ხობის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვიკიფიცირება, თუ წიგნიდან არის გადმოწერილი, წასაშლელია
ხაზი 8:
მონასტერი არქიტექტურულ კომპლექს წარმოადგენს, რომელშიც შედის ტაძარი სასახლე, სამრეკვლო გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები.
შუა საუკუნეებში ხობის მონასტერი დასავლეთ [[საქართველო]]ს კათალიკოსის რეზიდენციას წარმოადგენდა.
 
 
 
{{ვიკიფიცირება}}
უძველესი დოკუმენტი, რომელშიც ხობია მოხსენიებული, გახლავთ ჯვრის სამონასტრო მატიანეში შეტანილი აღაპი, სადაც მოხსენიებულნი არიან ცოტნე დადიანის ოჯახის წევრები და ახლობელი პირები. მათ შორის ეგნატე, ხობის წინამძღვარი. მოსახსენიებელ¬ში ნათქვამია: `ქ. ამასვე დღესა აღაპი ეგნატი ხოპისა წი¬ნამძღვ¬რი¬სა~.
ხობის ტაძარი შერგილ დადიანის ოჯახის განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა. აქ დაცულია კიდეც შერგილის, მისი მეუღლე ნათელისა და ყმაწვილ ცოტნეს ფრესკები. ისევე, როგორც ლაშა-გიორგის გაუგზავნია იერუსალიმში მოსახსენიებელთა განსაწესებლად მესტუმრე შალვა, შერგილ დადიანსაც წარუგზავნია იქ ეგნატე ხობისა წინამძღვარი, და ბარამ უშაფათელისძე. დოკუმენტში მოხსენიებულია ასევე ეგნატეს დედა ნისიმე და მისი ძმა ყელგრძელი. რადგან ეგნატე ხობის წინამძღვრად მოიხსენიება, უნდა ვიფიქროთ, რომ ამ პერიოდში ხობი საწინამძღვრო იყო და, როგორც ჩანს, იმდროინდელმა ოდიშის ხელისუფლებამ, ხობის წინამძღვრის სახით, მხარის უმაღლესი საეკლესიო წარმომადგენლობა გააგზავნა.