დემნა შენგელაია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''დემნა შენგელაია''' '''(დ.1896 – გ.1990)''– ქართველი მწერალი. დაიბადა [[სამტრედია]]ში. თავდაპირველად სასწავლებლად [[თბილისი]]ს რკინიგზის სკოლაში მიაბარეს, შემდგომ კი ქართულ გიმნაზიაში გადაიყვანეს, რომელიც 1917 წელს დაასრულა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დემნა შენგელაია სწავლის გასაგრძელებლად [[მოსოვი|მოსკოვში]] გაემგზავრა, მაგრამ რამდენიმე თვეში უკან დაბრუნდა და 1917-1919 წლებში, როგორც საქართველოს შეიარაღებული არმიის რიგით ჯარისკაცმა, მონაწილეობა მიიღო სამხრეთის ფლოტზე მიმდინარე საომარ ოპერაციებში, სადაც დაჭრილა კიდეც.
 
1920 წელს მან სწავლა გააგრძელა [[თბილისის უნივერსიტეტი]]ს სიტყვიერების ფაკულტეტზე, მაგრამ 1922 წელს სწავლას თავი დაუნებებია და აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობას შეუდგა. 1932 წელს დემნა შენგელაია სასწავლებლად შედის [[თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი|თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში]] გეოლოგიის ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ იგი გატაცებით ეუფლებოდა ახალ სპეციალობას, მწერლობის დიდ სამყაროში უკვე სამუდამოდ ფეხშედგმულმა სამიოდე წლის შემდგომ მიანება სწავლას თავი და მთელი ძალა და ენერგია შემოქმედებით მოღვაწეობას დაუთმო.