კალვინიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: nds:Calvinismus
+{{პროტესტანტიზმი}}
ხაზი 1:
{{პროტესტანტიზმი}}
'''კალვინიზმი''',პროტესტანტული რელიგიური მოძღვრება, რომელიც შექმნა [[ჟან კალვინი|ჟან კალვინმა]]. მიმართული იყო როგორც კათოლიციზმის, ასევე სახელმწიფო რეფორმაციის წინააგმდეგ. კალვინიზმის თანახმად, რწმენის ერთადერთ წყაროს და უმაღლეს ავტორიტეტს წარმოადგენს [[ბიბლია]], საღვთო წერილი; მას უნდა შეესაბამებოდეს [[რელიგია]], მორალი, [[პოლიტიკა]], საეკლესიო ორგანიზაცია. საზოგადოება და სახელმწიფო უნდა ექვემდებარებოდეს ”ჭეშმარიტ” ეკლესიას (კალვინისტური თეოკრატიის პრინციპი). კალვინიზმის საფუძველია ღვთაებრივი აბსოლუტურის წინასწარგანსაზღვრის ანუ ბედისწრეის დოქტრინა, რომლის თანახმად, ღმერთმა ჯერ კიდევ სამყაროს შექმნამდე განსაზღვრა ადამიანთა ბედი: ერთ ნაწილს, ე.წ. ”რჩეულთ”, ელით იმქვეყნიური ცხოვრება, [[სამოთხე]], მეორე ნაწილს კი ე.წ. ”მისჯილთ”, წაწყმედა, ჯოჯოხეთი. მაგრამ მოძღვრება ბედისწერაზე არ გულისხმობს ადამიანის პასიურ, ფატალისტურ მორჩილებას ბედისადმი.[[ფაილი:Interior of a Calvinist church.PNG|thumb|200px|კალვინისტური ტაძარი. სურათი დახატულია ემანუელ დე ვიტის მიერ და ასახავს მე-17 საუკუნის კალვინისტურ ტაძარს, მრევლი უსმენს ცერემონიას.]]
[[ჟენევა|ჟენევაში]] სადაც პირველად გაიმარჯვა კალვინიზმმა ([[1541]]), გაუქმდა საეკლესიო იერარქია, უარი თქვეს ხატებზე, წმ.ნაწილებზე და ყველა საეკლესიო მორთულობაზე; შემცირდა უქმე დღეთა რიცხვი, აიკრძალა საეკლესიო [[მუსიკა]]. კალვინიზმის მიხედვით, ღვთისმსახურება მდგომარეობს ბიბლიის კითხვაში, [[ფსალმუნი|ფსალმუნების]] საერთო [[გალობა|გალობაში]] და ქადაგებაში. ეკლესიაში საკურთხეველი შეიცვალა უბრალო მაგიდით, დატოვეს მხოლოდ ორი საიდუმლო - [[ნათლობა]] და [[ზიარება]], რომლებიც კალვინისტებს ესმით, ”როგორც ”ღმერთთან სულიერი კავშირის დამყარება”, რომლის დროს [[იესო ქრისტე]] კვებავს მორწმუნეთა [[სული|სულს]]”.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კალვინიზმი“-დან