აბულის ციკლოპური ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
სოფელი [[აბული]] განსაკუთრებით საინტერესოა არქეოლოგიურად. სოფელს დასცქერის შრალად ნაგები აბულის [[ციკლოპური ციხე]]. მის შესასვლელში, იქ, სადაც ძველი საურმე და სამანქანო გზა ერთდება, ზედაპირზევეა ქვაყუთის ტიპის საფლავები.
გრანდიოზული და რთული გეგმარებისაა აბულის ციხე, რომელიც [[პატარა აბული|მცირე აბულის მთის]] სამხრეთ კალთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 2800 მ–ის სიმაღლეზე. აქ მთელი ქედი თხემიდან სოფ. აბულამდე [[მორენე|მორენებითაა]] დაფარული. ამით უსარგებლიათ ძველთაგანვე და ლოდების მცირე გადაადგილებით მიუღიათ დარან-სამალავები, რომლებსაც ვიწრო, დაბალი შესაძრომი აქვთ. საკმარისია ერთი ლოდის აფარება და ყველაფერი შეუმჩნეველია, ის აღარაფრით გამოირჩევა ქვიანი მასის საერთო გროვიდან. ციხე-გალავანი ამ [[დარანი|დარნების]] შუაში, მაღალ ადგილზეა აგებული. ის შედგება გალავნის, შიდა-ციხისა და მის კედლებზე შიგნიდან მიშენებული სათავს-სადგომებისაგან.
მიუხედავად იმისა, რომ წყობა ყველგან მშრალია, კედლების სიმაღლე ზოგან 5 მ-მდე აღწევს, სიგანე კი 3 მ-ია. „შიდაციხე“ მოიცავს ფართობს დაახლოებით 60×40 მ. დასავლეთის ორი კუთხე მართია, აღმოსავლეთისა - მომრგვალებული. ბურჯებიდანაც ორი მრგვალია, სამი - ოთხკუთხა. შესასვლელი ორია - სამხრეთ და დასავლეთ კედლებში.
1 205

რედაქტირება