გაბრიელ მთავარანგელოზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Goldenlocks.jpg|thumb|200px|გაბრიელ მთავარანგელოზის მე-12 საუკუნის ხატი [[ნოვგოროდი|ნოვგოროდიდან]].]]
'''გაბრიელი''' (სტანდ. ივრითზე: {{lang-he|גַּבְרִיאֵל}}, გავრიელ; ლათ.: {{lang-la|Gabrielus}}, არაბ.: {{lang-ar|جبريل}} ღაბრილ, ჯიბრილ) სხვადასხვა რელიგიაში მაღალი რანგის [[ანგელოზი|ანგელოზია]], რომელიც [[ღმერთი|ღმერთის]] მაცნედ ევლინება ადამიანებს. ის პირველად [[დანიელის წიგნი|დანიელის წიგნში]] ფიგურირებს ებრაულ ბიბლიაში. სახელი გაბრიელი შესაძლებელია ნიშნავდეს ”ღვთის კაცს” ან ”ღვთის გმირს”. მას ასევე ზოგან მოიხსენიებენ როგორც ”ღვთის მარცხენა ხელს”.
 
აბრაამული რელიგიების მიხედვით გაბრიელი [[მთავარანგელოზი|მთავარანგელოზია]], რომელიც ღმერთის მაცნედ მსახურობს. ზოგან მას სიკვდილის ანგელოზადაც მიიჩნევენ, ცეცხლისა და მეხის უფლად, მაგრამ უფრო ხშირად ის ღმერთის მთავარი მაცნეა, და ტრადიციულად ერთადერთი ანგელოზია, რომელსაც სირიულად და ქალდეურად შეუძლია ლაპარაკი. გაბრიელს ხშირად [[მიქაელ მთავარანგელოზი|მიქაელთან]] აიგივებენ შეცდომით. ეს უკანასკნელი ხმალს ფლობს და [[ედემი|ედემის ბაღს]] (მოგვიანებით კი სამოთხეს) დარაჯობს [[ადამი|ადამის]], [[ევა|ევასა]] და მისი შთამომავლებისგან.