სადროშო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დამატება
ხაზი 9:
 
ცალკეულ შემთხვევებში ჯარი გამოჰყავდათ ან მონაპირე საერისთავოებიდან, ან ერთი რომელიმე სადროშოდან. ჯარის შეკრება ერთიანი მობილიზაციის დროს საქართველოს ყველა კუთხიდან საკმაოდ სწრაფად ხდებოდა. ბრძოლის დროს თითოეულ სადროშოს, როგორც დიდს, ისე მცირეს, გარკვეული ფუნქციები ეკისრებოდა ტაქტიკური მანევრების განხორციელების მიზნით. უფრო ხშირად ბრძოლას მეწინავე სადროშო იწყებდა, შემდეგ სარდლობის ჩანაფიქრისა და კონკრეტული სიტუაციის მიხედვით ბრძოლაში ჩაებმოდნენ მემარჯვენე ან მემარცხენე სადროშოები, ხოლო [[მეფე|მეფის]] სადროშო მარქაფში იყო და ჩაებმებოდა ბრძოლაში, სადაც გაჭირვება მოითხოვდა. [[ბრძოლა]]ს მეფის სადროშო ამთავრებდა.
==სადროშოები კახეთში==
საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ (XV საუკუნე) აღნიშნული სამხედრო ორგანიზაცია მოიშალა და აუცილებელი გახდა ცალკეული სამეფო-სამთავროს ახლებური სამხედრო ორგანიზაციური მოწყობა. პირველად ასეთი რეფორმა კახეთში გატარდა XV საუკუნის 70-იან წლებში. კახეთის პირველი დამოუკიდებელი მეფის [[გიორგი VIII|გიორგი ალექსანდრის ძის]] დროს. კახეთის სოციალურ-პოლიტიკური წყობილების შესაბამისად აქაურმა სადროშოებმა საქართველო სხვა ნაწილებისაგან განსხვავებული სახე მიიღეს. ისინი მიესადაგენ მსხვილ საეპისკოპოსოებს და სადროშოების სათავეშიც ეპისკოპოსები ჩააყენეს.
*მეწინავე სადროშოს სათავეში იდგა ბოდნელი ეპისკოპოსი, რომელსაც ექვემდებარებოდა ქიზიყი კისისხევამდე.
*მემარჯვენე სადროშოს სათავეში ედგა ნეკრესელი ეპისკოპოსი, რომელსაც ექვემდებარებოდა გაღმა კახეთის დიდი ნაწილი კაკ-ენისელიდან გრემამდე.
*მემარცხენე სარდოშოს სარდალი იყო რუსთველი ეპისკოპოსი, მას ექვემდებარებოდა გარე კახეთის დიდი ნაწილი კისისხევიდან არაგვამდე, მარტყოფ-საგურამოს ჩათვლით. *მეოთხე სადროშოს სათავეში იდგა მეფის მიერ დანიშნული პირი (ხშირად რომელიმე ბატონიშვილი). იგი მოიცავდა შიდა კახეთის დიდ ნაწილს და ალავერდელის საეპისკოპოსი ტერიტორიას გრემიდან დასავლეთით პანკისის ხეობის ჩათვლით.
 
სადროშოების სათავეში ეპისკოპოსების ჩაყენება კახეთში მეფის ხელისუფლების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. ეპისკოპოსობა არ იყო მემკვიდრეობითი თანამდებობა, ეპისკოპოსებს მეფე ნიშნავდა. ეკლესია მეფის ხელისუფლების გაძლიერების მომხრე იყო და მეფეს ერთგულად უჭერდა მხარს. ამის გამო ეს სამხედრო-ადმინისტრაციული რეორგანიზაცია ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებას უწყობდა ხელს.
==სადროშოები ქართლის სამეფოში==
[[ქართლის სამეფო]]ში სადროშოების ჩამოყალიბება-გაფორმება უფრო გვიან, XVI საუკუნის დასაწყისში, განხორციელდა. აქ სადროშოების სათავეში ძლიერი თავადები ჩააყენეს. მეწინავე სადროშო იყო ქვემო ქართლი (სომხით-საბარათიანო), რომლის სარდლებადაც ჩვეულებრივ ინიშნებოდნენ [[ბარათაშვილები]] (უფრო გვიან - მათგან გამოყოფილი ყაფლანიშვილი - [[ორბელიანები]]).
*მემარჯვენე სადროშო იყო ზემო ქართლი, სარდალი - ამილახვარი;
*მემარცხენე სადროშო - სამუხრანბატონო ქსნისა და არაგვის საერისთავოებით, სარდალი - მუხრანბატონი.
*მეფის სადროშოში შედიოდა მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირას ქართლი [[თბილისი]]დან ტაშისკარამდე და კათოლიკოსის სამფლობელო. აქედან გამოყვანილი ჯარის სარდალს თვით მეფე ნიშნავდა (უფრო ხშირად ციციშვილთა საგვარეულოდან).
 
კახეთისაგან განსხვავებით ქართლში სადროშოთა სარდლობა მემკვიდრეობითი სახელო იყო, რაც ხელს უწყობდა მის სათავეში მდგარი უძლიერესი თავადების გავლენის კიდევ უფრო ზრდას და ხშირად მეფის ხელისუფლებისადმი დაპირისპირებასაც.
==სადროშოები იმერეთის სამეფოში==
[[იმერეთის სამეფო]]ში სამხედრო ორგანიზაციას თავისებური სახე ჰქონდა, დასავლეთ საქართველოს მთავრები სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ვითარებაში მეტ-ნაკლებად ემორჩილებოდნენ იმერეთის მეფეს. მათი დაქვემდებარება-ყმობა იმერეთის მეფისადმი ძირითადად გამოიხატებოდა ლაშქრის გამოყვანის ვალდებულებით; ლაშქრის სარდლები თვითონ მთავრები იყვნენ. XVI საუკუნის შემდეგ ისინი ამ ვალდებულებას არა თუ აღარ ასრულებდნენ, არამედ ხშირადთავიანთი სამხედრო ძალით იმერეთის მეფეს ებრძოდნენ. ამ ამთავროებს გარდა იმერეთის სამეფოს ტერიტორია ასევე 4 სადროშოდ იყოფოდა:
*ვაკის იმერეთი
*არგვეთი
*რაჭა
*ოკრიბა-ლეჩხუმი
 
ამ სადროშოებს სათავეში ადგილობრივი ძლიერი თავადები ედგნენ. დროთა განმავლობაში სადროშოები განიცდიდნენ ცვლილებებს, ზოგი უქმდებოდა და სხვა სადროშოებს უერთდებოდა (კახეთში XVII საუკუნის I ნახევარში ნეკრესელისა და მეფის სადროშო რუსთველის სადროშოში გაერთიადნენ, XVIII საუკუნის 40-იანი წლებიდან კი ისინი კვლავ აღადგინეს ძველი სახეით; ქართლშიც XVIII საუკუნეში, ოსმალთა და ყიზილბაშთა ბატონობის დროს, სადროშოთა სისტემა მოიშალა, [[თეიმურაზ II]]-მ კი სადროშოები კვლავ აღადგინა ძველი რიგის მიხედვით). იცვლებოდა სარდლის განწესების პრინციპიც (XVII საუკუნეში კახეთში ეპისკოპოსების მაგივრად სარდლებად საერო პირები ინიშნებოდნენ, ანდა ეპიკოპოსის გვერდით სადროშოს განმგებლობა [[მოურავი|მოურავსაც]] ეკისრებოდათ) და სხვა.
==ლიტერატურა==
*''ასათიანი ნ.,'' სახელმწიფოებრივი რეფორმების საკითხისათვის XV საუკუნის კახეთის სამეფოში, კრ.: ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან, თბ., 1976;
*''ბარნაველი ს.,'' ქართული დროშები, თბ., 1953;
*''კლიმიაშვილი ა.,'' მასალები XV-XVIII საუკუნეები ქართლისა და კახეთის სადროშოების ისტორიისათვის, კრ.: XIV-XVIII საუკუნეები რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი, თბ., 1964;
*საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
*''ასათიანი ნ.,'' [[ქსე]], ტ. 8, გვ. 623-624, თბ., 1984
 
[[კატეგორია:ფეოდალური საქართველო]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სადროშო“-დან