გიორგი ლაცაბიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მწერალი | სახელი = გიორგი ლაცაბიძე | სურათი= Giorgi Latsabidze Galle...
(განსხვავება არ არის)

22:49, 11 ოქტომბერი 2009-ის ვერსია

გიორგი ლაცაბიძე (დ. 15 აპრილი, 1978) თბილისი— ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი. გიორგი ლაცაბიძე დღეს უკვე ვირტუოზ პიანისტთა რიგს მიეკუთვნება. მისი შესრულება გამოირჩევა მაღალი მუსიკალური კულტურით, ვირტუოზული ტექნიკითა და ქარისმატული არტისტიზმით. მისი რეპერტუარი ფართო და მრავალფეროვანია. 1999 წლიდან კონცერტებს მართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტეინში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, პორტუგალიაში, რუსეთში, აზიის ქვეყნებში, კანადაში და აშშ-ში. განსაკუთრებული ადგილი მის რეპერტუარში უჭირავს ფრედერიკ შოპენის და ფერენც ლისტის ნაწარმოებებს, რომელთა ინტერპრეტაციაში ნათლად იკვეთება მისი პიანისტის არტისტული ბუნების თავისებურება.

გიორგი ლაცაბიძე
დაბადების თარიღი 1978, 15 აპრილი
დაბადების ადგილი თბილისი
საქმიანობა პიანისტი, კომპოზიტორი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა  საქართველო
 აშშ
ალმა-მატერი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი, USC Thornton School of Music, Hanover University of Music, Drama and Media და Mozarteum University Salzburg
ჟანრი კლასიკური მუსიკა
საიტი giorgilatso.com

ბიოგრაფია

მისი ენთუზიაზმი მუსიკისადმი გამოვლინებული იქნა ადრეულ ასაკში. მისი პირველი საფორტეპიანო მინიატურული კომპოზიციები შექმნილი იქნა როცა ის იყო 6 წლის. 10 წლის ასაკში მან გაიმარჯვა თბილისის საქალაქო კონკურსზე რომელსაც მოჰყვა კონცერტები სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად, სადაც მან შეასრულა ედვარდ გრიგის და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტები.

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კოსერვატორიის დამთავრების შემდეგ (2002) ლაცაბიძე იმაღლებს საშემსრულებლო დონეს Hannover Hochschule für Musik und Theater, ჰანოვერი (2003) და მოგვიანებით Mozarteum ზალცბურგი, (2005). იგი ელ-ეიში (LA) მიემგზავრება 2005 წელს სადაც Thornton School of Music, University of Southern California-ში სადოქტოროზე აგრძელებს მუშაობას და პარალელურად ეწევა პედაგოგიურ და საკონცერტო მოღვაწეობას. ამ დროის განმავლობაში ლაცაბიძის პედაგოგები იყვენენ პროფესორები: რუსუდან ხოჯავა, გერიტ ციტერბარტი, კლაუს კაუფმანი, ლაზარ ბერმანი, და სტუარტ გორდონი.

ჯილდოები

1998 წელს მოიგო ენიო პორინოს პიანისთა საერთაშორისო კონკურსი კალიარიში, 1999 წელს რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო კონკურსი პარიზში, 2005 წელს ეგუდი მენუჰინის საერთაშორისო კონკურსი ზალცბურგში, 2006 წელს ახალგაზდრა პიანისტების საერთაშორისო კონკურსი ლოს ანჟელესში. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს პრეზიდენტის (1999-2002), ვლადიმერ სპივაკოვის (2001), DAAD (2004), ჯურნალისტ მარი დანჰოფის (2003), ჰერბერტ ბატლინერის (2005), ფილანტროპისტ-მედსენატის კაროლ ჰოგელის (2008), პრინცესა მარია ვინსკი ტანტაუ ლიხტენშტეინის (2008). 2007 წლის გაზაფხულზე Thornton School of Music-ის საფორტეპიანო დეპარტამენტის გადაწყვეტილების თანახმად გიორგი ლაცაბიძე დაჯილდოვებული იქნა საპატიო დიპლომით მისი მიღწეული წარმატებებისათვის და ფორტეპიანოს ფაკულტეტზე შემდგომი თანამშრომლობისთვის.