რუისის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 37:
 
==მოხატულობა==
[[სურათი:freskis fragmenti ruisi.jpg|100px90px|thumb|left|ფრესკის ფრაგმენტი]]
აქა იქ შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. კანკელზე, ტაძრის გუმბათ ქვეშ საყრდენებზე და [[კანკელი]]ს გაგრძელებაზე აშენებულ კედლებზე შემორჩენილი ფრაგმენტები გვიანდელი ფეოდალური ხანისაა. კანკელის მხატვრობა სამ რეგისტრად იყოფა. ზედა რეგისტრში გამოსახულია [[ქერუბიმი|ქერუბიმები]], შემდგომში - [[წმინდანი|წმინდანები]], ქვემოთ კი [[მღვდელთმთავარი|მღვდელმთავართა]] ნახევარფიგურებია (მღვდელმთავრებს ერთ ხელში [[წიგნი]] უჭირავთ, მეორეთი კი აკურთხებენ). კანკელის თაღები მარტივი, მშრალი [[ორნამენტი]]თაა მოხატული. გუმბათქვეშა ბურჯებზე, ყვავილებით შემკულ ლურჯ ფონზე, მედალიონებში მარტვილ დედათა გამოსახულებებია. სამხრეთ აღმოსავლეთ ბურჯზე მსგავს მედალიონებში წმინდა მამანი არიან გამოსახულნი, ხოლო კანკელის გაგრძელებაზე, სამხრეთის კედელზე [[წმინდა გიორგი]] [[გველეშაპი|გველეშაპს]] კლავს. მოხატულობის კოლორიტში ჭარბობს მოწითალო-ყავისფერი, ლურჯი, მწვანე ფერები; ფონი ზოგან სამფერია- მწვანე, მოწითალო, იასამნისფერი. კანკელის მარცხენა ნაწილში ჩანს ქვედა ფენის მხატვრობის ფრაგმენტები (ტანსაცმელი, ორნამენტი, წმინდანის სახე).