იოანე საბანისძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''იოანე საბანის ძე''', VIII საუკუნის [[ქართველები|ქართველი]] მწერალი, ჰაგიოგრაფი, ავტორი "აბო თბილელის წამებისა", რომელშიც აღწერილია არაბი ჭაბუკის აბოს მარტვილობა, ქრისტიანობისათვის მისი თავდადება.
 
[[ფაილი:http://tbilisi147.schools.officelive.com/images/200902192904.jpg]]
[[აბო თბილელი|აბო]] არაბეთიდან ქართლში გამოჰყვა [[ნერსე II|ნერსე]] ერისთავს, აქ იგი გაეცნო ქრისტიანულ სარწმუნოებას, უარყო მაჰმადიანოდა და მიიღო ქრისტიანობა. არაბებმა რამდენჯერმე დააპატიმრეს, მოსთხოვეს რჯულია უარყოფა და ქრისტიანობის ერთგულებისათვის წამებით მოკლეს [[786]] წელს. ამოს წამებას დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი ჰქონდა. ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა იგი. ქართლის კათალიკოსმა [[სამოელი|სამოელმა]] ([[780]]-[[790]]) საგანგებო წერილით მიმართა იოანე საბანის ძეს, აბოსთან დაახლოებულ პირს, და მისი წამების აღწერა სთხოვა. იოანე საბანის ძემ ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის ბრწყინვალე ძეგლი შექმნა ([[786]]-[[790]]), თხზულების წაუმძღვარა სამოელ კათალიკოსის ეპისტოლე და თავისი პასუხი. კათალიკოსის მოკრძალებული ტონი გვაფიქრებინებს, რომ იოანე საბანის ძე საერო პირი უნდა ყოფილიყო. იგი დიდად განათლებული პიროვნება, სასულიერო მწერლობის კარგი მცოდნე და გაწაფული მწერალი ყოფილა. სავარაუდოა, იოანე საბანის ძეს ეკუთვნოდეს აგრეთვე ძველი საგალობელი აბო თბილელის შესახებ, შემონახული ჭილეტრატის იადგარში (IX-X სს., ხელნაწერთა ინსტიტუტი, H-2123).