მარაბდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
No edit summary
ხაზი 1:
'''მარაბდა''', [[თეთრი წყაროს რაიონი]]ს [[სოფელი|სოფლების]] [[ახალი მარაბდა|ახალი მარაბდისა]] და [[ძველი მარაბდა|ძველი მარაბდის]] ძველი სახელწოდება. მარაბდა პირველად მოხსენიებულია XI საუკუნის დასაწყოისის წყაროებში („[[მატიანე ქართლისა]]“). [[1625]] წელს მარაბდასთან გაიმართა [[მარაბდის ბრძოლა|ბრძოლა]] [[ქართველები|ქართველთა]] და [[სპარსელები|სპარსელთა]] ლაშქარს შორის. სოფლის (ძველი მარაბდის) განაპირას დგას წმინდა მარინეს ეკლესია (XVI-XVII სს.). გადმოცემით, მის მახლობლად დაკრძალულია მარაბდის ბრძოლის გმირი [[ცხრა ძმა ხერხეულიძე]]. მარაბდელი იყო XIX საუკუნის გმირი [[არსენა ოძელაშვილი]]. XX საუკუნის 40-იან წლებში ძველი მარაბდიდან გადასულმა მოახალშენეებმა დააარსეს სოფელი ახალი მარაბდა.
 
==მარაბდის წარმოშობის შესახებ==
სოფელ მარაბდას პირველად მოხსენიებულია XI ს-ის დასაწყისში (“მატიანე ქართლისა“).
[[1537]]-[[1538|1538 წლებში]] მეფე [[ლუარსაბ I]]-ის განჩინებით ძმები იოთამ და ორბელ ბარათაშვილები გაყრილან და მარაბდა იოთამს რგებია.
შემდგომში მარაბდა ფარიშატისა და გიორგი ბარათაშვილისაა. ამ დროიდან მოყოლებული სოფელი ძირითადად ბარათაშვილების საბატონო საკუთრებად ქცეულა.
ჩვენ ხელთ არსებული მცირე მასალების მიხედვით სოფელი ორჯერ აღგვილა პირისაგან მიწისა. მათგან ერთი სავარაუდოდ ცნობილი მარაბდის ბრძოლის დროს მოხდა 1625 წელს.
XVII ს-ის ბოლოსა და XVIII ს-ის დასაწყისში იწყება სოფლის ხელახალი აღორძინება.<ref>მოცემული ნაშრომი თავდაპირველად იყო გამოქვეყნებული [http://lemill.net/ ლემილზე], [http://lemill.net/content/webpages/10db10d010e010d010d110d310d810e1-10ec10d010e010db10dd10e810dd10d110d810e1-10e810d410e110d010ee10d410d1/view მისი ბმული]. ავტორი - [http://lemill.net/community/people/GioTe Giorgi Tedoradze] </ref>
 
==ლიტერატურა==
* ''თოდრია თ.,'' ქსე, ტ. 6, გვ. 425, თბ., 1983
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორიული სოფლები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარაბდა“-დან