სამხრეთ კალთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 2800 მ–ის სიმაღლეზე. აქ მთელი ქედი თხემიდან სოფ. აბულამდე [[მორენე|მორენებითაა]] დაფარული. ამით უსარგებლიათ ძველთაგანვე და ლოდების მცირე გადაადგილებით მიუღიათ დარან-სამალავები, რომლებსაც ვიწრო, დაბალი შესაძრომი აქვთ. საკმარისია ერთი ლოდის აფარება და ყველაფერი შეუმჩნეველია, ის აღარაფრით გამოირჩევა ქვიანი მასის საერთო გროვიდან. ციხე-გალავანი ამ [[დარანი|დარნების]] შუაში, მაღალ ადგილზეა აგებული. ის შედგება გალავნის, შიდა-ციხისა და მის კედლებზე შიგნიდან მიშენებული სათავს-სადგომებისაგან.
|
რედაქტირება