პროტესტანტული რეფორმაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

==95 თეზისი==
{{მთავარი|მარტინ ლუთერი}}
საპასუხოდ, [[1517]] წლის ოქტომბერში ლუთერმა, ეკლესიაში დამკვიდრებული უმსგავსეობისათვის ყურადღების მისაპყრობად, ვიტენბერგის ეკლესიის კარზე მიაჭედა თავისი "95 თეზისი", სადაც ამტკიცებდა, რომ ქრისტიანი პაპის ინდულგენციებით კი არა, არამედ მტკიცე რწმენითა და ჭეშმარიტი სინანულით მოიპოვებს ხსნას. ლუთერმა ეკლესია მნისვნელოვანმნიშვნელოვან თეოლოგიურ საკითხებზე დისპუტში გამოიწვია, მაგრამ უშედეგოდ. [[1518]] წელს [[რომი|რომში]] დაიწყო სასამართლო პროცესი ლუთერის წინააღმდეგ. [[1520]] წელს პაპმა ლეო X–მ ლუთერი ერეტიკოსად გამოაცხადა და ეკლესიიდან მოკვეთა, მაგრამ ვერ შეაჩერა. ლუთერმა უგულვებელყო პაპის განაჩენი.
 
ლუტერმალუთერმა განაგრძო თავის ნაშრომებში პაპის ბიწიერების გაკიცხვა და საკუთარი მრწამსის ჩამოყალიბება. მან უარყო პაპის, როგორც ამქვეყნად "ქრისტეს ნაცვლის", ასევე საეკლესიო მოძღვრის, როგორც მორწმუნესა და ღმერთს შორის შუამავლის ავტორიტეტი, მოუწოდებდა ქრისტიანებს თავად ეპოვათ გზა ღმერთისაკებ მხოლოდ წმინდა წერილზე დაყრდნობით. ნაშრომში "ქრისტიანობის თავისუფლების შესახებ", ის ათავისუფლებდა მორწმუნეებს საეკლესიო ვალდებულებებისაგან, როგორიცაა [[მარხვა]], მომლოცველობა, [[აღსარება]], წმინდანთა თაყვანისცემა. მას ზედმეტად მიაჩნდა ბერობის აღთქმა და სასულიერო ორდენებში გაერთიანება. შვიდი საიდუმლოებიდან ის მხოლოდ ორს – ნათლობასა და ზიარებას აღიარებდა.
 
[[კატეგორია:რეფორმაცია| ]]
1 473

რედაქტირება