სვიმონ კანანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8:
[[IV საუკუნე]]ში მოციქულის სახელზე [[ახალი ათონი|ახალ ათონში]] პატარა ეკლესია ააგეს, რომელიც სავარაუდოდ ხის უნდა ყოფილიყო, მაგრამ მომდევნო საუკუნეებში აქ თეთრი თლილი ქვისგან ტაძარი ააშენეს, რომელსაც რესტავრაცია რამდენჯერმე ჩაუტარდა. მათ შორის XIX საუკუნის 80-იან წლებში. ტაძტის ფრესკული მოხატულობა შემორჩენილი არ არის. არქიტექტურული დეკორიდან ყურადღებას იქცევს ქრისტიანული სიმბოლოების — თევზის, ლომისა და ჯვრის რელიეფური გამოსახულებანი.
==კანანელი==
სვიმონ მოციქულის მეტსახელი — კანანელი [[სახარება]]ში რამდენიმე ადგილას მოიპოვება: {{ციტირება|ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, '''სიმონ კანანელი''' და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი.}} (|||მათ. 10:2-4)}}
{{ციტირება|ანდრეა და ფილიპე, ბართლომე და მატთეოს, თომა და იაკობ ალფესი, თადეოს და '''სიმონ კანანელი''' და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა მისცა იგი.}} (|||მარ. 3:18)}}
მკვლევარები სვიმონ კანანელის სახელს აკავშირებენ სვიმონ მოშურნის სახელთან, რომელიც ასევე რამოდენიმეჯერ მოიხსენიება წმინდა სახარებაში: {{ციტირება|მატთეოს და თომა და იაკობ ალფესი და '''სიმონ, რომელსა ერქუა მოშურნე''', და იუდა იაკობისი და იუდა ისკარიოტელი, რომელი-იგი იქმნა განმცემელ.}} (|||ლუკ. 6:15)}}
{{ციტირება|და ოდეს შევიდეს, აღჴდეს ქორსა მას, სადაცა იყოფოდეს პეტრე და იოვანე, იაკობ და ანდრეა, ფილიპე და თომა, ბართლომე და მატთეოს, იაკობ ალფესი და '''სიმონ მოშურნე''' და იუდა იაკობისი.}} (|||საქ. 1:13)}}
 
მკვლევართა აზრი ამ ორი მეტსახელის თაობაზე შემდეგია: ებრაული სიტყვა „კანანი“ ნიშნავს „შურს“, ხოლო ბერძნული სიტყვა „ზილოტ“ კი ითარგმნება როგორც ”მოშურნე”. თავად მეტსახელი ზილოტი, რომელიც ქართულ სახარებაში მოიხსენიება როგორც მოშურნე, ასოცირდება „ზილოტთა პარტიასთან“, რომელიც მაშინდელი ებრაული დაჯგუფება იყო, რომლის წევრებიც ნატრულობდნენ ძველებრაული ტრადიციების აღდგენას. ასევე შურით გასცქეროდნენ თავიანთი ქვეყნის ძველდროინდელ დამოუკიდებლობას. მკვლევართა აზრით სვიმონ კანანელი სწორედ ამ „მოშურნეთა“ პარტიის წევრი იყო.<ref>[http://blagovest.al.lg.ua/0601/04.html სვიმონ კანანელი]</ref>