ანდრეი ტარკოვსკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: is:Andrej Tarkovskíj
ბოტის დამატება: lv:Andrejs Tarkovskis; cosmetic changes
ხაზი 1:
[[სურათიფაილი:Tarkovski a.jpg|thumb|250px|ანდრეი ტარკოვსკი]]
'''ანდრეი არსენის ძე ტარკოვსკი''' (''[[რუს.]]'' Андрей Арсеньевич Тарковский) (* [[4 აპრილი]], [[1932]] ― [[28 დეკემბერი]], [[1986]]) [[რუსები|რუსი]] რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მწერალი. მიჩნეულია საბჭოთა პერიოდის ყველაზე გამორჩეულ კინორეჟისორად, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში.
 
== ბიოგრაფია ==
 
ცნობილი რუსი პოეტის [[ტარკოვსკი, არსენი|არსენ ტარკოვსკისა]] და მარინა ვიშნიაკოვას ვაჟი სოფელ ზავრაჟიეში (იურევეცკის რაიონი) დაიბადა (4 აპრილი, 1932). 1941 წელს არსენი ტარკოვსკი მოხალისედ წავიდა [[მმო|ომში]], საიდანაც ინვალიდი დაბრუნდა (მას ფეხის ამპუტაცია გაუკეთდა). ანდრეი დედასთან ერთად ჯერ სოფელში ცხოვრობდა, 1943 წელს კი მოსკოვში გადავიდა. მოგვიანებით, ტარკოვსკი საკუთარ ფილმებში ხშირად დაუბრუნდება მშობლიურ სახლს, სოფელს, ომის პერიოდის გაჭირვებას, განსაკუთრებით ფილმში “სარკე”.
 
ანდრეი საშუალო სკოლის პარალელურად დადიოდა მუსიკაზე და ხელოვნების სკოლაში, სადაც ფერწერისა და გრაფიკის საფუძვლებს ეუფლებოდა. ზოგად საგანმანათლებლო სკოლის დასრულების შემდეგ, 1951 წელს, ანდრეიმ მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ჩააბარა, არაბულის განყოფილებაზე, თუმცა სწავლა მალე შეწყვიტა. მიზეზი ტვინის შერყევა გახდა, რომელმაც ის სასწავლო პროცესს დროებით ჩამოაშორა. გამოჯანმრთელების შემდეგ ანდრეიმ ინსტიტუტში დაბრუნებას, სამეცნიერო-კვლევით ექსპედიციაში წასვლა არჩია და 1953 წელს ტაიგაში გაემგზავრა, სადაც ერთი წელი დაჰყო მდინარე კურეიკაზე. 1954 წელს, დედაქალაქში დაბრუნებულმა ვგიკ-ის ([[კინემატოგრაფიის უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუტი]]) სარეჟისორო ფაკულტეტზე შეიტანა საბუთები და [[რომი, მიხეილ|მიხეილ რომის]] სახელოსნოში ჩაირიცხა.
 
== შემოქმედება ==
ტარკოვსკიმ პირველი საკურსო ფილმი (1958) “მკვლელები” [[ჰემინგუეი, ერნესტ|ერნესტ ჰემინგუეის]] მოთხრობის მიხედვით გადაიღო, სადაც ეპიზოდურ როლს თავად ასრულებდა. ფილმი დღეს სრული სახით შემორჩენილი არ არის.
სადიპლომო ნამუშევარი “სატკეპნი და ვიოლინო” მოსფილმის ბაზაზე 1960 წელს შეიქმნა. სცენარის თანაავტორი ანდრეის კურსელი ანდრონ მიხალკოვ-კანჩალოვსკი იყო. 1961 წელს ფილმმა ნიუ-იორკის სუდენტურ ფესტივალზე გაიმარჯვა.
პირველი სრულმეტრაჟიანი სურათი “ივანეს ბავშვობა” ვ. ბოგომოლოვის ნაწარმოების მიხედვით, ანდრეიმ 1962 წელს გადაიღო. ფილმმა ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი ოქროს ლომი მიიღო.
 
''“აქ, (ფილმში “ივანეს ბავშვობა”) ყველაფერი ძალიან ღრმა, შემაძრწუნებელი და ნამდვილია, აქ არ აქვს ადგილი სათავგადასავლო რომანტიკას. ბიჭი (ივანე) ჯარის სიამაყე კი არა, უბედურებაა. ისინი (ჯარისკაცები) იტანჯებიან, ყოველთვის, როცა ივანე “იქითა” ნაპირზე მიდის. ...მიყვარს ეს თემა. მეც მისი ასაკის ვიყავი, როდესაც ომი დაიწყო, და საერთოდ, ეს ჩემი თაობის ამბავია.” (ანდრეი ტარკოვსკი)''<ref> მ. ტუროვსკაია "ანდრეი ტარკოვსკის შვიდნახევარი ფილმი" </ref>
 
მეორე ფილმი “ანდრეი რუბლიოვი” რეჟისორმა 1966 წელს დაასრულა, თუმცა კინო ეკრანზე ის 1971 წელს გამოჩნდა. ფილმი 8 ნოველადაა დაყოფილი და მე-15 საუკუნის დიდი რუსი ფერმწერის [[რუბლიოვი, ანდრეი|ანდრეი რუბლიოვის]] შესახებ მოგვითხრობს.
''“(ხელოვნების) ნაწარმოებმა შინაგად უნდა შეძრას მაყურებელი და გამოიწვიოს კათარზისი. ის უნდა ეხმაურებოდეს ადამიანის ყველაზე ცხოველ განცდებსა და ტკივილს. ხელოვნების მიზანი არაა ცხოვრების სწავლება (ნუთუ ლეონარდო გვასწავლის რამეს თავისი ტილოებით ან რუბლიოვი _ “სამებით”?). არა, ხელოვნება არასოდეს ჭრის პრობლემას, ის უბრალოდ წამოჭრის მას. ხელოვნება აკეთილშობილებს ადამიანს და ამზადებს მას დიდი მადლის აღსაქმელად, მუხტავს სულიერი ენერგიით. აი ეს არის ხელოვნების მაღალი დანიშნულება.” (ანდრეი ტარკოვსკი)''<ref> მ. ტუროვსკაია "ანდრეი ტარკოვსკის შვიდნახევარი ფილმი" </ref>
ხაზი 21:
ეპიკური, ისტორიულ-ბიოგრაფიული “ანდრეი რუბლიოვის” შემდეგ ტარკოვსკიმ პოლონელი მწერლის სტანისლავ ლემის სამეცნიერო-ფანტასტიკური ნოველა “სოლარისი” გადაიღო (1972). ფილმს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალური პრიზი მისცეს.
“სარკე” (1974) ტარკოვსკის ყველაზე ავტობიოგრაფიული ნამუშევარია, მასში რეჟისორის დედა მონაწილეობს და საკუთარ ლექსებს არსენი ტარკოვსკი კითხულობს. ფილმის სავარაუდო სათაურებს შორის იყო ასევე: “აღსარება” და ფრაზა ა. ტარკოვსკის ლექსიდან “თეთრი, თეთრი დღე”.
“სტალკერი” (1979) სამშობლოში გადაღებული ანდრეის ბოლო ფილმია. სცენარი ბორის და არკადი სტუგაცკებმა საკუთარი მოთხრობის “პიკნიკი გზისპირას” მიხედვით დაწერეს. გადაღებების შემდეგ გამჟღავნებული ფირი მთლიანად წუნი გამოგდგა და რამდენიმე საათიანი მასალა საერთოდ დაიკარგა. მძიმე დეპრესიის შემდეგ ანდრეიმ მოსფილმს მეორე სერიისათვის დაფინანსება გამოაყოფინა და ფილმი ხელმეორედ გადაიღო.
 
== სპექტაკლები ==
[[სურათიფაილი:Andrei boris.jpg|thumb|250px|]]
ტარკოვსკის ეკუთვნის ორი თეატრალური დადგმა “ჰამლეტი”, უილიამ შექსპირის მიხედვით (1972) მოსკოვში და პუშკინის “ბორის გოდუნოვი” ლონდონში (1983).
 
== ემიგრაცია ==
1982 წელს ანდრეიმ [[სსრკ|საბჭოთა კავშირი]] სამუდამოდ დატოვა და [[იტალია|იტალიაში]] გაემგზავრა, სადაც ტონინო გუერასთან ერთად დოკუმენტური ფილმი “მოგზაურობა დროში” გადაიღო. ერთი წლის შემდეგ კი დაასრულა სურათი “ნოსტალგია” მსახიობ ოლეგ იანკოვსკის მონაწილეობით.
რეჟისორის ბოლო ნამუშევარი არის “მსხვერპლშეწირვა” (1986).
''“მინდოდა გადამეღო ფილმი რუსულ ნოსტალგიაზე, სულის იმ განსაკუთრებულ მდგომარეობაზე, რომელიც ჩვენ სამშობლოსაგან შორსწასულებს გვეუფლება. დასავლეთში ხშირად ამბობენ, რომ რუსები ცუდი ემიგრანტები არიან. ...ამ ფილმზე მუშაობისას, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს დამთრგუნავი მიუსაფრობის შეგძნება ჩემი დარჩენილი ცხოვრების განგება გახდებოდა” (ანდრეი ტარკოვსკი)'' <ref> მ. ტუროვსკაია "ანდრეი ტარკოვსკის შვიდნახევარი ფილმი" </ref>
 
ფილმის მონტაჟის დროს ანდრეი უკვე მძიმედ იყო ავად, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით. ის ყველა საშუალებით ცდილობდა შვილის საზღვარგარეთ წაყვანას, თუმცა უშედეგოდ. ვაჟი მამასთან, მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის პირადი წერილის შემდეგ გაუშვეს, მის გარაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე.
 
== ფილმოგრაფია ==
* "ივანეს ბავშვობა" (1962)
* "ანდრეი რუბლიოვი" (1966)
* "სოლარისი" (1972)
* "სარკე" (1974)
* "სტალკერი"(1979)
* "ნოსტალგია" (1983)
* "მსხვერპლშეწირვა" (1986)
 
== გალერეა ==
ხაზი 49:
Image:Tarkovsky v kresle.jpg|ანდრეი ტარკოვსკი
Image:Tarkovsky work.jpg|მუშაობისას
Image:Japan_kuro.jpg|ტარკოვსკი და [[აკირა კუროსავა]]
</gallery>
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commons|Category:Andrej Tarkovskij}}
* [http://lib.ru/CINEMA/kinolit/TARKOWSKIJ/turtarkowskij.txt მ. ტუროვსკაია "ანდრეი ტარკოვსკის შვიდნახევარი ფილმი" (რუს) ]
* [http://nika.name/cgi-bin/storedoc.cgi?rec_id=937864349&DM=Thu%2C+07+Jul+2005%2C+11:26:27+MSD&DS=26169&L=ru&CS=windows-1251&DU=http:%2F%2Fwww.portal-slovo.ru%2Frus%2Fart%2F964%2F2267%2F&CT=text/html&q=%F2%E2%EE%F0%F7%E5%F1%F2%E2%EE ანდრეი ტარკოვსკის ლექცია "სიტყვა აპოკალიფსზე" (რუს.) ] "
* [http://www.museum.ru/museum/tarkovsky/begine.htm ანდრეი ტარკოვსკის მუზეუმი ]
* [http://burusi.wordpress.com/კინო/ანდრეი-ტარკოვსკი/ ანდრეი ტარკოვსკი, ცხოვრება, შემოქმედება]
 
== სქოლიო ==
<references/>
 
ხაზი 65:
[[კატეგორია:რუსები]]
[[კატეგორია:რუსი კინორეჟისორები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1932]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1986]]
 
ხაზი 90:
[[ja:アンドレイ・タルコフスキー]]
[[lt:Andrejus Tarkovskis]]
[[lv:Andrejs Tarkovskis]]
[[mk:Андреј Тарковски]]
[[nl:Andrej Tarkovski]]