ძველი ქართული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

==ფონეტიკა==
===თანხმოვნები===
ძველ ქართულ ენაში 29 თანხმოვანი იყო (ჲ-სა და {{უბრჯგუ}}-ს ჩაუთვლელად).
 
'''ჴ''' (ხარი, ჴარი) იყო ხახისმიერი (ფარინგალური) ყრუ ფშვინვიერი ბგერა, რომელიც ზოგიერთ კილოში კიდევაა შენახული, მაგალითად ფშაურში, ხევსურულში გრემ-საბუე-ენისელში და სხვაგანაც. ყველა სიტყვაში, სადაც [[ჴ]] იხმარებოდა, სალიტერატურო ენაში შეენაცვლა [[ხ]]; გვქონდა: '''ჴ'''ელი, მუ'''ჴ'''ლი, მ'''ჴ'''არი, '''ჴ'''ა'''ჴ'''ა, '''ჴ'''ორცი, ვენა'''ჴ'''ი და სხვა, ახლა კი გვაქვს: ხელი, მუხლი, მხარი, ხახა, ხორცი, ვენახი.