აბულის ციკლოპური ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: სოფელი აბული განსაკუთრებით საინტერესოა არქეოლოგიურად. სოფე...)
 
სოფელი [[აბული]] განსაკუთრებით საინტერესოა არქეოლოგიურად. სოფელს დასცქერის შრალად ნაგები აბულის ციკლოპური ციხე. მის შესასვლელში, იქ, სადაც ძველი საურმე და სამანქანო გზა ერთდება, ზედაპირზევეა ქვაყუთის ტიპის საფლავები.
გრანდიოზული და რთული გეგმარებისაა აბულის ციხე, რომელიც [[პატარა აბული|მცირე აბულის მთის]] სამხრეთ კალთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 2800 მ–ის სიმაღლეზე. აქ მთელი ქედი თხემიდან სოფ. აბულამდე [[მორენე|მორენებითაა]] დაფარული. ამით უსარგებლიათ ძველთაგანვე და ლოდების მცირე გადაადგილებით მიუღიათ დარან-სამალავები, რომლებსაც ვიწრო, დაბალი შესაძრომი აქვთ. საკმარისია ერთი ლოდის აფარება და ყველაფერი შეუმჩნეველია, ის აღარაფრით გამოირჩევა ქვიანი მასის საერთო გროვიდან. ციხე-გალავანი ამ [[დარანი|დარნების]] შუაში, მაღალ ადგილზეა აგებული. ის შედგება გალავნის, შიდა-ციხისა და მის კედლებზე შიგნიდან მიშენებული სათავს-სადგომებისაგან.
მიუხედავად იმისა, რომ წყობა ყველგან მშრალია, კედლების სიმაღლე ზოგან 5 მ-მდე აღწევს, სიგანე კი 3 მ-ია. „შიდაციხე“ მოიცავს ფართობს დაახლოებით 60×40 მ. დასავლეთის ორი კუთხე მართია, აღმოსავლეთისა - მომრგვალებული. ბურჯებიდანაც ორი მრგვალია, სამი - ოთხკუთხა. შესასვლელი ორია - სამხრეთ და დასავლეთ კედლებში.
1 205

რედაქტირება