შარლ დე გოლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: hif:Charles de Gaulle
No edit summary
ხაზი 6:
==ბიოგრაფია==
 
'''შარლ დე გოლი''' დაიბადა მორწმუნე [[კათოლიციზმი|კათოლიკეთა]] ოჯახში. [[1912]] წელს დაამთავრა სან-სიროს სამხედრო კოლეჯი. [[პირველი მსოფლიო ომი|პირველი მსოფლიო ომის]] დაწყებისას იგი მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში და ძალიან მალე, [[1914]] წლის [[15 აგვისტო|15 აგვისტოს]]იგი იღებს პირველ საბრძოლო ჭრილობას და მხოლოდ ოქტომბერში ბრუნდება მწყობრში. [[1915]] წლის [[10 მარტი|10 მარტს]] იგი კვლავ დაიჭრება და გამოჯანმრთელების შემდეგ, ახალგაზრდა დე გოლი კვლავ უბრუნდება ბრძოლის ველს. [[1916]] წელს იგი მესამედ დაიჭრება. ამ დროისათვის ოფიციალურ პარიზს იგი უკვე გარდაცვლილად მიაჩნია, მაგრამ დე გოლი სიცოცხლეს გერმანელების ტყვეობაში აგრძელებს. [[1918]] წლის [[11 ნოემბერი|11 ნოემბერს]] მას ტყვეობიდან ათავისუფლებენ. [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] დაწყებას დე გოლი პოლკოვნიკის რანგში ხვდება. [[1940]] წლის [[15 ივნისი|15 ივნისს]] იგი ემიგრაციაში მიდის დიდ ბრიტანეთში, რისი მიზეზიც გახდა მისი უთანხმოება მთავრობის წარმომადგენლებთან. [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]] ის აყალიბებს ლეგენდარულ ორგანიზაციას "თავისუფალ საფრანგეთს". [[1958]] წლის [[21 დეკემბერი|21 დეკემბერს]], მრავალწლიანი უკომპრომისო პოლიტიკური ბრძოლის შემდეგ, ფრანგი ერი გენერალ შარლ დე გოლს საკუთარ ლიდერად აღიარებს და საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი ქვეყნის ბედს ანდობს ადამიანს, რომელმაც არაერთი წელი შესწირა საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. მისი ძალისხმევით მრავალი ფრანგული კოლონია გათავისუფლდა და მოიპოვა დამოუკიდებლობა. [[1965]] წელს მას ხელმეორედ ირჩევენ საფრანგეთის პრეზიდენტად. [[1966]] წლის [[21 თებერვალი|21 თებერვალს]] დე გოლის გადაწყვეტილებით, საფრანგეთი გამოდის [[ნატოჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია|ნატოს]] სამხედრო სტრუქტურებიდან (მაგრამ დარჩა ორგანიზაციის შემადგენლობაში) და ამ მომენტიდან ოფიციალური პარიზი აღარ ერიდება საკუთარი ანტიამერიკული პოზიციის გამოხატვას. [[1968]] წლის [[2 მაისი|2 მაისს]] საფრანგეთში იფეთქა სტუდენტთა ამბოხებამ, რომელიც ძალიან მალე სერიოზულ უწესრიგობაში გადაიზარდა. ამბოხებულებს უერთდება პროფკავშირები და საფრანგეთის მოსახლეობის გარკვეული, არც თუ მცირე რაოდენობა. [[1969]] წლის [[28 აპრილი|28 აპრილს]] დე გოლი იძულებული გახდა გადამდგარიყო პრეზიდენტის პოსტიდან. შარლ დე გოლი გარდაიცვალა [[1970]] წლის [[9 ნოემბერი|9 ნოემბერს]].
 
{{ბიო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შარლ_დე_გოლი“-დან