ანკარასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: tr:Kırbaç yılanıgiller
ბოტის დამატება: la:Colubridae; cosmetic changes
ხაზი 26:
== სხეულის აგებულება ==
 
ანკარებს შორის არიან როგორც დიდი (3,5 მეტრი), ისევე პატარა (15 სანტიმეტრამდე) სახეობები. მათი სხეული ზემოდან დაფარულია ერთფეროვანი, ბრტყელი ან ნეკნისმაგვარი ქერცლებით, რომლებიც განლაგებულია სწორ, განივ რიგებად. სხეულის ქვედა ნაწილი ზოგჯერ შესამჩნევად გაფართოებულია და დაფარულია წინწამოწეული მუცლის ფარებით. ზღვარი მუცელსა და გვერდებს შორის ხშირად მკვეთრად გამიჯნულია. თავი ზემოდან დაფარულია მსხვილი ფარებით, რომლებსაც, ხანდახან, აღენიშნება თავისებური ქერცლოვანი წანაზარდები, ძირითადად ცხვირთან განლაგებული. ამ წანაზარდების მნიშვნელობა ბოლომდე განსაზღვრული არაა, თუმცა ის კი ცნობილია, რომ მდედრებსა და მამრებს გასხვავებული გააჩნიათ. ანკარასებრთა ოჯახის წარმომადგენლებს არ გააჩნიათ მენჯისა და უკანა ფეხების რუდიმენტები, სწორედ ამიტომ მიეკუთნებიან ისინი ინფრაჯგუფს [[Cenophidia]] ანუ უმაღლესი გველები. აქვთ მხოლოდ ერთი, მარჯვენა ფილტვი და გრძელი, ჰორიზონტალურად მდებარე ზედა ყბის ძვალი. ანკარების თავი თითქმის შეუმჩნევლად გადადის სხეულში, ანდა პირიქით, საზღვარი მათ შორის მკვეთრადაა გამიჯნულია. განსხვავებულია კუდის სიგრძეც - ზოგს ძალიან გრძელი აქვს, ზოგს მოკლე, ზოგი სახეობის - მკვეთრადაა დამოკლებული, ზოგიერთის კი მკვეთრად წვრილდება სხეულის ბოლოში.
 
=== თვალების აგებულება ===
 
[[სურათიფაილი:Ahaetulla prasina2.jpg|thumb|[[Ahaetulla prasina]]]]
 
ანკარა გველების უმეტესობას თვალები კარგად აქვთ განვითარებული. გააჩნიათ მრგვალი, ოვალური ან ვერტიკალური თვალის გუგები. ასევე ხშირად აღენიშნებათ მკვეთრად შეფერილი თვალის მინისებური გარსი, რაც ხშირად სხეულის საერთო ფონთან კარგადაა შეგუებული. გუგებს შეუძლია ვერტიკალურად შეკუმშვა და გაფართოება, რაც ზოგიერთი სახეობის ღამის ცხოვრების წესითაა განპირობებული. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ღამის ცხოვრებით მცხოვრებ სახეობათა თვალის გუგა სინათლეზე შესაძლოა იმდენად შევიწროვდეს, რომ წერტილის ფორმა მიიღოს. ხეზე მცხოვრები ანკარების გვარის [[Ahaetulla]] წარმომადგენლებს აქვთ სიგრძივად ჰორიზონტალური გუგა და ჰორიზონტალური თვალის ჭრილი, რაც განაპირობებს მათ ბინოკულარულ მხედველობას. ამგარი მხედველობა საშუალებას აძლევს გველს ახლო მანძილიდან შეუცდომლად დაიჭიროს მსხვერპლი. ანკარათა იმ სახეობებს, რომლებიც მსხვერპლს დაეძებენ და არა უსაფრდებიან, აღენიშნებათ მკვეთრად გადიდებული თვალების ჭრილი. ისინი კარგად აფიქსირებენ მოძრავი ობიექტის თითოეულ რეაქციას. მთხრელი ფორმების, ან ღამის ცხოვრების წესით მცხოვრები სახეობების თვალის ჭრილი კი დიდი არ არის.
ხაზი 38:
გააჩნიათ უძრავი შხამიანი კბილები. მრავალრიცხოვანი, უძრავი კბილები განლაგებული აქვთ ზედა ყბის ფრთისებრ და სასის ძვლებზე. განსხვავებულ სახეობებს კბილები, როგორც სიდიდის, ისევე განლაგების ნიშნის მიხედვით, განსხვავებული აქვთ. ხშირად ზედა ყბის უკანა კბილები წინაზე დიდია, გვერდებიდანაა შევიწროებული და წინა კბილებისაგან გამოყოფილია დიდი შუალედებით. ზოგიერთ სახეობას ზედა ყბის წინა ნაწილში გააჩნია წანაზარდი, [[შხამი|შხამის]] გამოსაყოფად. სახეობებს, რომლებიც იკვებებიან მხოლოდ ჩიტების კვერცხებით ([[კვერცხიჭამია გველისებრნი]]) გააჩნიათ ძალიან წვრილი და მრავალრიცხოვანი კბილები. სახეობებს, რომლებიც ”მაგარი” საკვებს მიირთმევენ ([[ხვლიკები]], [[ამფიბიები]] და სხვ.) კბილები ზედა ყბაზე მყარად აქვთ განლაგებული, რაც პირით მსხვერპლის ძლიერ ჩაჭიდებაში ეხმარებათ მათ.
 
=== სხეულის შეფერილობა ===
 
[[სურათიფაილი:Red milk snake.JPG|left|thumb|წითელი სამეფო გველი (Lampropeltis triangulum syspila)]]
 
ანკარა გველების სხეულის შეფერილობა მკვეთრად მრავალფეროვანია: არსებობენ მუქი ლურჯი, ყავისფერი, მურა ან მკვეთრად შავი შეფერილობის ეგზემპლარები. ზოგიერთი სახეობის ჭრელი, მეტად მკვეთრი შეფერილობა მართლაც განსაცვიფრებელია. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევიან [[სამეფო გველები]] (Lampropeltis), რომელთა სხეულზეც ერთმანეთთანაა შეხამებული მკვეთრი წითელი, ყვითელი, თეთრი და შავი ზოლები. სხეულის ამგვარი შეფერილობა ერთგვარი დამცავი მექანიზმია, ვინაიდან ისინი ემსგავსებიან ერთ-ერთ ყველაზე შხამიან გველებს [[ასპიტისებრნი|ასპიტებს]]. ზოგიერთ სახეობას შეფერილობა მკვეთრად ეცვლება ტემპერატურისა ან სინათლის ცვლილების დროს.
 
== ცხოვრების წესი ==
 
ანკარების საცხოვრებელი ადგილი მრავალფეროვანია. ზოგიერთი სახეობა მჭიდროდაა დაკავშირებული წყალთან, კარგად ცურავს, ყვინთავს (მაგ: [[ჭაობის გველი]]), ზოგი მშრალ ნახევარუდაბნოებსა და უდაბნოებში ცხოვრებას ამჯობინებს, ზოგი სახეობა ცხოვრობს ხეებზე. არსებობენ მთხრელი ფორმების, რომლებიც მიწაში დაძვრებიან, ცხოვრობენ ქვების, ხეების ქვეშ და მიწის ნაპრალებში.
 
=== საკვები ===
 
[[Imageფაილი:Eierschlange frisst Zwergwachtelei.jpg|thumb|ჩვეულებრივი კვერცხიჭამია გველი ''[[Dasypeltis scabra]]'']]
 
ანკარათა საკვები მეტად მრავალფეროვანია: მატლები, მოლუსკები, კიბოსნაირები, თევზები, ჩიტები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, მღრღნელები და სხვ. ნადავლს ჩაეჭიდებიან კბილებით, სხეულით რამდენიმე რგოლად შემოეხვევიან და ყლაპავენ ცოცხლად. ზოგიერთი სახეობა ადამბლავებს მსხვერპლს თავის მიწაზე დარტყმით. ზოგიერთი ნადავლის პარალიზების მიზნით იყენებს [[გველის შხამი|შხამს]]. მცირე ზომის ნადავლს, მაგ: მწერებს, იჭერენ ენის საშუალებით. არსებობენ სახეობები, რომლებიც მხოლოდ ერთი ტიპის საკვებს მიირთმევენ. მაგალითად დიდთავა, ანუ ლოკოკინაჭამია გველი [[Dipsas]] გვარიდან იკვებება მხოლოდ ლოკოკინებით, რომლებიც ქვედა ყბის მოხრილი კბილების საშუალებით გამოყავს ნიჟარიდან. სამხრეთ აზიური გვარი [[Fordonia]]-ს წარმომადგენლები იკვებებიან ზღვის კიბორჩხალებით. ძაღლისთავა გველები ([[Cerberus]]) - თევზებით. [[კვერცხიჭამია გველისებრნი]] კი მხოლოდ ჩიტების კვერცხებით, ზოგჯერ ქვემძრომებითაც. მათ გააჩნიათ ე.წ. ”კვერცხის ხერხი”, რაც წარმოადგენს ხერხემლის წინა მალების ქვედა წანაზარდებს. მისი საშუალებით ხდება კვერცხის ნაჭუჭის ”გახერხვა”. მსგავსი ”იარაღი” გააჩნიათ სხვა გველებსაც, რომლებიც კვერცხების გარდა სხვა საკვებსაც მიირთმევენ. ანკარასებრთა ოჯახში გვხვდება ისეთი სახეობებიც, რომლებიც შხამიან გველებზე ნადირობენ. უმეტეს წილად ამ გველების შხამის მიმართ მათ იმუნიტეტი გააჩნიათ.
 
=== შეწყვილება და გამრავლება ===
 
შეწყვილებას წინ უძღვის თავისებური საქორწინო ცეკვები, რომლის დროსაც მამრი დიდხანს დასდევს მდედრს. შეწყვილების დროს კი ხშირად ”იჭერს” მას კისერზე ყბების მოჭერით. ანკარათა შორის არიან როგორც [[კვერცხმბადობა|კვერცხისმდებელი]], ისე ცოცხლადმშობი ფორმები. ყოფილა შემთხვევები, როდესაც გარემო პირობების შეცვლის დროს კვერცხმდები ფორმები - ცოცხლადმშობებად გადაქცეულან. დებენ 1-3-დან რამდენიმე ათეულ კვერცხს. კვერცხებს დებენ მიწაში, ფოთლების გროვაში, ხის ფუღუროებში, მიწაზე დაყრილ ტოტების გროვაში, სოროებში, იშვიათად სპეციალურად ამოთხრილ სოროებში. ფორმით კვერცხი ოვალურია, ზოგჯერ კალბასის ფორმისაც. ზოგიერთ შემთხვევაში, ერთ ადგილას ნახულობენ ბევრი მდედრის მიერ დადებულ ასეულობით კვერცხს. ზოგჯერ განაყოფიერებული კვერცხი შეიძლება დაიდოს შეწყვილებიდან 3-4 წლის შემდეგ.
ხაზი 64:
== შხამი ==
 
მიუხედავად იმისა, რომ ანკარების უმეტესობა უშხამოა, ეს არ შეიძლება გავიგოთ იმგვარად, რომ ისინი სრულებით არ წარმოადგენენ საფრთხეს ადამიანისათვის. სინამდვილეში უმეტესობის [[შხამი]] და ნერწყვი ტოქსიურია: იწვევს მსხვერპლის პარალიზევას და სიკვდილს. ცნობილია არა ერთი შემთხვევა, როცა ამ ოჯახის წარმომადგენლის ნაკბენს ადამიანში გამოუწვევია როგორც ძლიერი მოწამლის ნიშნები, ასევე სიკვდილიც. განსაკუთრებული ტოქსიურობითა და შხამის სიძლიერით გამოირჩევიან აფრიკული გვარები: [[Dispholidus]] და [[Thelotornis]].
 
== საქართველოში გავრცელებული სახეობები ==
[[სურათიფაილი:P7101912.JPG|thumb|[[წყლის ანკარა]] (Natrix tesselata)]]
[[სურათიფაილი:Natrix natrix (Marek Szczepanek).jpg|thumb|[[ჩვეულებრივი ანკარა]] (Natrix natrix)]]
[[სურათიფაილი:Coronella austriaca.jpg|thumb|[[სპილენძა]] (Coronella austriaca)]]
[[საქართველო|საქართველოში]] გავრცელებულია ანკარათა 14 სახეობა:
*გვარი [[ანკარა (გვარი)|ანკარა]] (Natrix)
ხაზი 116:
[[it:Colubridae]]
[[ja:ナミヘビ科]]
[[la:Colubridae]]
[[lt:Žaltiniai]]
[[nl:Gladde slangen]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანკარასებრნი“-დან