ალაზნის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ალაზნის ველის სიგრძეა 160 კმ, მაქსიმალური სიგანე - 35-37 კმ, მინიმალური - 5 კმ. კიდეებზე ამაღლებულია და დანაწევრებულია ალაზნის მრავალი შენაკადით.ალაზნის ველზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, ზამთარი ზომიერად ცივი, ზაფხული ცხელი.ნალექები 700-1000 მმ წელიწადში, ნალექების მაქსიმუმი მაისშია, მინიმუმი - იანვარში. ალაზნის ველზე ხშირია სეტყვა.
ალაზნის ველი ნაწილობრივ დაფარულია ვაკის ტყით, სადაც უმთავრესად [[მუხა]], [[იფანი]], [[ნეკერჩხალი]], [[ალვის ხე]]. ვაკის დიდი ნაწილი მეორეულ ტყე-სტეპებსა და სტეპებს უკავია. ალაზნის ველი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და საქართველოს ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული კუთხეა. დიდი დასახლებული პუნქტები ([[თელავი]], [[გურჯაანი]], [[ყვარელი]], [[ლაგოხედი]], [[ახმეტა]], [[სიღნაღი]], [[წნორი]], [[შილდა]], [[ნაფარეული]], [[კარდანახი]] და სხვა) განლაგებულია ვაკის კიდეებზე, კახეთის კავკასიონისა და გომბორის ქედის ძირას. ალაზნის ველი საქართველოს მევენახეობის მხარეა. ბუნებრივი პირობების მიხედვით იგი 2 ნაწილად იყოფა: მარჯვენა მხარედ (წინამხარი) და მარცხენა მხარედ (გაღმამხარი).
 
[[კატეგორია:საქართველოს გეოგრაფია]]
 
[[os:Алазаны тæрф]]
[[ru:Алазанская долина]]
12,235

რედაქტირება