კავდიუმის მშვიდობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: sh:Bitka kod Kaudinskih prijevoja
ბოტის დამატება: bg:Битка при Каудинийските проходи; cosmetic changes
ხაზი 13:
'''კავდიუმის მშვიდობის''' (''[[ლათინური ენა|ლათ.]] Caudina pax'') სახელით ისტორიაში შევიდა [[ძვ. წ. 321]] წელს [[რომაული ლეგიონები]]ს [[კავდიუმის ხეობა]]ში დატყვევება [[სამნიტები]]ს მიერ და მათი ჩაბარება. [[მეორე სამნიტური ომი]]ს დროს ეს სამნიტების ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მაგრამ მისი გამოყენება მათ ვერ შეძლეს.
 
== წინაისტორია ==
 
[[ძვ. წ. IV საუკუნე|ძვ. წ. IV საუკუნის]] შუა პერიოდში ცენტრალურ და სამხრეთ [[იტალია]]ში დომინირებისთვის [[რომაელები]] და სამნიტები მეტოქეობდნენ. სწორედ ამ მეტოქეობამ გამოიწვია [[პირველი სამნიტური ომი]], რომელიც რომაელთა გამარჯვებით დასრულდა [[ძვ. წ. 341]] წელს. მიუხედავად პირველ ომში დამარცხებისა, სამნიტებმა არ დაკარგეს საბოლოო გამარჯვების იმედი და [[ძვ. წ. 326]] წელს დაიწყო [[მეორე სამნიტური ომი]]ც. ომის მეხუთე წელს სამნიტებმა უკვე წააგეს რამდენიმე მზიმე ბრძოლა და რომაელებთან მშვიდობის აღდგენაც სურდათ, მაგრამ მათი მცდელობა წარმატებით არ დასრულდა.
 
== ხაფანგი ==
სამნიტების მხედართმთავარი [[გაიუს პონტიუსი]] ჯარებით საიდუმლოდ დაბანაკდა კავდიუმთან. კალატიუმში კი, სადაც რომაელთა ბანაკი იყო, გააგზავნა მწყემსებად გადაცმული მეომრები, რათა მათ ჭორები გაევრცელებინათ, თითქოს და სამნიტები [[აპულია]]ში არიან [[ლუცერიუმი]]ს ალყით დაკავებულნი. ამის შესახებ ჭორები წინასწარ გავრცელებული იყო, და რომაელთა მიერ ყველა ტყვედ აყვანილი სამნიტი ამას იმეორებდა, რამაც რომაელები საბოლოოდ დაარწმუნა. ლუცერიუმისკენ ორი გზა მიდიოდა, ფართო და უსაფრთხო გზისპირა გზა გრძელი იყო, ხოლო მოკლე გზა ვიწყო კავდიუმის ხეობაში გადიოდა. რომაელებმაც ეს მეორე გზა არჩიეს. კავდიუმის ხეობა ორ ღრმა და ვიწყო ხევს წარმოადგენდა, მათ შორის კი დაჭაობებული ველი იყო.
 
როდესაც რომაელებმა გაიარეს პირველი ხეობა, მინდორზე გავიდნენ და მეორე ხეობისკენ დაიძვრნენ, იქ აღმოაჩინეს რომ ხეობა ჩახერგილია დიდი მორებით და ქვებით. უკვე ცხადი იყო რომ რომაული ლეგიონები ხაფანგში მოხვდნენ. რომაელები უკან გაეშურნენ და მეორე ხეობაც უკვე ჩაკეტილი დახვდათ ხეებით და შეიარაღებული ხალხის მიერ. დაბნეულმა რომაელებმა დაიწყეს ბანაკისთვის გამაგრებების აშენება, თუმცა კარგად ხვდებოდნენ რომ ამას არავითარი აზრი არ ჰქონდა. რომაელთა მორალური მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.
 
== სამნიტთა დილემა ==
 
სამნიტებმა კი არ იცოდნენ როგორ გამოეყენებინათ თავისი წარმატება. მათ გადაწყვიტეს მიეწერათ მხედართმთავრის მამისთვის [[გერენიუს პონტიუსი]]სთვის, რომელიც განთქმული იყო სიბრძნით. იგი უკვე ძალიან ხანდაზმული იყო და ჩამოშორებული იყო სახელმწიფო მოღვაწეობას. როდესაც მან შეიტყო რომაული ლეგიონების ამბავი, მან მიწერა თავის ვაჟს: რაც შეიძლება სწრაფად გაუშვით რომაელები და არაფერი არ ავნოთ მათ. ეს რჩევა უარყვეს და თავიდან გაუგზავნეს მას სიკრიკი სხვა რჩევისთვის. მეორედ მან ასეთი რჩევა მისცა: ყველა მოკალით, არავინ არ დაინდოთ.
ხაზი 30:
მეომრებმა არცერთი რჩევა არ მიიღეს და მესამე გზა აირჩიეს.
 
== რომაელთა უღელქვეშ გატარება ==
რომაელებისთვის ხეობაში ტყვეობა მალე გახდა გაუსაძლისი და მათ ჯერ თანაბარ პირობებზე ზავი მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ ბრძოლა შესთავაზეს სამნიტებს, ამაზე სამნიტმა მხედართმთავარმა უპასუხა რომ ომი დამთავრებულია და რადგან რომაელი ტყვეები ვერ ეგუებიან თავიანთ მდგომარეობას, მათ შიშვლებს და იარაღაყრილებს უღელქვეშ გაატარებენ. სხვა ყველა მხრივ კი ორვე მხარისთვის პირობები თანაბარი იქნება. რომაელებმა უნდა გაიყვანონ დასახლებები და ჯარები სამნიუმიდან და ორივე ერმა თავისი კანონებისამებრ იცხოვროს.
 
ხაზი 39:
სამნიტებმა განიარაღებული რომაელები გამოიყვანეს ხეობიდან, შემდეგ [[ლიქტორი|ლიქტორებს]] უბრზანეს კონსულების დატოვება და ჩამოართვეს ამ უკანასკნელთ მათი ძალაუფლების სიმბოლოები. შემდეგ კი კონსულების და ყველა მეომარი უღელქვეშ გაატარეს. დარცხვენილი რომაელები გაემართნენ რომისკენ.
 
== შედეგები ==
რომში უკვე იცოდნენ მომხდარი ამბების შესახებ. როდესაც კი სამარცხვინო ზავის შესახებ გაიგეს ყოველგვარი ბრძანების გარეშე მთელმა ქალაქმა გლოვა დაიწყო. მეომრებმა კი სიცხვილით ვერ გაბედეს ქალაქში დღისით შესვლა, ისინი ღამით დაბრუნდნენ და სახლებში ჩაიკეტნენ. კონსულებიც ასევე მოიქცნენ, მხოლოდ დიქტატორი დანიშნეს არჩევნების ჩასატარებლად.
 
ახალი კონსულები გახდნენ [[კვინტუს პუბლილიუს ფილონი]] და [[ლუციუს პაპრიუს კურსორი]]. როდესაც მძევლების გადაცემის დრო დადგა, ყოფილმა კონფულმა მოითხოვა რომ ისინი უმალვე გადაეცათ ბორკილდადებულნი. გადაცემის შემდეგ კანონისამებრს მძევლები სამნიტების მოქალაქეები ხდებოდნენ. მძევლად გადაცემულმა ყოფილმა კონსულმა სპურიუს პოსტუმიუსმა მაშინვე მიაყენა სეურაცხყოფა რომის ელჩს და წიხლი ჰკრა მას, რითაც რომაელებს საბაბი მისცა დაერღვიათ სამშვიდობო ხელშეკრულება და გაეახლებინათ ომი. გაიუს პონტიუსს კი მისი უსისხლო გამარჯვება წყალში ჩაუვარდა.
 
== წყაროები ==
 
*[http://ancientrome.ru/antlitr/livi/kn09-f.htm ტიტუს ლივიუსი IX 2-9]
ხაზი 50:
[[კატეგორია:სამნიტური ომები]]
 
[[bg:Битка при Каудинийските проходи]]
[[ca:Forques Caudines]]
[[cs:Bitva v Kaudijské soutěsce]]